პოპკორნის აპარატები
ყველა ბრენდის პოპკორნის აპარატები, ყველაზე იაფად საქართველოში. მხოლოდ მაღალი ხარისხის ასორტიმენტი და უფასო საკურიერო სერვისი ყველგან.
პოპკორნის აპარატი დროის მყუდროდ და გემრიელად გასატარებლად
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სტრესულ სიტუაციაში იმის წარმოდგენა, თუ როგორ ზიხართ კომფორტულ სავარძელში თბილ პლედში გახვეული და მომარაგებული პოპკორნით არჩევთ ფილმს, სიმშვიდისა და კომფორტის გრძნობას გვგვრის და გვეხმარება ძალების მოკრებასა და დამშვიდებაში.
პოპკორნის აპარატი რამდენიმე წუთში ამზადებს უგემრიელეს მარცვლებს, რომლის მოხალვის დროსაც მარტო არომატიც კი ერთი სიამოვნებაა, ამიტომ სახლში ეს პატარა მეგობარი განტვირთვისა და დროის სახალისოდ გატარებაში ნამდვილად ყველას გვჭირდება.
ცალკე საკითხია ბავშვები და პოპკორნი. ნედლეული და ტექნოლოგია, რომლითაც ეს გემრიელობა მზადდება, სრულიად უვნებელია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სახლში თავად ამზადებთ.
თანამედროვე აპარატები კი თითქმის არ საჭიროებენ ცხიმის დამატებას, რაც მის სიჯანსაღესა და დაბალკალორიულობას განსაზღვრავს.
ბატიბუტის აპარატი უგემრიელესი სასუსნავის მოსამზადებლად
პოპკორნი, უფროსებისთვის კი ბატიბუტი, ბავშვობის მხიარულ და უდარდელ დღეებთან ასოცირდება. ბევრს ემახსოვრება პარკში მხირაული გასეირნებები, რომელსაც თან ყოველთვის ახლდა ბატიბუტი.
პოპკორნის აპარატის ყიდვა ბავშვობაში დაგაბრუნებთ და მზიან და ხალისიან დღეებს გაგახსენებთ, ეს კი ძალიან მარტივია, საკმარისია შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ზომის, დიზაინისა და მოდელის აპარატი და შეუკვეთოთ, შეკვეთას კი ჩვენი კურიერი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგართმევთ.
ეს მოწყობილობები სხვადასხვა დიზაინის არსებობს, რომელთა ხილვაც ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე შეგიძლიათ.
პოპკორნის აპარატი დიდი და საოჯახო მოხმარებისთვის ისურვეზე ყველაზე იაფია, ხოლო თუ ერთიანი გადახდა არ გსურთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადების მოქნილი სისტემით, ან გადაიხადოთ ბარათით და ისარგებლოთ დამატებითი ფასდაკლებით.
პოპკორნის აპარატების ყველაზე მოთხოვნადი მოდელები შეგიძლიათ შეარჩიოთ ისურვეს ონლაინ მაღაზიაში!
რა არის პოპკორნის აპარატი, როგორ მუშაობს ის და რა არის საჭირო პოპკორნის მოსამზადებლად?
პოპკორნის აპარატი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ზომის დანადგარი, რომელიც გამოიყენება პოპკორნის მოსამზადებლად. პოპკორნი არის ძალიან პოპულარული ხემსი, რომელიც გაცხელებული სიმინდის მარცვლების გაფართოების შედეგად წარმოიქმნება .
პოპკორნის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი, სიმინდის მარცვლები, რამდენიმე სუფრის კოვზი ზეთი (თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ ზეთის არომატები), სანელებლები, მარილი, პოპკორნის ჩასაყრელი თასი
როგორ უნდა შეარჩიოთ პოპკორნის აპარატი ზომის მიხედვით ?
აპარატის ზომის დადგენის საუკეთესო საშუალებაა, გაარკვიოთ რამდენ პოპკორნს მიირთმევთ, ორ საათიანი ფილმის განმავლობაში
პოპკორნის აპარატში მოსამზადებლად რომელი ზეთია რეკომენდებული ?
კაკლის, ავოკადოს ან ზეითუნის ზეთები საუკეთესოდ ითვლება. კანოლას ზეთი არის ასევე კარგი ვარიანტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ზეთებიც, თუ თქვენ პოპკორნის მომზადება აპარატში გაქვთ გადაწყვეტილი ! არსებობს რამდენიმე ე.წ. "ჯანსაღი ზეთი" , მათ შორის არაქისის ზეთი, მზესუმზირას ზეთი და სოიას ზეთი, რომლებიც რეკომენდებულია პოპკორნის აპარატში მომზადებისთვის.
პოპკორნის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამდვილი კარაქიც. აპარატში ჩაყარეთ 1/4 ჭიქა სიმინდი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი. რაოდენობის შესაბამისად გაზარდეთ პროპორციები. ასე მომზადებული პოპკორნის გემო არასოდეს დაგავიწყდებათ!
აქვე, გაითვალისწინეთ! სელის თესლი და ხორბლის ზეთი არ უნდა გაცხელდეს. ასე რომ, ისინი ნამდვილად არ უნდა გამოიყენოთ პოპკორნის აპარატში მომზადების დროს!
არის თუ არა აპარატში მომზადებული პოპკორნი უსაფრთხო?
შიში იმისა, რომ პოპკორნი შეიცავს ბევრ მარილის და დიდი დოზით ნატრიუმს, ხოლო ჭარბი ნატრიუმის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა და გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა გართულებები, გადაჭარბებული არ არის. აქ მნიშვნელოვანია, როგორ და რაში ვამზადებთ პოპკორნს.
პოპკორნის მომზადება აპარატის მეშვეობით ამცირებს პოპკორნის ჯანმრთელობისთვის მავნე ზემოქმედების რისკებს, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობებსა თუ დანადგარებში, უშუალოდ პოპკორნის მომზადების პროცესში წარმოიქმნება ხოლმე. კერძოდ, პოპკორნის მოსამზადებელი სპეციალური აპარატის მეშვეობით, ხდება ზედმეტი ცხიმის აორთქლება და გამოდევნა პროდუქტიდან.