ორთქლის ქვაბი
ყველა ბრენდის ორთქლის ქვაბი განვადებით და ყველაზე იაფად . უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.
დღეის მონაცემებით, ე.წ. ორმაგმა თუ სამმაგმა ქვაბებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. ეს იგივე ორთქლის ქვაბია, რომელშიც საკმაოდ გემრიელი საჭმელების გაკეთება უდაოდ შეგიძლიათ.
მომხმარებლები ხშირად სვამენ შეკითხვას: რისთვის გამოიყენება ორთქლის ქვაბი? ორთქლის ქვაბი განკუთვნილია თევზეულის, ბოსტნეულის, ხორცეულის მოსამზადებლად, რომლის წყალობითაც ისევე გემრიელი კერძები გამოდის, როგორც ელექტრო საცხობში ან სამზარეულო კომბაინში.
ორთქლის ქვაბის მუშაობის პრინციპი
მოწყობილობის მუშაობის დაწყებისას, წყალი შეედინება ავზში, რომელიც მდებარეობს საკონტროლო განყოფილების თავზე. გათბობის ელემენტები ჯერ ათბობს წყალს, ხოლო საბოლოოდ ადუღებს, რათა წარმოიქმნას ორთქლი. უკვე ეს ორთქლი იწყებს მცირე ხვრელების მეშვეობით მოძრაობას და გადანაწილებას.
მოწყობილობა შეიძლება იყოს როგორც პლასტმასის, ისე უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ხოლო ნაკრების ფორმები შეიძლება იყოს 4-5 ცალი. ორმაგ ქვაბთან ერთად, ბოლოში აქვს თასი, რომელშიც შეგიძლიათ სუპების და ომლეტის მომზადება. რადგან ქვაბის სიჩქარე დამოკიდებულია მის სიმძლავრეზე, უმჯობესია, შეიძინოთ საშუალო დონის - 900–1000 ვტ-იანი მოწყობილობა, რომელშიც მარტივად შესძლებთ 2-3 ფორმის საკვების განთავსებასაც.
ორთქლის სახარშის უპირატესობები
- უნარჩუნებს საკვებს სუნს, ფერსა და გემოს;
- არ კარგავს საკვების ვიტამინებს;
- აცხობს ზეთისა და ცხიმის გარეშე;
- საკვებს აქვს დაბალი კალორია;
- შესაძლებელია წვნიანის მომზადება;
- არ წვავს.
ქვაბის სხვა სასარგებლო თვისებები:
- თქვენ შეგიძლიათ ცალკეულ თაროებზე სხვადასხვა საჭმლის მომზადება ერთსა და იმავე დროს;
- საჭმლის უნიკალური არომატის შესაქმნელად, სუნელები შეიძლება დაემატოს ცალკეული უჯრიდან;
- შეგიძლიათ გაყინოთ საკვები;
- ქრონომეტრიანი ფუნქციის გამოყენებით, შეგიძლიათ ქვაბის დაპროგრამება, რათა წინასწარ მოამზადოთ საკვები;
- ადვილია გასაწმენდა და არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას ცხიმების მოსაშორებლად.
წნევით სახარშ ქვაბში საკვების მოთავსებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
პროდუქტები უნდა იყოს ახალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომზადების შემდეგ ისინი დაკარგავენ თავის გარეგნობას და ფორმას;
ქვაბისთვის განკუთვნილი პროდუქტები არ უნდა დაიჭრას ძალიან წვრილად, რათა არ გადაიქცეს ერთგვაროვან მასად;
უმჯობესია, თევზის და ხორცის მარინირება ისე, რომ მათ შეიძინონ საუკეთესო გემო;
თუ ერთდროულად რამდენიმე სახის საჭმელს აკეთებთ, ქვედა თაროზე დააწყვეთ ის საკვები, რომელსაც მოხარშვისთვის უფრო მეტი დრო სჭირდება. მაგალითად, საქონლის ხორცი.
ყველაზე დიდი ფასდაკლებები ორთქლის ქვაბზე და სხვა მრავალი საჭირო ტექნიკა, მაგალითად, მულტიფუნქციური ქვაბი მხოლოდ ისურვეზე
შეიძინეთ ჩვენტან და მიიღეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებები და საუკეთესო მომსახურება, შენაძენის სახლში მიტანის სერვისი ჩვენთან უფასოა!
ორთქლის ქვაბი საუკეთესო საჩუქარია დიასახლისებისათვის
ორთქლის ქვაბი სხვადასხვა დიდი ზომის ჭურჭლისა და ქურა-ღუმელებისგან განსხვავებით რამდენიმე სახეობის პროდუქტის ერთდროულად მომზადების საშუალებას გვაძლევს .
ყველანაირი წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ისურვეზე მარტივად შეგიძლიათ შეუკვეთოთ. ისურვე ზრუნავს მომხმარებლების კომფორტზე და ინოვაციურ პროდუქციას საუკეთესო ფასად გთავაზობთ.
საუკეთესო განვადების სისტემითა და ხარისხის გარანტიით შენაძენს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მოგართმევთ.