მინი მაცივარი

მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების ყველა მინი მაცივარი. ყველაზე იაფად, ონლაინ საბანკო განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით მთელ საქართველოში.

ცივილიზიაციის და ურბანიზაციის მატებასთან ერთად უფრო და უფრო მცირდება თითოეულ ადამიანზე გამოყოფილი საცხოვრებელი სივრცე. უკიდურესად ურბანიზებულ ქვეყნებში (მაგ. იაპონია) იქამდე არიან მისულები რომ არსებობს კორპუსები სადაც მხოლოდ ერთი ადამიანის დასაწოლი ადგილებს ქირაობენ მომხმარებლები.

მინი მაცივარი ჩვენს ყოველდღიურობაში

ჰოსტელები, გაზიარებული აქტივები (მანქანა, ველოსიპედი) და სხვა ხომ ზუსტად ამ ტრენდის მაჩვენებლებია. ეს ტრენდი საყოფაცხოვრებო ნივთებზეც აისახა, და მისი ნათელი მაგალითი მინი მაცივარის, იგივე პატარა მაცივარის პოპულარობის ზრდაა.

მინი მაცივრების ისტორია თავიდან ბარებით და სასტუმროებით იწყება .

ბარებში, უშუალოდ დახლმაგიდებზე ან მის უკან განთავსებული მინი მაცივარი სხვადასხვა სასმელებით ალბათ ყველას გვახსენდება (ხშირად ბრენდის ლოგოთი ან სლოგანებით გაჯერებული).

იგივე ითქმის სასტუმროებსაც, სადაც აღნიშნული მოწყობილობები ხშირად მინი-ბარების შემადგენელი ნაწილია და მკაცრად დაცულიც. ერთი ხელის გაპარვა მისი შიგთავსისკენაც კი შეიძლება საკმაოდ ძვირი თანხა დაგიჯდეთ.

თუმცა, რეალობაში, მინი მაცივარი არ ასოცირდება ასეთ ზედმეტად ძვირიან პროდუქციასთან, და პირიქით, პატარა ფართის მქონე სახლებში, სადაც ან არ ცხოვრობენ პერმანენტულად, ან 1 ადამიანი ცხოვრობს, საკმაოდ ოპტიმალურ ვარიანტად განიხილება.

რაში გამოიყენება მინი მაცივარი?

აღსანიშნავია რომ ამ ტიპის პატარა მაცივრების ნაწილს გაჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა - გამჭვირვალე კედელი (თუმცა ასეთი ვარიანტები საკმაოდ ძვირია), რაც ზოგიერთი თანამედროვე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების მიერ მხოლოდ ბოლო წლებში იყო შემოთავაზებული კლასიკური ზომის მაცივრებში.

თუმცა აღნიშნული შუშის კარი რეალურად დამატებით ტვირთავს მაცივარს და უფრო მეტ სირთულეებს უქმნის მას ტემპერატურის ხარისხიანად შენარჩუნებასა და შექმნაში.

მაღალი ხარისხის მინი ვერსიებში ასევე შეძლებთ მშრალი ყინვის ფუნქციითაც სარგებლობას.

მინი მაცივარი შეგიძლიათ შეიძინოთ ფასდაკლებითაც და განვადებითაც . მაცივარის განვადებით შეძენა ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია და ჩვენც ნამდვილად ვუწევთ მას რეკომენდაციას.

აღნიშნული, მცირე მოცულობის მოწყობილობებში ბრენდის კუთხით შეზღუდვები ფაქტიურად არ არსებობს.

ეს პატარა სიამოვნების წყაროები იწარმოება ფაქტიურად ყველა ბრენდის (ბოში, სამსუნგი, ინდეზიტი, გორენიე და სხვა) მიერ, თუმცა საფასო სეგმენტიდან გამომდინარე საქართველოში შედარებით ძვირადღირებულ მოდელებს ნაკლებად ნახავთ და მაცივარი ძალიან იაფად შეგიძლიათ იყიდოთ.

ზუსტად ეს მაცივარი გვარწმუნებს ჩვენ მარტივ საკითხში - ზომა მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია მისი გამოყენება.

მინი მაცივარი თუ პატარა მაცივარი , არ არის მნიშვნელოვანი, თუ ის სავსეა ტეკილით, გემრიელი რიზოტო და პანა კოტათი. მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? კარტოფილით გამოტენა კი არც მინი და არც უზარმაზარი მაცივრის შემთხვევაში დიდი სიამოვნების წყარო ვერ იქნება.

მინი მაცივარი საუკეთესო გამოსავალია მცირე ფართობის სამზარეულოსთვის

როგორც უკვე ვისაუბრეთ, თანამედროვე ტექნოლოგიები მუდმივად პროგრესირებს და ითვალისწინებს უახლეს მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

საქართველო ტურისტული ქვეყანაა, სწორედ ამიტომ დიდი და საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელები ცდილობენ სტუმრებს მაქსიმალური კომფორტი შესთავაზონ.

მინი მაცივარი სრულყოფილად ასრულებს იმ მოვალეობებს, რომელიც სტანდარტული ზომის მაცივრები ასრულებენ, რის გამოც მასზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

ტექნოლოგიური პროგრესის დამსახურებით, სასტუმროსა და მომსახურების სფეროს მსგავს დაწესებულებებს მინი მაცივრის არსებობით მშვენიერი გამოსავალი გაუჩნდათ.

მინი მაცივრები სხვადასხვა მოცულობით განვადებითა და ერთიანი გადახდით

საიტზე შემოთავაზებულ პროდუქციაზე მოქმედებს გადახდის რამდენიმე სისტემა: ერთიანი გადახდა კურიერთან, ონლაინ განვადება და შეკვეთა ონლაინ.

თუ გსურთ განვადებით შეიძინოთ პროდუქცია, შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ბანკი და განვადების სასურველი პერიოდი.

ნებისმიერი გზით შეძენის შემთხვევაში სარგებლობთ უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.