ლობზიკი - Lobziki
ბეწვა ხერხის (ლობზიკი) საუკეთესო არჩევანი ისურვეზე, 1 წლიანი გარანტიით, უფასო ადგილზე მიტანის სერვისით და განვადებით წინასწარი შენატანის და დამატებითი დოკუმენტების გარეშე, გადახდის 1 თვის შემდეგ დაწყების პირობით.
ლობზიკი საუკეთესო მწარმოებლებისგან ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, უფასო საკურიერო მომსახურება, განვადების მოქნილი პირობები და ხარისხის გარანტია.
მაღაზიაში ბეწვა ხერხის მწარმოებელი ყველა ძირითადი ბრენდი , Dewalt, Stanley, Makita, Ingco, Crown და Total-ია წარმოდგენილი, სხვადასხვა სიმძლავრის ლობზიკებით და შესაბამისად, ყიდვის ფასიც განსხვავებულია მოდელების მიხედვით.
დაზგური ბეწვა ხერხის ყიდვისას გაითვალისწინეთ , რომ ნაშთი გადაამოწმოთ ოპერატორებთან.
რაც შეეხება სტანდარტულ, ხელის ლობზიკებს, ისინი როგორც წესი მუდმივად მარაგში გვაქვს, არსებული დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე.
რა არის და როგორ შევარჩიოთ ლობზიკი?
განარჩევენ ორი ტიპის ბეწვა ხერხებს, ხელის და ელექტრო.
თუმცა ამათგან პირველი ნელ-ნელა ხმარებიდან საერთოდ გადადის, ვინაიდან ელექტრო მოდელებმა ფასითაც და შესაძლებლობითაც დიდი ხანია გაუსწრო.
ელექტრო ვარიანტებში ბოლო პერიოდში ჩნდება აკუმულატორზე მომუშავე მოდელებიც, რომლებიც ისურვე.ჯი-ზეც თანდათან ემატება.
გაცილებით უფრო დიდი მოცულობით კი სტანდარტული, კაბელიანი მოდელებია განთავსებული.
ლობზიკი, სტანდარტულად, მოიცავს კორპუსს, ქვედა პლატფორმასა და ხელის მოსაკიდს, რომელიც ზევით მდებარეობს
შიგნით განთავსებულია ელექტრო ძრავი და მექანიზმი, რომლებიც ე.წ
"ვალის", ქვედა ხერხების მოძრაობას უზრუნველყოფენ.
მისი გაძლიერებისა და მოხმარების გამარტივებისთვის გამოიყენება ე.წ. T ტიპის "ცხვირები" ზამბარაზე ან ბოლტზე.
არსებობს ლობზიკების სტაციონარული ვარიანტებიც, რომლებიც როგორც წესი ასინქრონულ ძრავებზე მუშაობენ.
მის სახარჯ მასალას/აქსესუარებს წარმოადგენს ხერხის პირები, რომლებსაც ბრენდის ხარისხის მიხედვით, მოხმარების სხვადასხვა ხანგრძლივობა ახასიათებთ.
ძირითადი პარამეტრები მისი შერჩევისას:
- სიმძლავრე და ბრუნვის სიჩქარე: რაც უფრო მაღალია, მით უფრო გამოსადეგია, თუმცა შედარებით ძვირიც ღირს;
- ჭრის სიღრმეები ფოლადის, ფერადი ლითონის და ხის მასალის შემთხვევაში: როგორც წესი, პირდაპირპროპორციულია ზედა პარამეტრებთან, მაგრამ არსებობს მოდელები, რომლებიც ან კანონზომიერებას არ ექვემდებარებიან და ამიტომ, ამ პარამეტრის გადამოწმება ყიდვამდე აუცილებლად რეკომენდირებულია;
- სვლის და დახრის კუთხეები;
- ძირის დახრის კუთხე;
- უერთდება თუ არა მტვერსასრუტს;
- აქვს თუ არა ნახერხზე ჰაერის დაბერვის ფუნქცია (პრემიუმ მოდელებში);
- შეგიძლიათ თუ არა სიჩქარის რეგულირება (საშუალო ფასიანი და შედარებით ძვირიანი ბრენდები);
- წონა და ზომები: საჭიროებისა და მოხერხებულობის მიხედვით.
თუ ამ მონაცემების მიხედვით თქვენთვის სასურველს შეარჩევთ, გირჩევთ, გადახედოთ ვიდეო ან ტექსტურ მიმოხილვასაც, ეს ამ მოდელზე სრულ წარმოდგენას შეგიქმნით.
ლობზიკის ფასი საოცრად იაფია, მხოლოდ ისურვეზე!
პროფესიული ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვეზეა, ჩვენტან უამრავი ფასდაკლება, განვადების სისტემა და შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისია!
ასევე, ლობზიკის ყიდვა ხშირად სააქციო შეთავაზებების მეშვეობითაც შეგიძლიათ , მათ შორის სხვა ხელსაწყოებთან ერთად. ისურვე მსგავს აქციებს თითქმის მუდმივ რეჟიმში გთავაზობთ, ასე რომ არ გამოგრჩეთ მათი გადახედვა არც საიტზე და არც ჩვენს FB გვერდებზე.
ლობზიკი ფასი და დეტალური აღწერა საიტზე შეგიძლიათ იხილოთ, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ჩვენი ოპერატორები ყველა თქვენს შეკითხვას უპასუხებენ.
პროფესიული ხელსაწყოების ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზეა წარმოდგენილი, მათ შორისაა როგორც დიდი დანადგარები, ასევე ხელის ინსტრუმენტები.
ხელის ლობზიკი ოსტატებისთვის ძალიან პრაქტიკული და საჭირო ხელსაწყოა, რომლის საიტზე შერჩევაც ძალიან მარტივია, ხოლო შეძენა შესაძლებელია როგორც კურიერთად გადახდის, ასევე ონლაინ გადახდის შემთხვევაში, რომლის დროსაც სარგებლობთ დამატებითი ფასდაკლებით.