სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 5 გვერდი

ეზო და ბაღი

მხოლოდ საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ნივთები რათა თქვენი ეზო და ბაღი ყოველთვის სუფთად გამოიყურებოდეს და ამასთან, ტექნიკურად სრულად იყოს აღჭურვილი.

ეზოს ან ბაღის მოვლა არამხოლოდ საჭირო, არამედ ხშირად დამაწყნერებელიცაა, იმისთვის რომ ამ საქმიანობისგან მაქსიმალურად გაამარტივოთ, უნდა გადახედოთ ჩვენს კატალოგს და აარჩიოთ ისურვეს მიერ შემოთავაზებული აქსესუარები.

ნებისმიერი დანადგარი, აქსესუარი ან დამხმარე მასალა, რომელიც ამ მიზნით შეიძლება დაგჭირდეთ, ისურვეს სწორედ ამ კატეგორიაში შეგიძლიათ იხილოთ და შეიძინოთ.

ისარგებლეთ სპეციალური ფასებით, ონლაინ საბანკო განვადებით, კურიერთან გადახდით ან ბარათით ანგარიშსწორებით.

სახლს მოვლილი ეზო და ბაღი  განსაკუთრებულად უხდება. ლამაზად გაშენებული ყვავილები, ბუჩქოვანი ხეები, ნაძვები და სხვა  დეკორატიული მცენარეები დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი ბაღის ინსტრუმენტები  არსებობს, რომ ეს შრომა არათუ დამღლელ, არამედ სასიამოვნო პროცესადაც კი გადაიქცევა.

ეზო და ბაღი  წარმოუდგენელია ბალახის გარეშე, რომელსაც ზოგჯერ სარეველა მცენარეებიც შეერევა ხოლმე. ხელით მათთან გამკლავება რთული და შრომატევადია, რისთვისაც აუცილებლად დაგჭირდებათ ბალახის საკრეჭი მოწყობილობა.

ბალახის საჭრელის შეძენისას,  უნდა გახსოვდეთ  შემდეგი პარამეტრები, რომლებიც დაგეხმარებათ შეაფასოთ კონკრეტული ხელსაწყო:
  • ძრავის სიმძლავრე;
  • ავზის მოცულობა;
  • ჭრის მექანიზმის ტიპი;
  • სახელურის ფორმა;
  • ჭრის სიგანე.

ბალახის ჭრისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ნეილონის მავთული ან ლითონის პირები/ დანები. როგორც მარტივი და უსაფრთხო გამოსავალი, ნეილონის მავთული  ხასიათდება უფრო მოკლე მომსახურების ხანგრძლივობით (საჭიროებს რეგულარულ შეცვლას) და არ არის  ეფექტური სქელი ბალახებისა და ხის ტოტების შემთხვევაში.

რაც შეეხება სათიბის სიგანეს, ამ პარამეტრის სწორად შერჩევას მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ოპერაციების პროდუქტიულობას.

მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილავთ isurve.ge-ზე განთავსებულ ერთ-ერთ მოდელს, რომელიც ამჟამად ფასდაკლებაშია და მისი შეძენა სულ რაღაც 295 ლარად შეგიძლიათ.

Royal Star CTB-C430 ბალახის საკრეჭის  სიმძლავრე 3.5 KW-ია, სიჩქარე 1200 ბრ/წთ, ძრავის მოცულობა 58cc, ძრავის მოდელი 1E40F 5, ბენზინის და ზეთის თანაფარდობა 25:1. დაქოქვის ტიპი მექანიკურია, ხოლო ძრავა  ერთ ცილინდრიანი, 2 ტაქტიანია, რომელსაც დამატებით გაგრილების სისტემა აქვს.

ავზის მოცულობა 1.2 ლიტრია, ხოლო წონა 11კგ. კომპლექტს მოყვება ბენზო ბალახის საკრეჭი, პირი ძუით, საჭრელი დისკო, ქამარი და ინსტრუქცია.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეზო და ბაღი  ხშირად საჭიროებს ბალახისა და ხის ტოტებისგან გაწმენდას. ხის ტოტებს ბალახის საკრეჭი ვეღარ უმკლავდება, ამიტომ უმჯობესია თუკი ელექტრო ხერხს გამოიყენებთ.

ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე ხშირად შეგხვდებათ Royal-ის ხელსაწყოები, რომლებიც ხარისხის მაჩვენებლით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. სწორედ ამიტომ,  ბრენდის კიდევ ერთ მოდელს - Royal ელექტრო ხერხს წარმოგიდგენთ.

Royal  Einhell RBK 3735  საიმედო ელექტრო ხერხია, რომელსაც აქვს პროდუქტიულობის, მოხერხებულობის, ენერგოეფექტურობისა და საიმედოობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

შეფასებულია  როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი ოსტატების მიერ.  ხერხი უზრუნველყოფს ხეების ჭრას უმოკლეს დროში. გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია ელექტრო სანათებით და სპეციალური დაცვის მექანიზმით, რომელიც იცავს ძრავას მტვრისგან, ტენიანობისა და ტემპერატურისგან. ეს დაცვა მნიშვნელოვნად ზრდის ხერხის რესურსს და მთლიანად მის ხანგრძლივობას.

მოსახერხებელი დიზაინი და ვიბრაციის საწინააღმდეგო სისტემა, მუშაობას  უფრო კომფორტულსა და მოხერხებულს ხდის. მყისიერი შეფერხების შემთხვევაში კი,  ჯაჭვის მუხრუჭი ავტომატურად აჩერებს მოწყობილობას, რაც  უზრუნველყოფს პიროვნების აბსოლუტურ უსაფრთხოებას.

სპეციალური „დამჭერი“ ხელს უშლის ჯაჭვის გადავარდნას. ოპერაციის დროს, ყველა კბილი კარგად არის ჩასმული ზედაპირზე და ავტომატურად შეზეთილია.

თუკი დადებით მახასიათებლებს მოკლედ მიმოვიხილავთ, მაშინ უნდა აღვნიშნოთ  ვიბრაციის საწინააღმდეგო სისტემა, ელექტრონული აალება, საიმედო ძლიერი ძრავა,

ავტომატურად ჯაჭვის შეზეთვა და მექანიკური სამუხრუჭე.

როდესაც ხის ტოტებისგან გასხლვას დაიწყებთ, სავარაუდოდ, აუცილებლად დაგჭირდებათ გასაშლელი კიბე, რომელიც სიმაღლეზე მუშაობას ხერხთან ერთად გაგიმარტივებთ. კიბეების ყიდვისას, გაითვალისწინეთ, რომ გამძლეობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც ასევე დიდი ყურადღება ეთმობა.

იმისათვის, რათა მსუბუქი დაზიანებები, გაუთვალისწინებელი ან  უბედური შემთხვევები თავიდან აიცილოთ, მითუმეტეს ელექტრო ხერხით  მუშაობისას,  ყურადღებით უნდა  შეარჩიოთ კიბეები  და განსაზღვროთ მისი გამძლეობის ხარისხი.