• გვერდი #1 - სულ 2 გვერდი

ჭურჭლის სარეცხი

თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი გაფუჭდა, თქვენ უდიდესი დისკომფორტის წინაშე აღმოჩნდებით. ამ მოწყობილობას ხომ შეუძლია წლის ჭრილში საშუალოდ 230 საათის დაზოგვა (თუ შევადარებთ ხელით რეცხვასა და წმენდას). თუმცა ახალი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შერჩევას საკმაო დაკვირვება სჭირდება.

ჭურჭლის სარეცხის შერჩევა:

პირველი და უმთავრესი რა თქმა უნდა მისი ზომაა. თუ თქვენ არსებულის ჩანაცვლებას აპირებთ, მაშინ რა თქმა უნდა მარტივია - უბრალოდ იგივე ზომებზე უნდა გათვალოთ. მაგრამ თუ თქვენ რაიმე გადაანაცვლეთ სახლში (ავეჯის ზომების თვალსაზრისით), ან სახლს არემონტებთ და ახალ აწყობილ სამზარეულოს კარადაში (ე.წ. კაბინეტში) გსურთ მისი ჩამონტაჟება, მაშინ აუცილებლად ზუსტად აიღეთ გაბარიტების ზუსტი მონაცემები. ზოგ შემთხვევაში თქვენ მინი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენა მოგიწიოთ, რადგან ჭურჭლის სარეცხი მანქანა ფასდაკლებითაც რომ იყიდოთ, მაინც ვერ შეძლებთ ავეჯის გადაკეთების ხარჯების ანაზღაურებას .

დიზაინერული მხარე შედარებით ადვილი შესაფასებელია და არ ჩავუღრმავდებით. მარტივად - ეს მოწყობილობა ნამდვილად არ უნდა იყოს პირველი რასაც რემონტის დროს შეიძენთ, და შესაბამისად თქვენს სახლში არსებული გადაწყვეტილებები, ფერთა გამა და ავეჯის დიზაინი დაგეხმარებათ შესაბამისი ვიზუალის მანქანის შერჩევაში.

შეფასების ტექნიკური მაჩვენებელი რამდენიმე კომპონენტს შეიცავს:

  • გარეცხვის ციკლის ხანგრძლივობა.
  • რამდენად კარგად რეცხავს ჭურჭელს (ყველაზე რთულად მოსაშორებლად გამოცხობისას მიმხმარი საკვები ითვლება, სწორედ მასზე ისინჯება ხოლმე რეცხვის ხარისხი).
  • რამდენად კარგად აშრობს პლასტმასის ნაკეთობებს.
  • რა ოდენობის წყალს მოიხმარს.
  • რა ოდენობის ელექტრო ენერგიას მოიხმარს.
  • რა ხმაურს გამოსცემს მუშაობისას.

ცალკე საკითხია ასევე ის თუ რა პერიოდის მანძილზე შეძლებს მანქანა აღნიშნული პროცესების მაღალ დონეზე შესრულებას. ამ კუთხით თუ თქვენ საკუთარი გამოცდილება არ გაქვთ, მაშინ უმჯობესია ტექნიკის ამ მიმართულებაში დროით ნაცად ბრენდებს მიენდოთ. 

არ ჩათვალოთ რომ ფასი ერთდერთი ინდიკატორია ხარისხის, რადგან მაგალითად არისტონის ჭურჭლის სარეცხი მანქანა hotpoint ariston ფაქტიურად იგივე ხარისხის არის როგორიც ჭურჭლის სარეცხი მანქანა სამსუნგი.

მიუხედავად იმისა რომ იაფიანი ჭურჭლის სარეცხი მანქანები ტესტებში ტოპ მაჩვენებლებს არ იმსახურებენ, კარგი რეცხვისა და შრობის საუკეთესო ხარისხის მიღება ნამდვილად შესაძლებელია დაბალფასიან სეგმენტშიც . ამ საფასო სეგმენტის მანქანებსაც აუცილებლად გააჩნიათ Soil მაჩვენებელი (მარტივად - დაჭუჭყიანების ინდიკატორი), რომლის განსაზღვრის შედეგადაც თქვენ შეძლებთ დაზოგოთ წყლის ხარჯი. ზოგს ამ სეგმენტში უჟანგავი ფოლადის შიდა სტრუქტურაც კი აქვს.

ასეთ შემთხვევაში კითხვა „როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა“ კიდევ ერთ ნაწილს იძენს - მაშინ რაღაშია სხვაობა? განსხვავების მიზეზი ძირითადად მეტი ხმაური, გადაადგილებადი თაროები და უჟანგავი ფოლადის მილებია.

საშუალო სეგმეტნში ყოველივე ზემოხსენებული საკითხი გადაჭრილია, ყველა მახასიათებელი წარმოდგენილია, სიჩუმესა და რეცხვის მაღალ ხარისხთან ერთად.

ძვირიანი მოდელებს გააჩნიათ WiFi მხარდაჭერა და სასარგებლო ინდიკატორებს შორის არჩევა არ მოგიწევთ - ყველა წარმოდგენილი იქნება. პლუს დამატებულია ინოვაციური ფუნქციები, როგორიცაა სპეციალური სარეცხი ზონები განსაკუთრებით ჭუჭყიანი ზედაპირებისთვის.

ჭურჭლის სარეცხების პრობლემა წარსულს ჩაბარდება ისურვეს დახმარებით

აღსანიშნავია რომ ზოგიერთი ჭურჭლის სარეცხი შედგება ასევე ორი უჯრისგან (ნაცვლად ერთისა), რომელიც შეიძლება სათითაოდ ან ერთობლივადაც იყოს გამოყენებული. ასეთი მოწყობილობები უფრო ძვირია, და ტესტების მიხედვითაც ისეთი მაღალი ხარისხის შედეგებს ვერ ვიღებთ როგორც კლასიკურის შემთხვევაში.

სიმარტივისთვის, სასურველია შემდეგ ფუნქციებსა და მახასიათებლებზე დაკვირვება:

  • მოძრავი (ან დამატებითი) თაროები - რომ გადააწყოთ ჭურჭლის სარეცხის შიდა პოზიციები ფართის ეფექტურად ათვისებისთვის. 
  • ჭუჭყის სენსორი (Soil sensor)
  • გავლება/მოცდის რეჟიმი - განსაკუთრებით კარგია როდესაც თქვენ არ აპირებთ სრული რეცხვის რეჟიმის ჩართვას (სანამ მაგალითად სხვა ჭურჭელი ჯერ კიდევ გაშლილია მაგიდაზე), მაგრამ არსებულ ჭურჭელს ავლებთ რომ მარტივი გასარეცხი იყოს.
  • გარეცხვის ზონები - ზოგიერთ მანქანას აქვს ცალკე გამოყოფილი პოზიციები ძლიერ ჭუჭყიანი ჭურჭლისთვის. ეს ადგილები სრული ციკლის მანძილზე არ მუშაობს, თუმცა დამატებით გეხმარებათ სირთულეების დაძლევაში.
  • ფილტრი - ფილტრი იცავს ჭურჭელს ხელმეორედ დაბინძურებისგან (უკან რომ არ გაჰყვეს ნარეცხი საკვები). ორი ტიპის ფილტრი არსებობს - მანუალური და თვითწმენდვადი. თვითმწმენდავი კარგია, თუმცა უფრო ხმაურიანია. მანუალირის წმენდა კი გარკვეული პერიოდულობით საჭიროა რომ თავიდან ავირიდოთ სუნი.
  • სპეციალური რეცხვის რეჟიმები - უმეტესობას მინიმუმ 3 ციკლი გააჩნია - მსუბუქი, ნორმალური და მძიმე (ქვაბებისა და ტაფებისთვის). ახალ მოდელებს ასევე სწრაფი და ექსპრეს ვარიანტებიც აქვთ (რომელიც საშუალოდ 20 წუთს გრძელდება). ზოგი დამატებით ქვაბის მოხეხვის, ჩალბობის, კრისტალის, ორთქლით წმენდის და სანიტარიზაციის რეჟიმებსაც გვთავაზობს. სანიტიზირების დროს წყლის ტემპერატურა 60 გრადუსზე მაღლა ადის, რითიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის დეზინფექცია ხდება.
  • უჟანგავი მეტალის მილი (წყლის გამშვები) - ლაქებს ნაკლებად იღებს ვიდრე პლასტმასის ვარიანტები, თუმცა აღსანიშნავია რომ პლასტმასის მილიც დიდი ალბათობით არ გაფუჭდება მთელი ჭურჭლის სარეცხის მოხმარების მანძილზე. ზოგ მოდელებს შერეული/ჰიბრიდული მილებიც გააჩნიათ.
  • შრობა გათბობით - იაფიანი ჭურჭლის სარეცხის მოდელები ძირითადად სრული შრობის ეფექტს რამდენიმე საათში აღწევენ , გარეცხვის მერე ნარჩენი სითბოსა და წყლის ჩამოწურვის ხარჯზე. ძვირიანი მოდელები კი ან ცხელ წყალს გაუშვებენ ბოლო გავლების დროს (მეტი ტემპერატურისთვის), ან რაიმე ელემენტით გაათბობენ მანქანის შიდა არეს, და შეიძლება ვენტილატორიც კი გამოიყენონ. ეს მეტი კომფორტია, მაგრამ მეტი ელექტრო ენერგიის დანახარჯიც.
  • დამალული ღილაკები - ეს დიზაინის საკითხია. ერთის მხრივ ალამაზებს სამზარეულოს, მეორეს მხრივ კი თქვენ პროცესის მიმდინარეობას ვერ ხედავთ. არსებობს ნაწილობრივ დამალული ღილაკების ვერსიებიც.
  • ხმაურის ფაქტორი - ზოგიერთი ჭურჭლის სარეცხი თვითმფირნავის აფრენის ხმასავით გამოსცემს ხმაურს, და ჭურჭლის რეცხვა კი 90 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება (სხვათა შორის ტესტების მიხედვით დროის ხანგრძლივობასა და რეცხვის ხარისხს შორის კავშირი არ დადგინდა). მწარმოებლებმა შეიძლება დეციბელების რეიტინგი აჩვენონ, მაგრამ ეს საშუალო ხმაურია მუშაობის განმავლობაში და არა გადატვირთული მომენტების ხმა. ამ ინფორმაციის დაზუსტებისთვის შეიძლება ინტერნეტში ძებნა (ინგლისურენოვნად) იყოს უფრო მიზანშეწონილი.

საოჯახო ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვეზეა, ჩვენტან უამრავი ფასდაკლება, განვადების სისტემა და შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისია!