სრული კოლექცია

  • გვერდი #1 - სულ 5 გვერდი

ბლენდერი - blenderi

ბლენდერი მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებისგან, ბოშის, Kenwood-ის და სხვა ბრენდების ბლენდერები ფასდაკლებით, განვადების სუპერ პირობებით , 1 წლიანი გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანის სერვისით ყველგან. 

ბლენდერის ქონა ყველასათვის ნამდვილი სიამოვნებაა, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერზე რასაც ისურვე.ჯი გთავაზობთ ბლენდერებზეც უდიდესი არჩევანია, ამიტომ გთავაზობთ პატარა მიმოხილვას ამ ნაწარმზე,

კითხვაზე, როგორ შევარჩიოთ ბლენდერი , ამომწურავ პასუხს ჩვენი ოპერატორეგისგან გაიგებთ, რომლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან მის არჩევაში, ყიდვაში და ნებისმიერ სხვა დახმარებასაც აღმოგიჩენენ, თუმცა დამატებით დეტალებს აქვე, ჩვენი ონლაინ მაღაზიის შესაბამისი კატეგორიის აღწერაშიც, ანუ ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ:

ბლენდერის ტიპები

ბლენდერის ორი ყველაზე გავრცელებული ტიპი არსებობს, ხელის და სტანდარტული ანუ ჩასატვირთი. შესაბამისად, მათი გამოყენება, ფასი, კომპლექტაცია და სიმძლავრეც განსხვავებულია. Isurve.ge ორივე კატეგორიის პროდუქციას გთავაზობთ და როგორც წესი, მომხმარებლებს შორის ორივე მათგანი პოპულარობით სარგებლობს.

ბლენდერის ყიდვა ფასდაკლებით

არსებობს ორი მარტივი გზა, იმისთვის რათა ბლენდერი ფასდაკლებით  იყიდოთ :

  1. დაელოდოთ ჩვენს აქციებს, რომლებიც საკმაოდ ხშირად გვაქვს და საშუალება გეძლევათ მიიღოთ ან მნიშვნელოვანი ფასდაკლება ცალკეულ მოდელზე, ან ჯამური სხვაობა ფასთა შორის ორი ან რამდენიმე პროდუქტის ერთად შეძენისას, მაგალითად ბლენდერი და აეროგრილი ერთად და ა.შ. ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ფეისბუქის და სხვა სარეკლამო წყაროების მეშვეობით ან პირდაპირ საიტის შესაბამის კატეგორიაში.
  2. გახდეთ ჩვენი კლიენტი რომელიმე სხვა პროდუქტის ყიდვის მეშვეობით და მიიღოთ ავტომატური 40 ლარიანი ფასდაკლება ყოველ მომდევნო შენაძენზე 1 წლის განმავლობაში. როგორც საბარათე ან ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის, ისე განვადებით ყიდვის შემთხვევაში.

ბოშის ბლენდერი

ბოში საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, მის ასორტიმენტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბლენდერსაც, რომელიც განსაკუთრებული სიმძლავრით და გამძლეობით გამოირჩევა.

Bosch-ის მოდელები აღჭურვილია უჟანგავი ფოლადის პირებით და 3 სიჩქარით. გვაქვს განსაკუთრებული აქცია, მისი და აეროგრილის ერთად შეძენის მსურველთათვის, რა შემთხვევაშიც ფასდაკლების ღირებულება ორივე ნივთზე ერთად ჯამურად 246 ლარია და სტანდარტულად ვრცელდება როგორც 1 წლიანი გარანტია, ისე უფასო მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას.

kenwood ის ბლენდერი

Kenwood International ძალიან ცნობილი საერთაშორისო ბრენდია საოჯახო ტექნიკის წარმოების სფეროში. მისი პროდუქცია მრავალფეროვნებით, გამძლეობით და ნებისმიერი საფასო სეგმენტისთვის საინტერესო მოდელებით ხასიათდება.

ხელის ბლენდერი, მინი ბლენდერი და სხვა მრავალი არჩევანი ისურვეზე!

isurve.ge-ზე ამ კომპანიის ბლენდერების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელთა ფუნქციონალი და ფასიც განსხვავებულია:

BLP400WH   ფასი: 226 ლარი. განვადებით თვეში 14 ლარი. სიმძლავრე 650ვ

BLX50RD ფასი: 439 ლარი, განვადებით თვეში 27 ლარი. სიმძლავრე 800 ვ
BL237 ფასი: 166 ლარი, განვადებით თვეში 11 ლარი, ტიპი: სტაციონარული
SB055 ფასი: 215 ლარი, განვადებით თვეში 14 ლარი, ყინულის მტვრევის ფუნქციით

კიდევ 12 დასახელების, ფუნქციონალის და ტიპის ბლენდერი, რომელთაც ეს ბრენდი გვთაზობს, ჩვენი საოჯახო ტექნიკის ინტერნეტ მაღაზიის შესაბამის კატეგორიაში შეგიძლიათ იხილოთ.

ბლენდერის ფასი

სტაციონალური ბლენდერების საფასო სეგმენტი 100-დან 500 ლარამდე შუალედს მოიცავს, ხოლო ხელის ბლენდერის ფასი 69 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე იზრდება, თუმცა ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მრავალფუნქციურია და ჩოფერსაც და დამატებით დეტალებსაც მოიცავს კომპლექტაციაში .

შედარებისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ ფოტოებსაც: 

 

ძვირიანი მარჯვენა მოდელი 2 ბრუნვის სიჩქარით და 4 ბლენდერის საცმით გახლავთ აღჭურვილი. აქვს ტურბო რეჟიმი და კეპვის ფუნქცია, მოყვება დიდი და პატარა ჯამები, სადღვები, საზომი ჭიქა და სხვა აქსესუარები. ასევე ძალიან მძლავრია (600 ვატი) და მოკლედ, ამ ტიპის ბლენდერების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს.

ბლენდერი გემრიელი კერძების მარტივად მოსამზადებლად

ტექნიკის განვითარებამდე ცხოვრება მართლაც წარმოუდგენლად რთული იქნებოდა, თითოეული ახალი მოწყობილობა ხომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული.

ბლენდერები დღეს ყველა სამზარეულოში ინახება, რაც დიასახლისებს კერძების მზადებას ბევრად უმარტივებს, ამიტომ სამზარეულო დღეს ბლენდერის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

სხვადასხვა კერძით ოჯახის წევრების განებივრება დიასახლისებს ძალიან უყვართ, თუმცა ბლენდერის გამოყენება იმდენად მარტივი და სახალისოც კი არის, რომ ხშირად ოჯახის სხვა წევრებიც სიამოვნებით ამზადებენ სხვადასხვა გემრიელობას.

ბლენდერი ყიდვა ერთიანი გადახდით ან განვადებით

მიუხედავად იმისა, რომ ბლენდერის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, ზოგიერთები ღირებულების ეტაპობრივ გადახდას არჩევენ, ამისათვის კი საუკეთესო პირობები ისურვეზეა.

ბლენდერები ფასის მიხედვით სხვადასხვაგვარია, მრავალფუნქციური, ყავის საფქვავით, მიქსერით და სხვა, ხოლო არჩევანი უზარმაზარი ასორტიმენტით, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბლენდერს მოიცავს, ისურვეზეა.

ბლენდერის ყიდვა შესაძლებელია საიტით ბარათით გადახდითაც, რომლის დროსაც მიიღებთ სასურველ საჩუქარს და შენაძენთან ერთად მოგართმევთ კურიერი უფასოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით.