სრული კოლექცია


ბალახის საკრეჭი ტრიმერი

ბალახის საკრეჭები  საუკეთესო ფასად . ბრენდებისა და პროდუქტის მახასიათებლების ფართო არჩევანი. საგანვადებო სერვისი და უფასო საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ეზოს მოსავლელ სხვადასხვა ინსტრუმენტებს შორის ბალახის საკრეჭები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. კარგად მოვლილი გაზონი ნებისმიერ ეზოს აუცილებელი კომპონენტია.

რატომ უნდა შევიძინოთ ბალახის საკრეჭები?

  • ბალახის საჭრელი ძალიან აიოლებს გაზონის კრეჭის პროცესს. ის შეუდარებელია ნებისმიერ სხვა მექანიკურ საშუალებასთან შედარებით.
  • ბალახის ტრიმერი უზრუნველყოფს ბალახის თანაბარ სიმაღლეზე გაკრეჭას.
  • ბალახის სათიბი საჭრელი გიზოგავთ დროს. მისი საშუალებით დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ 500 კვადრატამდე გაზონის გასაკრეჭად.
  • ბალახის საკრეჭი სასიამოვნოს ხდის გაზონის მოვლას. რაც მანამდე დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. 

ისურვეს ვებ გვერდზე ხელმისაწვომია როგორც ელექტრო ბალახის საკრეჭი ტრაქტორი, ასევე ბენზინის გაზონის საკრეჭი. 

ბალახის საკრეჭი ბენზინზე, მის ელექტრო ძრავიან ანალოგთან შედარებით მოსახერხებელია იმ პირობებში, როდესაც დენის წყარო არ არის ახლოს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მისი ძრავის ხმა საგრძნობლად მაღალია.

ბენზინის გაზონის საკრეჭის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ საწვავად სუფთა ბენზინის გამოყენება დაუშვებელია. აუცილებელია მასში ზეთის შერევა. დეტალური რეკომენდაციები იხილეთ მოხმარების წესებში. 

ზოგადად ბალახის საკრეჭის შერჩევისას სასურველია გაითვალისწინოთ ისეთი ტექნიკური პარამეტრები, როგორებიცაა სიმძლავრე, სამუშაო სიგანე და სიმაღლე და ა.შ.

ისურვეს საიტზე იყიდება ბალახის საკრეჭი აპარატები ისეთი ცნობილი ბრენდების წარმოებით, როგორებიცაა Bosch, Makita, DeWalt, Total, Crown, Ingco და ა.შ.

ბალახის საკრეჭების ყველა მოდელზე ვრცელდება ქარხნული საგარანტიო პირობები. მნიშვნელვანია, რომ სხვადასხვა ბრენდის პროდუქტზე საგარანტიო პირობები განსხვავებულია.

ბალახის სათიბი აპარატები - ისურვეს ექსკლუზიური გარანტია

ისურვე მომხმარებელს სთავაზობს ექსკლუზიურ საგარანტიო პირობას ბალახის საჭრელებზე - საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კურიერი წამოიღებს ნივთს, რომელიც შეკეთდება ავტორიზებულ სერვის ცენტრში და ისევ კურიერი მოგართმევთ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. 

ზოგიერთ შემთხვევაში გარანტია გულისხმობს პროდუქტის ახალი ნივთით ჩანაცვლებას.

თუმცა, მთავარი უპირატესობა მაინც ის გახლავთ, რომ შერჩეული და წარმოდგენილი ბრენდების ხარისხიდან გამომდინარე, ბალახის სათიბზე გარანტიის გამოყენებ ა წესით საერთოდაც არ დაგჭირდებათ :)

რომელი ბრენდების გაზონის საკრეჭი ან სათიბი ტექნიკა იყიდება ყველაზე ხშირად საქართველოში?

აღსანიშნავია, რომ გაზონის საკრეჭი ტექნიკის პოპულარული ბრენდების ჩამონათვალი თითქმის სრულად ემთხვევა ზოგადად DIY მიმართულების მთავარ მწარმოებლებს.

ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულად ბაღისა და ეზოს მოვლის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებადაა წარმოდგენილი, თუმცა ეს სულაც არ განაპირობებს არსებული პროდუქციის დაბალ ხარისხს.

პირიქით, გადავხედოთ პოპულარულ ბრენდებს:

  • Bosch
  • Black & Decker
  • Verto
  • Royal
  • Lux Garden

თითოეული მათგანი კარგადაა თქვენთვის ნაცნობი ელექტრო ხელსაწყოებიდან (ლუქს გარდენის გარდა, რომელიც კონკრეტულად ბალახისა და ბუჩქის საკრეჭებზე და დრუჟბებზე აქცენტირდება).

შესაბამისად, სასურველია აქცენტი სწორედ ამ ბრენდებზე გააკეთოთ, რათა შენაძენით ბოლომდე კმაყოფილი დარჩეთ.

ბალახის საკრეჭი ტრიმერის დახმარებით თქვენი ეხო მუდმივად მოვლილი და გალამაზებული იქნება, ხოლო მისი შეძენა ყველაზე მომგებიანი ისურვეზეა!

როგორ ვიყიდოთ ბალახის საჭრელი?

ჩვენს საიტზე ბალახის საკრეჭი მანქანები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საკრედიტო ან სადებეტო ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორების გზით კურიერთან. 

გარდა ამისა, შესაძლებელია სწრაფი ონლაინ საბანკო განვადების გაკეთება. ჩვენი პარტნიორი ბანკებია თიბისი ბანკი, კრედო ბანკი და საქართველოს ბანკი.

ჩვენს მაღაზიაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ განსაკუთრებული საბანკო პირობებით.

ისურვეს ცხელი ხაზი აქტიურ რეჟიმში მუშაობს და ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

დაგვიკავშირდით ტელეფონზე ან ფეისბუქ ფეიჯზე და გამოცდილი ოპერატორი უპასუხებს თქვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას.

ბალახის საკრეჭი ტრიმერი საუკეთესო საშუალებაა მოვლილი ეზო-ბაღისთვის

ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ეზოსა და ბაღის იდეალურ წესრიგს.

ნამდვილად საჭიროა სახლის გარშემოც ისეთივე წესრიგი, როგორც ინტერიერში და ამისათვის საუკეთესო საშუალება სწორედ ბალახის საკრეჭი ტრიმერია.

დიდი ეზოს მოვლა და ბალახის მუდმივად ერთსა და იმავე სიმაღლეზე გაკრეჭვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ხელის მექანიკური საშუალებებისგან განსხვავებით ბალახის საკრეჭი უსწრაფესად მუშაობს, თანაც ბალახის ნარჩენებს არც მიმოფანტავს.

შეგახსენებთ, მსგავსი საჭირო ტექნიკის შეძენა ისურვეზე მისაღები პირობებითა და უფასო საკურიერო მომსახურებით არის შესაძლებელი.