ყველაზე გაყიდვადი სეზონური პროდუქტები

გაყიდვებს და მათ შორის ინტერნეტ შოპინგს ბუნებრივია სეზონურობა ახასიათებს და თუ პროდუქტების უმრავლესობა სეზონის ყველა დროს იყიდება, არსებობს გამონაკლისები, რომელთა წარმოდგენაზე ზრუნვაც გამყიდველებს, ხოლო შესაძენად მომზადება და შერჩევა - მყიდველებს მხოლოდ წელიწადის გარკვეულ პერიოდებში უწევთ.

ორი ყველაზე გამორჩეული ამ მხრივ ნაძვის ხეები და აუზები გახლავთ.

ნაძვის ხეები

2017 და 2018 წლების დეკემბრის გაყიდვების ლიდერი პროდუქტი, რომელზე მოთხოვნაც ძალიან დიდია და მომხმარებლებს დაწყებული ყველაზე პატარა, 40 სმ-იანი სიმაღლის მოდელებიდან, დიდ, 3 მეტრამდე სიმაღლის ნაძვის ხეების ჩათვლით ფაქტობრივად ყველა ვარიანტი აინტერესებს.

ნაძვის ხეები როგორც განვადებით ისე ბარათით გადახდით  უაღრესად პოპულარულია isurve.ge-ზეც და ჩვენ მას და მასთან დაკავშირებულ შეფასებებსა და მომხმარებელთა გამოხმაურებებს უკვე მივუძღვენით რამდენიმე პოსტი, რომელთაც შეგიძლიათ ჩვენს ბლოგზე გაეცნოთ.

მათ შორის ერთი მათგანი: https://isurve.ge/blogs/news/saaxalwlo-nadzvis-xeebi

აქვე გპირდებით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის მომხმარებელს აუცილებლად გავანებივრებთ ახალი და უკვე ცნობადი გაყიდვადი მოდელებით და დამატებით, უამრავ სიურპრიზს შევთავაზებთ. ტრადიციულად, გავაგრძელებთ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო საქველმოქმედო აქციასაც ამ მიმართულებით, რომელსაც საფუძველი გასულ წელს ჩავუყარეთ და ჩვენს თავზე აღმატებით ხარისხში საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ინტერესის შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ.

აუზები

საბავშვო, გასაბერი და კარკასული აუზები, რომელთა პოპულარობაც მაისიდან იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

Isurve, ტრადიციულად ცდილობს მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და რაც მთავარია ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზოს, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი კარკასული აუზები ყველაზე იაფად სწორედ ჩვენთან გახლავთ წარმოდგენილი.

აუზები ჯამური გაყიდვებით ნაძვის ხეებსაც აჭარბებს და თუ კარკასულის ტიპის მოდელებზე მოთხოვნა მაინც ყველაზე მაღალია, საბავშვო და გასაბერი აუზებიც გაყიდვების ნამდვილი ჰიტი გახლავთ ხოლმე.

გასული წლის მანძილზე ისურვე-ზე Bestway-ს პროდუქცია გახლდათ წარმოდგენილი, წელს დაგვემატება ახალი ბრენდებიც და ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო დიდ არჩევანს შევთავაზებთ. რა თქმა უნდა მაქსიმალურად მრავალმხრივი და სრული აღწერებით, ვიდეო მიმოხილვებით, განვადების ყველაზე ეფექტური პირობებითა და უფასო ადგილზე მიტანის სერვისით.

პოპულარული მოდელები