როგორი ტიპის მტვერსასრუტი უნდა შეიძინოთ?
September 10, 2019არ აქვს მნიშვნელობა საუკეთესო დიასახლისი ხართ, თუ დამხმარე ქალის წყალობით ინარჩუნებთ სისუფთავეს, მთელ დღეს სახლში გიწევთ ყოფნა, თუ მხოლოდ დასაძინებლად ახერხებთ მისვლას - სუფთა სახლი ყველას უნდა, ეს კი კარგი მტვერსასრუტის გარეშე შეუძლებელია!
მაშ ასე, პირველ რიგში, მთავარია გაარკვიოთ როგორი ტიპის მტვერსასრუტია თქვენთვის საუკეთესო: ჩვეულებრივი (ბალონის ტიპის), ვერტიკალური, სველი დასუფთავების, თუ უსადენო/რობოტი?!დაიბენით?- სულ ტყუილად, ახლავე აგიხსნით.
იმის გასარკვევად თუ რა ტიპის მტვერსასრუტი გჭირდებათ , ჯერ თქვენი სახლი მოათვალიერეთ, ხოლო შემდეგ კი საფულეში ჩაიხედეთ, მარტივი ანალიზი და ოპტიმალური ვარიანტი უკვე თქვენს გონებაშია. ახლა, ისღა დაგვრჩენია თითოეული ტიპის მტვერსასრუტებში ძირითად და მნიშვნელოვან მახასიათებლებზე გავამახვილოთ ყურადღება, რათა საუკეთესო მარტივად შეარჩიოთ:
-
ჩვეულებრივი (ბალონის ტიპის) მტვერსასრუტები
როგორც წესი, ტექნიკის კონსულტანტები დღეს ამ ტიპის მტვერსასრუტის ნაცვლად უკაბელოს ურჩევენ, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობის გამოცდილებით, ცილინდრული მტვერსასრუტი თავის საქმეს იდეალურად ასრულებს.
თუ არც ისე სქელი ჯიბე გაქვთ, ხოლო იატაკი და ხალიჩები კი ერთნაირად გიყვართ, მაშინ ეს სახეობა სწორედ თქვენთვისაა - ვინაიდან, ბალონის ტიპის მტვერსასრუტი საკმაოდ იაფია და იდეალურია ორივე ტიპის ზედაპირისათვის .
ძველი დროისგან განხვავებით, დღეს ეს სახეობები უკვე ხალიჩის საწმენდი ჩოთქებითაა შეირაღებული და რაც ყველაზე მთავარია, ეს სახეობები, ასევე, მოსახერხებელია რბილი ავეჯის დასასუფთავებლადაც. ამ კუთხით, გამორჩეული სამსუნგის სახლის მტვერსასრუტები გახლავთ .
-
ვერტიკალური მტვერსასრუტები
თუ დიდ ფართს ფლობთ, მაშინ ვერტიკალური ტიპის მტვერსასრუტები სწორედ რომ იდეალურია თქვნთვის.
ამ ტიპის მტვერსასრუტები უკეთესად იღებს ხალიჩებიდან ჭუჭყს, ვიდრე ჩვეულებრივი, თუმცა, აუცილებელია იცოდეთ, რომ ვერტიკალური მტვერსასრუტი არ არის კომფაქტური, ხმაურიანია, ზომით კი ყოველთვის დიდია, მითუმეტეს, რომ თან ახლავს დიდი ზომის შლანგები, რაც მის გამოყენებასაც ართულებს და შენახვასაც.
აქვე გეტყვით, რომ მსგავს მოდელებზე გვაქვს აქციები, სადაც ვერტიკალური მტვერსასრუტები ფასდაკლებით იყიდება .
-
სველი დასუფთავების მტვერსასრუტები
ამ ტიპის მტვერსასრუტებს შეუძლიათ, როგორც მშრალი, ასევე სველი წესით დასუფთავება. ამ სახეობის უპირატესობაა, რომ იატაკის, ხალიჩებისა და რბილი ავეჯის გარდა კაფელისა და ქვის იატაკსაც რეცხავს. ზოგიერთი მოდელით კი ფანჯრების, სან-ტექნიკისა და კედლების რეცხვაც კი შესაძლებელია.
როგორც სხვა ბევრი კუთხით, სველი წმენდის ტექნოლოგიაში ლიდერი გერმანული კერხერის მტვერსასრუტები გახლავთ.
შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ამ ტექნოლოგიას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორთქლის მტვერსასრუტი, რაც აზრობრივად იგივეა .
- ეს ყველაფერი კი, ალბათ, დამეთანხმებით რომ 5-8 კურდღლის ერთდ დაჭერას ძალიან გავს, ოღონდ თქვენი ფულის სანაცვლოდ. ამ ტიპის მტვერსასრუტები, ხომ გაცილებით ძვირია ცილინდრულთან შედარებით.
-
უსადენო (რობოტი) მტვერსასრუტი
დღეს, ყველაზე უფრო უსადენო მტვერსასრუტებს ყიდულობენ. თუ თქვენი სახლი უზარმაზარი არ არის, პატივს სცემთ ტექნიკას და ფული არ გენანებათ, მაშინ რობოტი ანუ უსადენო მაღალტექნოლოგიური მტვერსასრუტი სწორედ თქვენთვისაა.
ამ ტიპის მტვერსასრუტი თქვენს სახლში იდეალურ სისუფავესაც დაამყარებს და სტუმრების თვალში თანამედროვე იმიჯის განმტკიცებაშიც შეგიწყობთ ხელს. დიახ, უსადენო მტვერსასრუტი სწორედ რომ მოდერნული სტილის განაცხადია!
რობოტი მტვერსასრუტი კომპაქტურია, არ აქვს მილები და ჯაგრისები. ავტომატურად გადაადგილდება სენსორების მეშვეობით და ახდენს რა ოთახის სკანირებას, დამოუკიდებლად იღებს მტვერს და ასუფთავებს. საკმაოდ ,,ჭკვიანია’’, ასე რომ ნუ შეგეშინდებათ, ის არც ადამიანებს და არც ნივთებს არ ეჯახება .
საქმის შუა გზაზე მიტოვება მისი სტილი არ არის, საჭიროების შემთხვევაში თავადვე იმუხტება და მანამ ალაგებს, სანამ იდეალურ სისუფთავეს არ დაამყარებს.
ესეც ასე, მტვერსასრუტების სახეობებზე აუცილებელ ინფრომაციას უკვე ფლობთ, ახლა არჩევანისა და შენაძენის დროა!
წარმატებები!
ვიმედოვნებთ, ეს ინფორმაცია სწორი შენაძენის გაკეთებაში აუცილებლად დაგეხმარებათ!
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები