რატომ არსებობს ძვირი და იაფი აეროგრილები?

ეს კითხვა ერთი შეხედვით ბანალურია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, წესით აეროგრილებშიც უნდა არსებობდეს ფასთა შორის განსხვავება, ხარისხის, ბრენდების და ა.შ. მიხედვით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ინტერნეტ ბაზარზე ამ ტიპის პროდუქციის სულ თითზე ჩამოსათვლელი მოდელი არსებობს და მათი ფასი 100-დან 200 ლარამდე მერყეობს.

რამდენიმე დღის წინ Philips-სმა ორი სრულიად ახალი მოდელი შემოგვთავაზა და კითხვაზე, როგორ შევარჩიოთ აეროგრილი პასუხიც უფრო კომპლექსური გახდა.

ამ მოდელების (PHILIPS HD9241/40 და HD9220/30) ფასები შესაბამისად 1150 და 656 ლარია და ამიტომ უკვე საკმაოდ საინტერესოა, რატომ ღირს ისინი ასე ძვირი და რითი ჯობს აქამდე არსებულ ასორტიმენტს?

PHILIPS HD9241/40 - სრული მიმოხილვა

განვიხილოთ ეს უკანასკნელი, ვნახოთ, რა ფუნქციებით გამოირჩევა და რას ნიშნავს გქონდეთ ყველაზე მაღალი ხარისხის აეროგრილი.

ეს მოდელი სრულად ამართლებს ცნობილ ფრაზას, <იდეალურობა დეტალებშია>:

მისი საშუალებით შეგიძლიათ დაიმახსოვროთ საყვარელი რეჟიმები, ასევე ისარგებლოთ ქვედა ნაწილის განსაკუთრებული ფუნქციით, რომელიც თანაბად მომზადებას უწყობს ხელს, აღფთოვანდეთ თერმოიზოლირებული კორპუსითა და მიმწვრობის საწინააღმდეგო ზედაპირით.

დეტალებისთვის, გაეცანით მის ვიდეო მიმოხილვასაც:

.

ამას გარდა, ძალიან საჭირო და მოსახერხებელია ციფრული ინდიკატორები და ფილიპსის ქარხნული, 2 წლიანი გარანტია.

თითოეული მისი ნაწილი ირეცხება ჭურჭლის მანქანაში და აქვს ჩართვისა და გამორთვის ავტომატიზირებული სისტემები.

PHILIPS HD9220/30 - კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის აეროგრილი

ხოლო რაც შეეხება, მეორე მოდელს  ის შედარებით დაბალ სიმძლავრიანია (1400 ვატიანი, წინის 2000-ის ნაცვლად) და შედარებით ნაკლები ფუნქციონალით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სრულიად გამორჩეული შეწვის და გამოცხობის შესაძლებლობები და ა.შ.

.

ორივე მათგანს მოჰყვება რეცეპტები, განსაკუთრებული გემრიელობების მოსამზადებლად, უფრო დეტალურად კი შეგიძლიათ უშუალოდ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ გვერდებს ესტუმროთ, აეროგრილების კატეგორიაში.

სხვა, აქამდე გაყიდვაში არსებული მოდელები ბევრად უფრო სტანდარტიზირებულია, გააჩნიათ ნაკლები მოცულობა, სიმძლავრე და გამოცხობის ფუნქციონალი. ამასთან, აქვთ ძირითად შემთხვევებში მხოლოდ სახელურების გაცხელებისგან დაცვის შესაძლებლობები და რაც მთავარია, ბევრად უფრო ნაკლებად პოპულარული ბრენდების მიერ არიან წარმოდგენილნი, ვიდრე ფილიპსია.

პოპულარული მოდელები