რა უნდა გავითვალისწინოთ გაზქურის ყიდვისას?

წინა ბლოგში ღუმელების სხვადასხვა არჩევანი შემოგთავაზეთ და გარკვეული რეკომენდაციებიც მოგეცით. ახლა კი გვინდა დამატებით მახასიათებლებზე გესაუბროთ , რომელიც სასურველია იცოდეთ სწორი არჩევანის გაკეთებისას.

ღუმელის კარი

ღუმელების უმეტესობას კლასიკური ვერსია - ე.წ <ჩამოკიდებული კარები> აქვს, რომელიც მომხმარებლისკენ, წინ იხსნება. 

ამ ვარიანტს ერთი ნაკლი აქვს - გაღებული კარის შემთხვევაში, ძნელია ტექნიკასთან მიახლოება.  გარდა ამისა, ღია მდგომარეობაში არსებული კარი თავისთავად იკავებს ოთახში დამატებით ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ღუმელის სამონტაჟო ადგილმდებარეობის არჩევისას.

არსებობს ბევრი ისეთი გაზქურა , რომელთა კარებიც იხსნება მიკროტალღურის  მსგავსად - მარჯვენივ ან მარცხნივ. მსგავსი მოდელები ნამდვილად მოსახერხებელია, რადგან  ნაკლებ ადგილს იკავებს სამზარეულოში.

მინის კარი

არჩევანის გაკეთებისთვის, მნიშვნელოვანია დააკვირდეთ კარის მასალა.

იცოდეთ, რომ თერმული იზოლაციის ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია კარის მასალის ხარისხზე, რადგან ეს ან ამცირებს სითბოს დაკარგვას ან პირიქით - ხელს უწყობს.   

ღუმელის გაწმენდა

გაზქურების გამოყენებისას, ერთადერთი  უსიამოვნება მათი რეგულარული წმენდაა.  თანამედროვე მოდელები აღჭურვილია შიდა ზედაპირების დასუფთავების სხვადასხვა ვარიანტებით.  როდესაც არჩევანს კონკრეტულ მაღალფასიან ბრენდზე აჩერებთ, ღირს იმის გარკვევა, რამდენად აქვს ავტომატური წმენდის ფუნქცია. 

თვითწმენდის სისტემა

საშუალო და პრემიალური ფასების სეგმენტი წარმოდგენილია ღუმელებით, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური დასუფთავების სისტემით.  მისი არსებობა შესაძლებელია როგორც  გაზის, ისე ელექტრო მოდელებში.  
ასეთ მოწყობილობებში, სამუშაო კედლების დასაფარად გამოიყენება სპეციალური მინანქარი, რომელიც კერძის მომზადების პროცესში არბილებს ცხიმოვან დამაბინძურებლებს.  

თვითწმენდის ფუნქციას ერთადერთი ის  მინუსი აქვს, რომ 5-7 წლიანი მოხმარების შემდეგ, შესაძლებელია მწყობრიდან გამოვიდეს, მაგრამ  ნებისმიერ დროს შესაძლებელია მათი შეცვლა.

შენიშვნა: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ორთქლით წმენდა.  აუცილებელია საცხობ ფირფიტაზე დაასხათ მცირე რაოდენობის წყალი და დაამატოთ მას სარეცხი საშუალება. ამის  შემდეგ შეგიძლიათ ჩართოთ ორთქლის გაწმენდის რეჟიმზე, ან უბრალოდ ღუმელი ჩართოთ 70-80 გრადუს ტემპერატურაზე.  ორთქლი არბილებს კედლებზე ჭუჭყს და ნესტიანი ქსოვილევით ამოაქვს იგი.

ეს მეთოდი ეკონომიური და ამასთან ერთად ძალიან ეფექტურია.

და ბოლოს, 

თუ გადაწყვეტთ გაზქურის არჩევას ,  მოდელების რეიტინგი ამაში დაგეხმარებათ.  მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ პუნქტებსაც:

სწორი ინსტალაცია -  შეარჩიეთ ადგილი, სადაც გსურთ ამ ტიპის მოწყობილობების დაყენება.  გაზომეთ მისთვის გამოყოფილი ადგილი და შეადარეთ ზომები ერთმანეთს.

.

აარჩიეთ გაზქურის მოცულობა, რაზეც ფასიც იქნება დამოკიდებული, უფრო მცირე მოცულობის გაზქურა იაფად შეგიძლიათ იყიდოთ.

იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად ხშირად გამოიყენებთ ღუმელს და რა მახასიათებლებით გჭირდებათ იგი.

აღჭურვილობის ყიდვისას დააკვირდით კარებს.  და ბოლოს,  ყურადღება მიაქციეთ ფუნქციათა სიმარტივეს.

პოპულარული მოდელები