მიკროტალღური ღუმელები ჩვენს სამზარეულოში
October 02, 2020მიკროტალღური ღუმელები უკვე დიდი ხანია რაც ღირსეულ ადგილს იკავებენ სამზარეულო სივრცეში. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საჭირო და შეუცვლელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელიც რამდენიმე მსხვილი მოწყობილობის მოვალეობასაც კი ითავსებს.
მრავაფუნქციურობის ფონზე გასაკვირი არც ისაა, რომ მიკროტალღური ღუმელები მტკიცედ შეიჭრნენ თანამედროვე ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში და გარდა იმისა, რომ მოწყობილობები ძალიან საჭიროა, ამასთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკულიცაა.
კარგი მიკროტალღური ღუმელის არჩევისას შეიძლება წარმოიშვას გარკვეული სირთულეები, მაგრამ მათი თავიდან აცილება მარტივია , თუ ყიდვის პროცესს ყურადღებით მივუდგებით.
რომელი მიკროტალღურის ყიდვა ს ჯობს?
საუკეთესო მიკროტალღური ღუმელების არჩევამდე, ყურადღება მიაქციეთ მახასიათებლებს. არსებობს ღუმელები, რომლებიც იყენებენ:
- მხოლოდ მიკროტალღურ ტალღებს (სოლო მოდელები);
- მიკროტალღური პლიუს გრილის ფუნქციას;
- მიკროტალღური ღუმელი, გრილი და კონვექციური ფუნქციები.
ღუმელები , რომლებიც მხოლოდ მიკროტალღურ ტალღებს იყენებენ, კარგია საკვების გასაცხელებლად ან გაყინული პროდუქტების გასალღობად. გაითვალისწინეთ, რომ საკვების გასათბობად, საჭირო არ არის თეფშზე ზეთის დასხმა.
მიკროტალღურ ღუმელში, რომელიც აღჭურვილია გრილის ფუნქციით, შეგიძლიათ შეწვათ ხორცი, თევზი, ქათამი, მოამზადოთ პიცა და სხვა უამრავი კერძები.
მოწყობილობაში ჩამონტაჟებული გრილისა და კონვექციური ფუნქციები შესაფერისია გამოსაცხობად. პალატის შიგნით ცხელი ჰაერის თანაბარი გადანაწილება საშუალებას გაძლევთ გამოაცხოთ უგემრიელესი ცომეულიც.
ამიტომ, ყიდვის დაწყებამდე იფიქრეთ იმაზე, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ მიკროტალღური ღუმელი. თუ თქვენ მხოლოდ საკვების გაცხელება-გალღობას აპირებთ, მაშინ ნუ გადაიხდით მეტ თანხას ისეთ ღუმელში, რომლის ფუნქციების უმეტესობასაც არ გამოიყენებთ.
და პირიქით, მიკროტალღური ღუმელები გრილითა და კონვექციით ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვინც აპირებს მრავალფეროვანი კერძების ხშირად მომზადებას.
და დასარულისკენ, მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ ერთი კონკრეტული მოდელი:
Panasonic NN-GD39HS
მიკროტალღური ღუმელი Panasonic აღჭურვილია ინვერტორული ტექნოლოგიით. ითვლება, რომ ეს ინვერტორული მიკროტალღური ღუმელები მუდმივად წარმოქმნიან ტალღებს, რომლებიც ინარჩუნებენ მეტ ტენიანობას, ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს და ასევე - ნაზად მოქმედებენ საკვებ სტრუქტურაზე.
Panasonic მიკროტალღურები უფრო ეკონომიურიცაა, რომლის პალატის მოცულობა 23 ლიტრია. მოდელს მოყვება Steam Plus Pot - სპეციალური კონტეინერი. არსებობს მეორე, შედარებით იაფიანი ვერსია გრილის გარეშე - Panasonic NN-GD38HS, რომლის ზომებია 49x39.5x28 სმ.
ძირითადი უპირატესობები:
- მიკროტალღური ღუმელი 3-საფეხურიანი პროგრამირებით, რომელიც ამარტივებს საკვების მომზადების პროცესს;
- კომბინირებული რეჟიმი (მიკროტალღური ღუმელი და გრილი ერთდროულად) პროცესის დასაჩქარებლად;
- ტურბო გალღობის რეჟიმი;
- ნათელი LED განათება;
- საათი და ტაიმერი, დაგვიანებული დაწყება;
- პალატის შიდა ზედაპირი დაფარულია სითბოს მდგრადი მინანქრით;
- დიდი მბრუნავი თეფში (28.5 სმ დიამეტრი);
- დეტალური რეკომენდაციები მოწყობილობის გამოყენების შესახებ. ასევე რეცეპტების კრებული.
მინუსები:
- გამოყენებისას, კორპუსის ზედაპირი მეტ ყურადღებას მოითხოვს, რათა არ მოხდეს ნათითურების დატოვება.
იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული ბრძანდებით ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელის შეძენით , ან უბრალოდ ინფორმაციის მიღება გსურთ ამ თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ბლოგს: საუკეთესო ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელები
პოპულარული მოდელები