15 აუცილებელი აპლიკაცია ანდროიდ ტელევიზორებისთვის
August 11, 2019თქვენ უკვე გადალახეთ სმარტ ტელევიზორის ყიდვის ეტაპი, ამავე დროს შეგნებულად (ან უბრალოდ გამართლებით) თქვენი მოწყობილობა ანდროიდის საოპერაციო სისტემას იყენებს.
მართალია ასეთ ტელევიზორებს ყველაზე იაფად ვერ იყიდით, მაგრამ თქვენ უკვე ხვდებით რომ არჩევანმა გაამართლა. თქვენი მოწყობილობა არა მარტო ტელევიზორების მაღაზიაში გამოიყურებოდა მიმზიდველად, არამედ სახლშიც უწყვეტი კომფორტის წყაროა.
მაგრამ! ლადო ასათიანის მოსაზრებებს თუ მოვიშველიებთ - ხომ ლამაზია ჩემი ტელევიზორი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა.
ყოველთვის არის შესაძლებელი სრულყოფილებისკენ სვლა, და ეს ლოგიკა არც ანდროიდ ტელევიზორების შემთხვევაშია დარღვეული. შეიძლება სულ უახლესი ტელევიზორი გქონდეთ შეძენილი საწყობიდან, პირდაპირ მწარმოებლისგან მოტანით, მაგრამ თქვენი ჩარევით ის მაინც შეიძლება უკეთესი გახდეს.
როგორ? მარტივად! ანდროიდ ტელევიზორები სტანდარტული მოწყობილობებია, რომლებსაც დამატებითი აპლიკაციების ინსტალაცია/გამოყენებით მეტ ეფექტურობას შესძენთ.
საბოლოოდ, კი მივედით ჩვენი ბლოგპოსტის შინაარსამდე. წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლების ინსტალაციაც სმარტ ტელევიზორით სარგებლობის სიამოვნებას სულ სხვა დონეზე აიყვანს.
(დაზუსტება - აპლიკაციები გამოიყენება ნებისმიერ ანდროიდ სმარტ ტელევიზორზე, მიუხედავად მათი მწარმოებლისა (იქნება ეს სონი, Lg, hisense, toshiba, tcl, skytech, nikai თუ სხვა). აქვე გეტყვით, რომ ყველა ამ ბრენდის ტელევიზორის ფასები შეგიძლიათ ისურვეს შესაბამის კატეგორიაში გადაამოწმოთ.
- MX Player
MX Player უკვე წლების მანძილზე ლიდერობს როგორც საუკეთესო ვიდეო პლეიერი ანდროიდის საოპერაციო სისტემებისთვის. ეს უპირატესობა ანდროიდის სისტემიანი მობილურებიდან პირდაპირ გადავიდა უფრო ფართო ეკრანებზეც. პლეიერს მოყვება უამრავი კოდეკი, და უამრავი სხვადასხვა ტიპის ფაილების მხარდაჭერაც აქვს. ინტერფეისი ძალიან ინტუიტიური და სასიამოვნოა. პლეიერს შეუძლია როგორც ლოკალურად შენახული, ასევე გარე დრაივებიდან მიღებული ფაილების წაკითხვაც, შესაბამისად თუ თქვენ USB პორტებს იყენებთ, პროგრამას შეუძლია თქვენი დისკომფორტების გადაჭრაც.
- Sideload launcher
ანდროიდის სატელევიზიო ვერსია შემცირებული სატელეფონი საოპერაციო სისტემაა. ამ შემცირებაში სისტემის საკმაოდ ბევრი პროგრამა მოჰყვა. საიდლოადი ამ პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს - თქვენ შეძლებთ მისი დახმარებით პარელალურად და მარტივად მართოთ და გქონდეთ წვდომა სხვა თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამებზე.
- Netflix
ნეტფლიქსს ბევრი წარდგენა არ სჭირდება - ეს მსოფლიოს ამომავალი (შეიძლება უკვე ითქვას უკვე ამოსული) მედია ვარსკვლავია. ნეტფლიქსის შემთხვევაში ყოველთვიური მომსახურების თანხები იქნება გადასახდელი, თუმცა თქვენ შეძლებთ დამატებითი ხარჯის გარეშე უყუროთ უმაღლესი (საოსკარე შეიძლება ითქვას) ხარისხის უამრავ კინოსა და სერიალებს (მაგალითად ჩერნობილი (ხაზს ვუსვამთ - ამერიკული ვერსია)).
- Airscreen
მარტივი აპლიკაცია რომელიც დაგეხმარებთა დააკავშიროთ თქვენი ანდროიდ ტელეფონი ტელევიზორთან და ტელეფონში არსებული კონტენტი დიდ ეკრანზე იხილოთ (მსგავსი Apple AirPlay)
- X-plore File Manager
ყოველთვის სასურველია, მეტიც - აუცილებელია ხედავდეთ და აკონტროლებდეთ თუ რა ფაილები არსებობს თქვენი მოწყობილობის (ამ შემთხვევაში ტელევიზორის) მეხსიერებაში. ზემოხსენებული პროგრამა კი აღიარებული საუკეთესო ფაილ მენეჯერია.
- Google Drive
გუგლ დრაივი ბევრისთვის ცნობილი აპლიკაციაა. მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ გქონდეთ წვდომა თქვენი კომპიუტერის ფაილებზე უკვე ტელევიზორის საშუალებითაც.
- Wake on Lan
ერთი შეხედვით ძააალიან მცირე, მეორეს მხრივ კი კატასტროფულად დიდი მნიშვნელობის აპლიკაცია. მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ ტელევიზორიდან, ერთი ნაბიჯის გადადგმის გარეშეც კი გააღვიძოთ (Sleep რეჟიმიდან გამოიყვანოთ) თქვენი კომპიუტერი.
- Steam Link
სტიმი ასევე ძალიან ცნობილი აპლიკაციაა, თუმცა ძირითადად გეიმერების (კომპიუტერული თამაშების მოთამაშეების) საზოგადოებაში. სტიმ ლინკი საშუალებას გაძლევთ დამატებითი კაბელების გარეშე დააკავშიროთ თქვენი ტელევიზორი და სათამაშო მოწყობილობა.
- Spotify
მუსიკალური არხები ხშირად რეკლამებით არის ხოლმე სავსე. აი სპოტიფაი კი შესანიშნავი საშუალებაა სრულად თქვენზე მორგებული მუსიკალური ჰარმონიით აივსოს თქვენი სახლი. თუმცა შეგახსენებთ - მომსახურება ფასიანია, და ქართულ რეალობაში შეიძლება უკეთესი ალტერნატივებიც მონახოთ.
- Google Chrome
მარტივად - ინტერნეტი ნიშნავს გუგლ ქრომს (ნუ ხო Mozilla, Opera და კიდე ერთი ორსაც (გარდა IE !!!), მითუმეტეს თუ ანდროიდის საოპერაციო სისტემაზეა საუბარი.
პოსტი იწყებოდა იმ რეალობის აღწერით როდესაც თქვენ უკვე ნაყიდი გაქვთ ტელევიზორი განვადებით ან მის გარეშე. თუ თქვენ ჯერ კიდევ არჩევის ეტაპზე ხართ, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს პოსტს 2019 წლის საუკეთესო სმარტ ტელევიზორების შესახებ.
წყარო: Essential Android TV Apps
პოპულარული მოდელები