ელექტრო ცოცხი Karcher KB 5 white
კომერციული გარანტია 2 წელი
მარაგშია
Regular price
0.00 ლარი
245.00 ლარი
/ თვეში 14 ლარი
პროდუქტის აღწერა:
თუ ეძებთ იატაკისა და ხალიჩების დასუფთავების სწრაფ და ეფექტურ მეთოდს, მაშინ ელექტრო ცოცხი Karcher KB5 ზუსტად ის არის რაც გჭირდებათ. Kärcher-ის ადაპტირებული წმენდის სისტემის წყალობით უსადენო ელექტრო ცოცხი იძლევა შესანიშნავ შედეგებს, უმკლავდება დაბინძურებას ძალიან მარტივად და ნარჩენების გარეშე. მუშაობს lithium-ion აკუმულატორზე, იმუხტება ბევრად უფრო სწრაფად უსადენო მტვერსასრუტებთან შედარებით. იძლევა კომფორტულად მუშაობის საშუალებას, მისი გამოყენებისას არ გიწევთ დახრა, წმენდს კუთხეებთან ახლოს, მისი ერგონომიული დიზაინის წყალობით რთულად მისადგომ ადგილებსაც მარტივად გაუმკლავდებით. აპარატის დამატებითი მახასიათებლებია ავტომატური ჩართვა/გამორთვა, მოქნილი ორმაგი დამაკავშირებელი მარტივი მანევრირებისათვის და მტვრის კონტეინერი რომლის მოხსნა/დაცლა ძალიან მარტივია.
დამატებითი მახასიათებლები:
- მოქნილი ორმაგი სახსარი
- სასურველი მიმართულების მიცემა სახელურიდან
- მარტივი მანევრირება
- ავეჯის, სავარძლის ქვემოთ გამოყენების საშუალება
- უნივერსალური ჯაგრისი
- ოპტიმალურად კარგი შედეგისათვის როგორც იატაკზე ასევე ხალიჩებზე
- თმების/ბეწვის მარტივი მოშორება
- კუთხეებთან ახლოს მოწმენდა
- მარტივია მისი მოხსნა და გასუფთავება
- Lithium-ion აკუმულატორი
- ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა 30 წთ, მყარ ზედაპირზე
- მახსოვრობის ეფექტის გარეშე
- მუდამ მზადაა გამოსაყენებლად
- მარტივი შესანახად, არის ძალიან კომპაქტური და შეგიძლიათ შეინახოთ იქ სადაც გჭირდებათ, არის მსუბუქი და მარტივი გამოსაყენებლად.
ტექნიკური მახასიათებლები:
- უნივერსალური ჯაგრისის სამუშაო სიგანე: 210 მმ
- მტვრის კონტეინერის მოცულობა: 370 მლ
- აკუმულატორის ძაბვა: 3,7 V
- ბოლომდე დამუხტვის დრო: 180 წთ
- ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა მყარ ზედაპირზე: 30 წთ
- ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა ხალიჩაზე: 20 წთ
- აკუმულატორის ტიპი: Lithium-ion
- ძაბვა / სიხშირე: 100 - 240V / 50 - 60Hz
- წონა: 1,5 კგ
- ზომა: 215 x 230 x 1120 მმ
აქსესუარები:
- მოხსნადი უნივერსალური ჯაგრისი
- დამტენი მოწყობილობა
მოხმარების არეალი:
- მყარი იატაკი
- ხალიჩა
- სავარძლის ქვემოთ
- ავეჯის ქვემოთ
- კიბეები
იხილეთ პროდუქტის მოხმარების ოფიციალური ინსტრუქცია
ვიდეო მიმოხილვა: