სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


სეპერატორი

რძის მექანიკური და ელექტრო სეპერატორები, ძალიან საჭირო აქსესუარები რძის დასამუშავებლად.

ყველაზე იაფად საქართველოში, უფასო ადგილზე მიტანა და გადახდის ყველაზე მოსახერხებელი პირობები.

სეპერატორი

ონლაინ მაღაზია ისურვე, გთავაზობთ ყველაზე თანამედროვე ტექნიკის არჩევანს! შეიძინეთ ნივთი სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ ყველგან, სად უნდა იმყოფებოდეთ, ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში. ნივთის შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადების სერვისით!

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად, ბაზარზე დეფიციტური პროდუქტია რძის სეპერატორი, ე.წ. ნაღების მისაღები, რომელიც ისურვეს ონლაინ მაღაზიაში, ცალკე კატეგორიაშია წარმოდგენილი. საქართველოში ყველაზე იაფად, თქვენი სურვილისა და საჭიროების მიხედვით, შეძლებთ შეიძინოთ რძის ელექტრო  ან  მექანიკური სეპერატორი!

სეპერატორი

რძის ელექტრო სეპერატორი СИЧ-100 წარმოებულია უკრაინაში. მასალად გამოყენებულია ABS + უჟანგავი ფოლადი. აქვს ერგონომიული დიზაინი, სიჩქარის მაკონტროლებელი ღილაკი, მოცურების საწინააღმდეგო ფეხები. ძალიან მოსახერხებელია მისი რეცხვა და შენახვა. მოსახდელი რძის ტემპერატურა : 35°C-40°C -ია, რძისა და ნაღების თანაფარდობა - 1:4-1:10, წარმადობა - 100 ლ/სთ, ჯამის მოცულობა - 12 ლ. ელექტრო ენერგიის მოხმარება - 0.12 კვ/წმ, მაქსიმალური სიჩქარე - 10500 ბრ/წთ,  სიმძლავრე - 60 W,  ძაბვა - 220-240 V, სიხშირე - 50 Hz.

რძის მექანიკური სეპერატორი СИЧ-100Р, ასევე უკრაინული წარმოებისაა.  უპირველესი განმასხვავებელი, ელექტრო და მექანიკურ სეპერეატორებს შორის,  არის მართვის ტიპი -  მექანიკური იმართება ხელით.

სეპერატორი

პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული მასალაა ABS + უჟანგავი ფოლადი. ძირითადი ფუნქციებიდან და მახასიათებლებიდან უნდა გამოვყოთ ცილინდრის ბრუნვის სიხშირე : 9000 ბრ, რძისა და ნაღების თანაფარდობა - 1:4-1:10 და მოსახდელი რძის ტემპერატურა -  35°C-40°C.  რძის მექანიკური სეპერატორს 12 ლიტრის მოცულობის ჯამი აქვს. ფიზიკური პარამეტრებიდან კი უნდა აღინიშნოს : ჯამის დიამეტრი - 36.5 სმ, ზომა - 38*22*38 სმ, წონა - 6 კგ

მსგავსად, ელექტრო სეპერატორისა, რძის მექანიკურ სეპერატორსაც გააჩნია ერგონომიული დიზაინი, აქვს მოცურების საწინააღმდეგო ფეხები და მისი რეცხვა / შენახვა ძალიან მარტივია.



თუ სასურველი პროდუქტი ვერ იპოვეთ ჩვენს კატალოგებში, ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ ის სპეციალურად თქვენთვის. ამისათვის, საკმარისია დაგვირეკოთ ზემოთ მითითებულ ნომერზე ან მოგვწეროთ Facebook-ზე, რომლის ლინკიც ქვემოთ გახლავთ მოთავსებული!