ელექტრო შემრევი INGCO MX214008
ელექტრო შემრევი INGCO MX214008
Regular price 368.00 ლარი 289 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამშენებლო მიქსერი DeWalt DWD241
სამშენებლო მიქსერი DeWalt DWD241
Regular price 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

სამშენებლო მიქსერი

სამშენებლო მიქსერების ისურვეს მაღაზიაში, გარანტიით, საუკეთესო ფასითა და მაღალი ხარისხით გამორჩეული პროდუქტები.

ელექტრო შემრევმა, იგივე სამშენებლო მიქსერმა  მთლიანად შეცვალა ჩვეულებრივი საბურღი საშუალებები, რომლებიც აუცილებელია თაბაშირის ან ქვიშა-ცემენტის მოსამზადებლად.

სამშენებლო მიქსერი საშუალებას გაძლევთ სწრაფად და ეფექტურად აურიოთ მიქსერებით ქვიშა-ცემენტის მასა, შეურიოთ წყალი, წებო და სხვა საღებავი მასალები.

დღეს, მიქსერები სამშენებლო ბაზარზე უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ  ხელსაწყო არა მხოლოდ პროფესიონალების ხელში, არამედ - სახლის ოსტატების ხელშიც. ოპტიმალური მოდელის არჩევისთვის კი, ტექნიკური პარამეტრების განსასაზღვრათ,  სასურველია  დაიცვათ ექსპერტთა რჩევები.

როგორ შევარჩიოთ სამშენებლო მიქსერი?

  1. სიმძლავრე - ელექტრო შემრევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელიც გასაკეთებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
  2. პროფესიონალებისთვის განკუთვნილია ისეთი მოდელები, რომელთა სიმძლავრეა 1200-1800 ვტ. ისინი არ იწვება ზედმეტად დიდი რაოდენობის ხსნარის შერევისას.
  3. საშინაო მიზნებისათვის, საკმარისია 500-1000 ვტ ელექტროძრავით აღჭურვილი ხელსაწყო.
  4. როტაციის სიჩქარე - ერთი და იგივე სიმძლავრის შემთხვევაშიც კი, მიქსერები შეიძლება განსხვავდებოდეს თავების მოქმედების სიჩქარით. სქელი და ბლანტი ნივთიერებების შერევისთვის შესაფერისია 500-650 rpm სიმძლავრის მოდელები.

ხოლო ერთგვაროვანი მასის მოსაპოვებლად, უმჯობესია გამოიყენოთ მაღალსიჩქარიანი მიქსერები - 700-900 rpm. პროფესიონალები ირჩევენ ორსიჩქარიან მოწყობილობებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ბრუნვის სიჩქარე.

მონაცვლეობის რეგულირება - ბევრი მშენებელი იწყებს შერევის პროცესს წყალში მშრალი კომპოზიციის თანდათანობით დამატებით და შემდეგ ნელა ურევს მას. თუ სიმჭიდროვე იზრდება, სიჩქარე უნდა დაამატოთ. ამ ამოცანას კი საუკეთესოდ ასრულებენ სიჩქარის ელექტრონული კონტროლის მქონე მოწყობილობები.

BOSCH GRW 18-2 E

ცალმხრივი დიზაინის ნაცვლად, დიზაინერებმა ბოშის ახალ მოდელში შემოგვთავაზეს  ორსახელურიანი ინსტრუმენტი. მოწყობილობა ითვალისწინებს ერთი ხრახნის გამოყენებას, მაგრამ მისი მაღალი სიმძლავრის გამო (1.8 კვტ), მოწყობილობა სწრაფად და ეფექტურად ურევს წყლით მშრალ ნარევებს. მიქსერს აქვს ელექტრონული სიჩქარის კონტროლი, რაც სამუშაოს მეტ კომფორტს მატებს.

სამშენებლო მიქსერი

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • სიჩქარის ელექტრონული კონტროლი;
  • მაღალი ხარისხის აღჭურვილობა;
  • საიმედო და გამძლე.

უარყოფითი:

  • მაღალი ფასი.

Metabo RWEV 1600-2

სიმსუბუქისა (4.5 კგ) და სიმძლავრის (1.6 კვტ) იდეალური   კომბინაცია აქვს Metabo-ს  სამშენებლო მიქსერს.

ხელსაწყოს  აქვს ორი სიჩქარე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ საჭიროების მიხედვით ცვალოთ ისინი. პირველი სიჩქარე უზრუნველყოფს  470 rpm-მდე როტაციას, ხოლო მეორე რეჟიმი საშუალებას გაძლევთ 680 rpm-მდე განავითაროთ მოწყობილობის სიჩქარე.

სამშენებლო მიქსერი

ელექტრო შემრევი აღჭურვილია გრძელი ქსელის კაბელით (4 მ). ასე, რომ უმეტეს შემთხვევაში, ოსტატებს შეუძლიათ  დაგრძელების კაბელის გარეშე მუშაობა. მომხმარებლები აფასებენ მიქსერს მისი კომფორტული,  ორმხრივი დიზაინის, მაღალი შესრულებისა და სიმსუბუქის გამო.

უპირატესობები:

  • მაღალი დონის შესრულება;
  • მსუბუქი წონა;
  • გრძელი ქსელის კაბელი;
  • შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც  საბურღი.

DeWALT D21510

ის მშენებლები, რომლებიც აფასებენ ხელსაწყოს მობილობას, ყურადღება უნდა მიაქციონ DeWALT ელექტრო შემრევს.  სიმსუბუქიდან (3 კგ) და სიმძლავრიდან (710 ვტ) გამომდინარე,  მოდელი უდაოდ ხვდება რეიტინგის ლიდერებთა სიაში.

ცუდია ის, რომ მწარმოებელმა უზრუნველყო მხოლოდ ერთი  სიჩქარე, მაგრამ ექსპერტები აფასებენ  მოწყობილობის მაღალი ბრუნვის სიჩქარეს. გამოყენების სიმარტივიდან გამომდინარე, მოდელი მესამე ხაზზეა.

სამშენებლო მიქსერი

საბურღი მიქსერი აღჭურვილია M14 კარტრიჯით, რომელშიც შეგიძლიათ დააინსტალიროთ თავები, რომელთა დიამეტრი 160 მმ-მდე იქნება. DeWALT ელექტრო მიქსერის მფლობელები კმაყოფილნი არიან მოწყობილობის მუშაობის ხარისხით, რომელიც უმკლავდება სხვადასხვა მასას.

უპირატესობები:

  • კომფორტული სახელურები;
  • ლითონის ხელსაწყოები და გადაცემები;
  • მსუბუქი წონა;
  • კარტრიჯი M14.

უარყოფითი:

  • არცთუ ძლიერი ძალა;
  • ერთი ბრუნვის სიჩქარე.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზეა, თან ყველაზე დაბალ ფასებში და საუკეთესო განვადების სისტემით, ხოლო შენაძენის სახლში მიტანის სერვისი ჩვენთან უფასოა.