შალის პლედი 140X200სმ Ardesto Blanket Leonardo Doubleface ART0407LD
შალის პლედი 140X200სმ Ardesto Blanket Leonardo Doubleface ART0407LD
Regular price 129 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლედი Ardesto Fleece 130x160 სმ
პლედი Ardesto Fleece 130x160 სმ
25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლედი Ardesto Flannel ART0209SB
პლედი Ardesto Flannel ART0209SB
Regular price 45 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლედი Ardesto Flannel ART0207SB
პლედი Ardesto Flannel ART0207SB
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლედი Ardesto Flannel ART0201SB
პლედი Ardesto Flannel ART0201SB
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლედი Ardesto Embossed ART0303EB
პლედი Ardesto Embossed ART0303EB
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლედი Ardesto Embossed ART0301EB
პლედი Ardesto Embossed ART0301EB
Regular price 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

საბანი

უმაღლესი ხარისხის თურქული საბნები, ერთ და ორსაწოლიანი მოდელები.

საბნების ყველაზე დიდი არჩევანი, საუკეთესო ფასები და უფასო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საბანი

ადამიანს ცხოვრების დაახლოებით მესამედი სძინავს, ამიტომ ყველას სურს კომფორტისა და სიმყუდროვის უზრუნველყოფა. თანამედროვე ბაზარზე შეგიძლიათ იპოვოთ საბნების საკმაოდ ფართო არჩევანი, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ზედაპირის მასალით, ასევე შიდა შემავსებლით.

თუმცა საბნის შერჩევა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ, ამიტომ ჩვენი მიმოხილვით ვეცდებით არჩევანის გაკეთება გაგიმარტივოთ.

იმისთვის, რომ სწორად შევარჩიოთ საბნები, უნდა შევისწავლოთ თითოეული მასალა, რადგან ეს დაგვეხმარება შევაფასოთ ყველა უპირატესობა და უარყოფითი მხარე, ასევე შევადაროთ ისინი კონკურენტებს და ასე გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნა.

ზამთრის საბნების არჩევა  დამოკიდებულია იმ მახასიათებელზე, თუ რამდენად კარგად ინარჩუნებს პროდუქტი სითბოს, მაგრამ ამის პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს კომფორტი და მოვლის სიმარტივე.

ბამბის საბანი

ბამბის  საბანი  ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული მასალაა, რომელიც მომხმარებელთა მიმოხილვების თანახმად, ძალიან ეფექტური და იაფია.

რამდენიმე ათეული წლის წინ, ბამბის  საბნები თითქმის ერთადერთი ვარიანტი იყო, ახლა კი უამრავი არჩევანია. ძალიან სქელი საბნები არ არის შესაფერისი ზამთრისთვის, რადგან შეუძლიათ სხეულის გადახურება.

უპირატესობები:

  • ბამბის შემავსებელი კარგად ითვისებს ტენიანობას;
  • საოცრად თბება;
  • მასალა არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

ნაკლოვანებები:

  • ბამბის საბანი საკმაოდ მძიმეა;
  • შემავსებელი არ იძლევა „სუნთქვის“ საშუალეაბას;
  • საბნის მოვლა ძნელია იმ თვალსაზრისით, რომ მისი გაწმენდა, გარეცხვა და მშრალი წმენდაც კი არ შეიძლება.
საბანი

აქვე სასურველია გაითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები:
საბნის გარეცხვა არ არის რეკომენდირებული, ამიტომ გაცილებით ადვილი და უსაფრთხოა მისი მტვრისგან გათავისუფლება;
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი, რომელსაც მძლავრი შეწოვა ექნება.

 

აბრეშუმის საბანი

ეს ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისაც მდიდრული დიზაინი და ტექსტილის სასიამოვნო შეგრძნებები უყვარს. გათბობის პარამეტრები უფრო მეტად დამოკიდებულია შემავსებლის ხარისხზე. თუმცა, აბრეშუმი ზამთრისთვის ყოველთვის კარგი გადაწყვეტილება არ არის.

უპირატესობები:

  • მასალა საიმედოდ არის დაცული მწერებისა და მავნებლებისგან, მტვრის ტკიპები ვერ იტანენ აბრეშუმს და არ სახლდებიან მასში;
  • აბრეშუმის შემავსებელი არ იწვევს ალერგიას;
  • მასალის მომსახურების ვადა დაახლოებით 10 წელს აღწევს;
  • საბანს მოაქვს დადებითი ენერგია, ამიტომ მის ქვეშ დასვენება ძალიან სასიამოვნოა.

სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები:

  • აბრეშუმის საბანი მძიმეა, ამიტომ ყველასთვის შესაფერისი არ არის;
  • მასალის მოვლა ძნელია, მისი დამუშავება ან გარეცხვა შეუძლებელია;
  • საბანი მოითხოვს ძალიან დელიკატურ მოვლას: შენახვის დროს არ არის რეკომენდებული მჭიდროდ დაკეცვა;
  • მაღალი ხარისხის პროდუქტი საკმაოდ ძვირია, ხოლო ბიუჯეტურ მოდელებში ხარისხის დონე ძალიან დაბალია.
საბანი

აქვე სასურველია გაითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები:

  • ხშირი და რეგულარული ვენტილაცია;
  • დაბინძურების შემთხვევაში, საბანი უნდა გაწმინდოთ ძალიან დელიკატურად;
  • იმისთვის, რომ მტვერი არ დაგროვდეს შიგნით, სასურველია საბანი დაფაროთ ქსოვილით, ხოლო შენახვის დროს - შეფუთვაში.

 

ბუმბულის საბანი

ამ ტიპის საბნები ზემოთ მოყვანილ ვარიანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა სითბოს შენარჩუნების, პრაქტიკულობისა და მოვლის სიმარტივის თვალსაზრისით. პროდუქტების ძირითადი მასალაა ბატის ან იხვის ბუნებრივი ბუმბულები.

ბატის საბნები  რბილია, ხოლო იხვის -  უფრო მასიური და მძიმეა. მასალის მაღალი ღირებულება განპირობებულია იმით, რომ ბუმბულის შეგროვება შესაძლებელია მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ფრინველის ბუდობის პერიოდი მთავრდება.

ერთ ფრინველს შეუძლია შეაგროვოს დაახლოებით 30 გრამი ფუმფულა ბუმბული ამიტომ, ერთი საბნის ღირებულება დაახლოებით 10-20 ათასი დოლარია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში,  წარმოდგენილია უბრალო და ხელმისაწვდომი ვარიანტები.

უპირატესობები:

  • ელასტიურობა - შესანიშნავად ინარჩუნებს ფორმას და არ ნაოჭდება;
  • სიმსუბუქე - პროდუქტი არ ქმნის უსიამოვნო დატვირთვას ძილის დროს;
  • სინაზე - საშუალებას გაძლევთ კომფორტულად მოთავსდეთ;
  • ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა;
  • ვენტილაცია - უზრუნველყოფს ჰაერის კარგ ცირკულაციას;
  • ზამთარში შესანიშნავად ინარჩუნებს სითბოს;
  • უნივერსალური ვარიანტი ზაფხულისა და ზამთრისთვის.

ნაკლოვანებები:

  • არ არის რეკომენდებული მაღალი ტენიანობის მქონე ოთახებისთვის;
  • ბუნებრივმა ბუმბულმა შეიძლება ალერგიაც კი გამოიწვიოს.
საბანი

აქვე სასურველია გაითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები:

  • მტვრის ტკიპების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, მასალა უნდა დაექვემდებაროს ბუნებრივ ტემპერატურულ დამუშავებას: ზაფხულში უნდა გაიტანოთ მზეზე, ხოლო ზამთარში - სიცივეში;
  • მიზანშეწონილია პროდუქტის ყოველდღიურად შერყევა, რაც ხელს უწყობს შემავსებლის გაფხვიერებას;
  • იმ შემთხვევაში, თუ მას არ გამოიყენებთ, სასურველია დატოვოთ გასწორებულ მდგომარეობაში;
  • შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხვაც, ოღონდ დელიკატურ რეჟიმებზე, მაგრამ მეტი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ქიმწმენდის სერვისები.

საბანი კომფორტული ძილისა და მოსვენებისათვის

დამღლელი დღის შემდეგ კომფორტული და მშვიდი ძილი ძალების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.

საბანი კი ამ მხივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მისი ეკოლოგიური სისუფთავე და სიფაფუკე ჯანმრთელობასა და  კანის დაცვაზეა პასუხისმგებელი.

ანტიალერგიული მატერია, რომლისგანაც საბნები მზადდება, სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

საბნები იაფად უკვე ონლაინაც შეგიძლიათ შეიძინოთ, რათა თავი აარიდოთ საცობებში ზედმეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას.

საბნები სხვადასხვა სეზონზე გამოსაყენებლად

სეზონურად, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ვიყენებთ სხვადასხვა სისქის საბნებს.

თუმცა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული საბნები პასუხისმგებელია ტემპერატურის რეგულირებაზე, რომელიც ზამთარში გვათბობს, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს.

საბნები, რომლებიც ყველაზე ნატურალური მასალით იკერება, შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ, ყველაზე სწრაფად, რადგან ისურვე გთავაზობთ გადახდის მარტივ გზებს და შენაძენს სრულიად უფასოდ მოგართმევთ.

ისურვეზე შეგიძლიათ იხილოთ საოჯახო მოხმარების ტექნიკისა და ნივთების უზარმაზარი ასორტიმენტი ყველაზე ხელსაყრელ ფასად.

საბანი იაფად წარმოდგენილია საიტზე სახლის კატეგორიაში, სადაც იხილავთ როგორც საძინებლისათვის, ისე სხვა ოთახებისთვის საჭირო ნივთებს.