ელექტრო სამწვადე
სამზარეულოში ფუსფუსისა და გემრიელობების მომზადებისას უამრავი ხელსაწყო, ჭურჭელი და დეტალია საჭირო, რომელიც გემრიელი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ.
დღეს კი სამზარეულოს თანამედროვე და ძალიან საჭირო ნივთზე მოგიყვებით, რომელმაც პოპულარობა უკვე მოიპოვა და მას უამრავი მომხმარებელი ენდობა.
ელექტრო სამწვადე ჯანსაღი და გემრიელი კერძის მოსამზადებლად
მწვადი ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია, რომელიც, როგორც წესი, მაყალზე იწვება. თუმცა ისინი, ვისაც მაყალის ეზოში, ან აივანზე მოწყობის საშუალება არ აქვს, ტრადიციული არომატული მწვადის მომზადებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს.
გამოსავალი კი ელექტრო სამწვადეშია, რომელიც იდეალურად წვავს როგორც ხორცს, ასევე თევზს, სოკოსა და სხვადასხვა ბოსტნეულს.
ჩამონტაჟებული ინფრაწითელი თერმული ტექნოლოგიისა და ჰალოგენური სპირალის დამსახურებით ხორცი 10-15 წუთში იწვება იდეალურად, გამოშრობის გარეშე. ელექტრო სამწვადე ზომებისა და სიმძლავრის მიხედვის განსხვავებულია, არსებობს როგორც ექვს, ასევე რვა, ათ და თორმეტ შამფურიანი ელექტრო სამწვადეები, რომელთა შეძენაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.
ელექტრო სამწვადე ყველაზე დაბალ ფასადა და უფასო სახლში მიტანით
უკვე წლებია ონლაინ პლატფორმებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს და ახლა ნებისმიერი საჭირო ნივთისა თუ ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად ყიდვა შეგიძლიათ. თუმცა ისურვე, სხვა ონლაინ მაღაზიებისაგან განსხვავებით, ყველაზე მისაღებ პირობებს გთავაზობთ.
მწვადის შეწვა ტაფაზეც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში, პროდუქტი კალორიებისაგან არ თავისუფლდება და მთელი ცხიმი მასზე რჩება. ელექტრო სამწვადეს კი გააჩნია ცალკე რეზერვუარი, სადაც შეწვისას დაგროვილი ცხიმი გროვდება. მოხსნადი განყოფილების გასუფთავება მარტივად არის შესაძლებელი.
შამფურები დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისაგან, რომელიც არ იკრავს პროდუქტს, არ ჟანგდება და არის მარტივად რეცხვადი.
შეარჩიეთ სასურველი ზომისა და შამფურების რაოდენობის ელექტრო სამწვადე, რომელიც ძალიან სწრაფად გახდება თქვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი.
გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან, ხოლო სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადების სერვისით და გადაიხადოთ ნივთის საფასური სასურველ ვადაზე გადანაწილების გზით.