W-smart
W-Smart-ის მაღალი ხარისხის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად. ინტერნეტ მაღაზია ისურვე.ჯი-ზე. განვადება და უფასო საკურიერო სერვისი.
W-SMART ცნობილი ბრენდის Sokany-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თუმცა ქართულის გარდა უკვე მსოფლიო გაყიდვებშიც W-Smart-ის პროდუქცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რაც გასაკვირი, პროდუქციის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, სრულად არაა.
დღევანდელ აღწერაში რამდენიმე სხვადასხვა პროდუქციას მიმოვიხილავთ, რომლებიც ქალბატონებს განსაკუთრებით დააინტერესებთ, ვინაიდან, W-SMART ასორტიმენტში ძირითადად წარმოდგენილია თმის უთოები, თმის სახვევები და სხვა.
თმის ორთქლის უთო W-SMART WS-8049 ინოვაციური მოდელია რომელიც აღჭურევილია სპეციალური წყლის კონტეინერით. კომპლექტაციაში შედის გამაჯანსაღებელი კერატინის სპრეი, რომელიც ხელს უწყობს თმის გასწორებას, კვებასა და ბზინვარებას.
თმის უთო აღჭურვილია იონიზაციის ფუნქციით. ორთქლის მუდმივმი გამოყოფის სისტემა კი ხელს უწყობს თმის უკეთეს გასწორებას და ხელს უშლის თმის ბოლოების დაზიანებას.
ტექნიკური მახასიათებლები: შესაძლებელია რეგულირებადი ტემპერატურის შენარჩუნება - 110-220 გრადუსზე. მოწყობილობა განკუთვნილია ყველა ტიპის და სიგრძის თმისთვის, რომელსაც დაორთქვლის უნიკალური ტექნოლოგია და სწრაფი გაცხელების ფუნქცია აქვს. ფირფიტების საფარი კერამიკისაა, რომელსაც მუშაობის ინდიკატორიც გააჩნია.
მულტიფუნქციური სთაილერი W-SMART WS-8031 აღჭურვილია მუშაობის მანათობელი ინდიკატორით, რომლითაც შესაძლებელია მუშაობის რეჟიმების მონიტორინგი. აქვს სამმაგი ფართოპირიანი მაშა და მაქსიმალური გაცხელების ტემპერატურა 200 გრადუსია.
W-SMART სთაილერი განკუთვნილია აბსოლუტურად ყველა ტიპის თმისათვის, რომლის ძირითადი დანიშნულება დახვევა, გასწორებაა. კომპლექტში შედის კერატინის სპრეი და სარჭები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, W-SMART ცნობილი ბრენდის - Sokany-ს შვილობილი კომპანიაა ამიტომ, W-SMART გვერდით ყოველთვის შეამჩნეთ Sokany-ის თმის მოვლის საშუალებებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ბრენდი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ამდენად, სრულიად შესაძლებელია SOKANY HS-807A თმის უთოს განვიხილვაც.
SOKANY-ის სიმძლავრე 55 W-ია, ხოლო გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურაა 230°С. უთოს ზედაპირის მასალა კერამიკისაა, რომელიც აღჭურვილია დამატებითი დისპლეით. აქვს ჩართვა-გამორთვის ღილაკიც.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ასევე შესაძლებელია ტემპერატურის რეგულირება, რომლის მორგება თმის ტიპის მიხედვით შეგიძლიათ.
თმის უთო 3-1-ში W-Smart (8016)-ის სიმძლავრე შედარებით მაღალი - 60 W-ია. გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურა 300°С-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და უთოს პროდუქტიულობაზე მიუთითებს.
ზედაპირის მასალა კერამიკისაა და შესაძლებელია ტემპერატურის რეგულირება. აქვს ჩართვა-გამორთვის ღილაკი, რომელთანაც სასურველია ყურადღებით იყოთ. და ბოლოს, ხაზს გავუსვამთ იმასაც, რომ მეტი კომფორტული მუშაობისთვის, შესაძლებელია კვების სადენის ბრუნვაც.
SOKANY-ის კიდევ ერთი თმის უთო HS-950 უნდა წარმოგიდგინოთ, რომლის სიმძლავრე 55 W-მდე ადის. გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურა 230°С -ია და ზედაპირის მასალა დამზადებულია კერამიკისგან.
აქვს დისპლეი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ტემპერატურის რეგულირება. იქვეა ჩართვა-გამორთვის ღილაკი, რაც ძალიან მოსახერხებელია მუშაობის პროცესში.
და ბოლოს, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ მოდელს - თმის კერამიკულ უთოს - SOKANY HS-950B-ს რომელიც აღჭურვილია იონიზაციის ფუნქციითა და LED დისპლეით. ფირფიტების მასალა კერამიკაა, რომელიც მაქსიმალურად იცავს თმას დამწვრობისგან.
უთოს უშუალო ფუნქცია თმის პროფესიონალური გასწორებაა, რომლისთვისაც გათვლილია ტემპერატურის მაქსიმალური დიაპაზონი - 230 გრადუსი. მოწყობილობას აქვს ავტომატურად გათიშვის ფუნქცია 1 საათის შემდეგ. ტემპერატურის რეჟმებია 155-230 გრადუსი, რომელსაც 360 გრადუსით მბრუნავი სადენიც მოყვება.