ფიქსატორი სამაგრით Tolsen TOL275-10103-10106
ფიქსატორი სამაგრით Tolsen TOL275-10103-10106
165 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ზუმფარის დასამაგრებელი ხელსაწყო Tolsen TOL990-77262
ზუმფარის დასამაგრებელი ხელსაწყო Tolsen TOL990-77262
Regular price 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
კუთხის დამჭერი მაგნიტით 75LBS Tolsen TOL1419-44912
კუთხის დამჭერი მაგნიტით 75LBS Tolsen TOL1419-44912
Regular price 49.00 ლარი 47 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ჩაქუჩი Tolsen TOL1045-25173
ჩაქუჩი Tolsen TOL1045-25173
Regular price 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ურო რეზინის სახელურით TOPFINE TF170208
ურო რეზინის სახელურით TOPFINE TF170208
Regular price 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ურო რეზინის სახელურით TOPFINE TF170206
ურო რეზინის სახელურით TOPFINE TF170206
Regular price 34 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ელექტრო ფენი Tolsen TOL79100 2000W
ელექტრო ფენი Tolsen TOL79100 2000W
Regular price 85 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საჭრელი დისკი ალმასის პირით Tolsen 76747
საჭრელი დისკი ალმასის პირით Tolsen 76747
Regular price 32 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

Tolsen - ტოლსენი

ხელსაწყოების, დამხმარე აქსესუარების და ე.წ. 1001 წვრილმანის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში. ყველაზე დაბალ ფასად ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, სააქციო პროდუქტების სუპერ არჩევანი და უფასო საკურიერო სერვისი.

Tolsen - ტოლსენი

Tolsen ქართველი მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია

ქართველი მომხმარებლები პროფესიონალური ხელსაწყოებისა და დეტალების შეძენისას დიდ ყურადღებას იჩენენ და დაკვირვებულად იღებენ გადაწვეტილებას.

ტოლსენის ხელსაწყოები ქართულ ბაზარზე მოთხოვნადია, რადგან ნედლეული, რომლითაც ტოლსენი აწარმოებს მოწყობილობებსა და წვრილმან ხელსაწყოებს უძლებს დიდ დატვირთვას, არის მძლავრი და მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.

ხელსაწყოების ნაკრები და სხვა პროფესიონალური მოწყობილობები არ მიეკუთვნება ნივთებს, რომლებიც ხშირ შეცვლას საჭიროებენ, ამიტომ მათი ხარისხი უმნიშვნელოვანესია.

Tolsen სამუშაო იარაღები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად

პროდუქციის მაღალხარისხიანობა მის ფასზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა ისურვე, როგორც ყოველთვის, ცდილობს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია მაქსიმალურად მისაღებ ფასად შემოგთავაზოთ.

მრავალფეროვანი არჩევანი ხშირად მოიცავს სხვადასხვა ხელსაყრელ შემოთავაზებასა და სპეციალურ ფასდაკლებას ისურვეს მომხმარებლებისათვის.

გარდა ამისა, დამატებითი ფასდაკლება მოქმედებს ბარათით გადახდის შემთხვევაში, ხოლო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადახდის ნებისმიერი მეთოდის შემთხვევაში, უფასოა.

Tolsen Georgia - ორიგინალი პროდუქცია და ხარისხის გარანტია

როგორც აღვნიშნეთ, გარდა ელექტრო მოწყობილობებისა, დიდი პოპულარობით სარგებლობს ხელსაწყოების ნაკრებები, რომელთაც ისურვე ყველაზე დიდი არჩევანით წარმოგიდგენთ.

Tolsen Georgia ხელსაწყოების ნაკრები სხვადასხვა კომპლექტაციით, რაოდენობითა და ფასით შეგიძლიათ შეარჩიოთ საიტზე, აჩქარების გარეშე, რადგან ონლაინ კომერციის მთავარი უპირატესობა მის ხელმისაწვდომობაშია 24 საათის განმავლობაში.

ხელსაწყოების ნაკრები ისურვეზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, არჩევანში კი ტოლსენის მოდელები პოპულარულ ერთეულებს შორისაა.

ტოლსენის პროდუქცია პროფესიონალი ოსტატების საყვარელი ბრენდია, რომელთაც ყველაზე ხშირად ირჩევენ, ამიტომ ტოლსენის ისურვეზე შეძენით თქვენ დაზოგავთ ფინანსებს, დროსა და ენერგიას.

TOLSEN ბოლო რამდენიმე წელია, რაც აქტიურად გამოჩნდა ინსტუმენტების ბაზარზე და დღეს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

TOLSEN ძირითადად ორიენტირებულია  უმაღლესი ხარისხის ხელის ინსტრუმენტების წარმოებაზე და მათთვის შესაბამისი პროდუქტების დამზადებაზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ წარმოების სრულ ციკლში, [იქნება ეს: დიზაინი, წარმოება, შეფუთვა თუ  საბოლოო ხარისხის დადგენა] გადის კონტროლის უმკაცრეს ზომებს.

კომპანიაში თვლიან, რომ მათი ხელსაწყოების ხარისხი განისაზღვრება იოლი გამოყენებადობით, ეფექტურობითა და შესრულების მაღალი მაჩვენებლით. TOLSEN ინსტრუმენტების უპირატესობებია:

  • ხელმისაწვდომი ფასი,
  • სანდო ხარისხი,
  • სწრაფი მიწოდება და სხვ.

აღსანიშნავია, რომ Tolsen Tools  კომპანია მუდმივად ცდილობს გააფორთოვოს საკუთარი წარმოება და ამასთან, გავიდეს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე. ამდენად, მუდმივად ეძებენ განვითარების ახალ გზებსა და შესაძლებლობებს უცხოელ  პარტნიორებთან თანამშრომლობის მიზნით.

ნებისმიერ დიდ სადისტრიბუციო კომპანიას აქვს შესაძლებლობა, ითანამშრომლოს Tolsen-თან და მათი ხელსაწყოებისა თუ ელექტრო ინსტუმენტების რეალიზაციით, წარმატებული კონკურენცია გაუწიონ ბაზარზე არსებულ სხვა ბრენდებს.

თუკი ქართულ ბაზარზე გადაწყვიტავთ ამ ბრენდის პროდუქციის შეძენას, გახსოვდეთ, რომ isurve.ge-ს საიტზე აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ინსტრუმენტს.

არჩევანი საკმაოდ ფართოა, მაგრამ  დღევანდელ აღწერაში აქცენტს გავაკეთებთ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე.

დავიწყოთ აკუმულატორული ბურღი-სახრახნისით - Tolsen (79013), რომლის ვოლტაჟია DC 10.8V. აღჭურვილია Li-ion, 1x1300mAh ბატარეით, რომლის დატენვის დრო 3-5 საათია.  მოწყობილობის სიჩქარე დატვირთვის გარეშე 0-550 ბრ/წუთია, ხოლო ვაზნის დიამეტრი 1 - 10 მმ-მდეა. ასევე გათვალისწინებულია წინ და უკან მიმართულების ცვლის ფუნქცია. ბატარეის სიმძლავრის ინდიკატორი 3 LED ნათურაა, ხოლო ჩართვის ინდიკატორზე 1 LED ნათურაა.

Tolsen - ტოლსენი

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თუ ჩვენს საიტზე Tolsen ბურღი-სახრახნისის ყიდვას ფიქრობთ, საჩუქრად გადმოგეცემათ სახრახნისის პირების 15 ცალიანი კომპლექტი Tolsen (20365).

კომპლექტში მოთავსებულია უჟანგავი ფოლადის შემდეგი სახრახნისები:  SL5, SL6, SL7, PH1, PH2, PH3, PZ1, PZ2, PZ3, T10, T15, T20, T25, T30 და პლიუს ადაპტორი 1/4″x60mm.

საბურღის გარდა, კატალოგში ასევე წარმოდგენილი გვაქვს ელექტრო ფენი Tolsen TOL531-79100, რომლის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: მაქსიმალური სიმძლავრე 2000 W-ია, რომელსაც მუშაობის 2 რეჟიმი აქვს. მათ შორის რეჟიმი 1-ის მონაცემები შემდეგნაირია: 1000 ვტ; მაქს. ტემპერატურა - 350 °C; მაქს.ჰაერის დაბერვა- 300 ლ/წთ.

მეორე რეჟიმის მახასიათებლები ოდნავ განსხვავებულია: 2000 ვტ; მაქს. ტემპერატურა - 550 °C; მაქს. ჰაერის დაბერვა-500 ლ/წთ

გარდა ზემოთ წარმოდგენილი ფუნქციებისა, ელექტრო ფენს აქვს  გადახურებისაგან დაცვა, +550°C მაქსიმალური ტემპერატურა და 500ლ/წთ მაქსიმალური ჰაერის დაბერვა. კომპლექტში შედის: თავსაცმი წვრილი დაბოლოებით,  რევერსული, ფართოკუთხიანი  და დამცავი თავსაცმი.

Tolsen Tools პროდუქციიდან ასევე უნდა წარმოგიდგინოთ  9 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები Tolsen TOL656-85301. მოწყობილობის ძირითადი მახასიათებლებია 3მ/10ftx16მმ-იანი საზომი რულეტი,  phillips-ის ხრახნდამჭერი PH1x100მმ, SL ხრახნდამჭერი SL5.5x100მმ, 200მმ/8″ ქანჩი, 160მმ/6″ მკვნეტელა, 180მმ/7″ ბრტყელტუჩა, დანა, ძაბვის საზომი, 19მმx10yards  ლენტი და ჩანთა.

Tolsen - ტოლსენი

და ბოლოს, შემოგთავაზებთ კიდევ ერთ - ქანჩის გასაღების ნაკრებს Tolsen TOL34-15138, რომელშიც 46 ცალი ნაჭერია მოთავსებული.

ინსტრუმენტების ნაკრები  პროფესიონალი დანიშნულებისაა, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა და სწორედ ამ მიზეზითაც,  ერთ-ერთი გაყიდვადი მოდელია.

კომპლექტაცია და ზომები: 21 ცალი სარტყმელები, 13 ცალი ცირკულარული თავები, ასევე ექვსკუთხა, ბრტელთავა, ჯვარედინი, ვარსკვლავისებრი, სარტყმელები: 1/4": PH1, PH2, PH3, PZ1, PZ2, PZ3, SL4.5, SL6.5, SL8, H3, H4, H5, H6, H8, T10H, T15H, T20H, T25H, T27H, T30H, T40H. პლიუს, ქანჩი - საჭრელი, ცირკულარული თავაკები, ჰექსაგონალები, დამაგრძელებელი: 1/4": 4, 4.5, 5, 5.5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14მმ; დამაგრძელებელი  1/4": 50, 100 მმ/კარდანული შარნირი 1/4".

პროფესიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვე.ჯი-ზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთვის გამოსადეგი დანადგარი, თუ ხელსაწყო.