სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Super Max
ახალი სიტყვა ბენზოხერხების წარმოებაში. იტალიური Super Max ყველაზე იაფად და განვადებით, უფასო საკურიერო სერვისით მთელ საქართველოში.
Super Max ხელსაწყოები განკუთვნილია ძირითადად ხისა და ლითონის მასალების დასამუშავებლად.
ქართულ ბაზარზე, Super Max-ის მხოლოდ ბენზო ხერხებია წარმოდგენილი, რომლის შეძენაც ისურვეს ოფიციალურ საიტზეც შეგიძლიათ და ამ შენაძენს ჩვენი კურიერი, ქვეყნის ყველა წერტილში, სრულიად უფასოდ მოგართმევთ.
იტალიური ბენზოხერხი Super Max ძალიან გამძლე, 3 მაყუჩიანი მოწყობილობაა, რომელსაც დამატებითი ჯაჭვი და დამცავი სათვალე მოყვება.
მეტი ინტერესისთვის, განვიხილოთ ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: აქვს 3 მაყუჩი და ძრავის მოცულობაა 58cc. სიმძლავრე 3.8 KW-ია, ხოლო ბრუნვის სიხშირე წუთში - 2800. შინის სიგრძე 45 სმ-ია, ავზის მოცულობა კი - 0.55 ლიტრია.
დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, რომლის მწარმოებელი ქვეყანა იტალიაა. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ხერხის isurve.ge-ზე შეძენის შემთხვევაში, მიიღებთ დამატებით საჩუქრებს: ჯაჭვს და დამცავ სათვალეს.
ზოგადად, დანიშნულებისა და დატვირთვის მიხედვით, ხერხები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ნახევრად პროფესიონალი და პროფესიონალი მოდელები.
ხელსაწყო ძალიან მარტივი აგებულებისაა და აღჭურვილია საშუალო სიმძლავრის ძრავით. გამოიყენება ხეებისა და ბუჩქების მოსაჭრელად. ამასთან, იყენებენ შეშის, მორებისა და დაფების დასაჭრელადაც.
საყოფაცხოვრებო გამოყენების ხერხები შეზღუდულია გარკვეული სამუშაო რესურსებით, მაგალითად - უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა არ აღემატება 30-40 წუთს. მეორეს მხრივ, საკმაოდ კომპაქტურია და აქვს მცირე წონა.
აღნიშნული ბრენდის გარდა, ჩვენთან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ გერმანული ხარისხის ბენზოხერხი CHE-RAL, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით, დაახლოებით იგივენაირად გამოიყურება, როგორც Super Max ბენზო ხერხი.
CHE-RAL ხერხს 2 მაყუჩი აქვს, რომლის ძრავის მოცულობა 63cc-ია. ძრავის სიმძლავრე 3.8 KW-ია, ხოლო შინის სიგრძეა 50 სმ. ავზის მოცულობა 0.55 ლიტრია, ხმის დონე კი 116 dB-მდე აღწევს.
ხერხის მუშაობის პრინციპი შიდა წვის ძრავის ფუნქციონირებაა, რისთვისაც სპეციალურად გამოყოფილია მცირე საწვავი ავზი და ზეთის რეზერვუარი. ძრავის ბრუნვა გადაეცემა კოჭს, რომელზეც განთავსებულია ჯაჭვი.
მოწყობილობის წონის დასარეგულირებლად აქვს ორი სახელური. ერთზე არის ღილაკები მუშაობის დასაწყებად და საკეტი შემთხვევითი ჩართვისგან თავის ასაცილებლად. ხერხი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, ისევე როგორც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ყველა სხვა ბრენდისა და მოდელის ბენზო ხერხები.
გარდა იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ორივე მოდელი მახასიათებლებით ჰგავს კიდეც ერთმანეთს, აღწერაში გვინდა შემოგთავაზოთ უფრო ცნობილი ბრენდის STIHL ბენზო ხერხი, რომელიც მომხმარებელთა აქტიურობის შედეგად, საიტის ყველაზე გაყიდვად და მაღალხარისხიან მოდელად დასახელდა.
ბენზო ხერხი STIHL MS 180-ის სიმძლავრე 1500 w-ია, ხოლო ძრავის მოცულობაა 31,9 კუბური სანტიმეტრი(1.9 cu. in.). აქვს OILOMATIC ჯაჭვი - 3/8 "PMM3 და ბენზინის ავზი, რომლის მოცულობაც 250 cc-ა (241გრამი). რაც შეეხება ზეთის ავზის მოცულობას, შედარებით მცირეა - 145 cc (139გრამი).
შინის რეკომენდირებული ზომაა 30-დან 40 სმ (12"-დან 16") ROLLOMATIC® Narrow Kerf, ხმაურის დონე კი 100 დბ-მდე აღწევს.
ფუნქციური თავისებურებებია: ანტივიბრაციული სისტემა, IntelliCarb™ კარბურატორი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს საწვავის და ჰაერის მიწოდებას. როდესაც ჰაერის ფილტრი დაბინძურებულია.
მწარმოებლის რეკომენდაცია: ნუ გამოიყენებთ ბენზინს, რომელშიც 10%-ზე მეტია ეთანოლის შემცველობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ინსტრუმენტის დაზიანება