სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Ring
საუკეთესო ავტოაქსესუარების მწარმოებელი ბრიტანული ბრენდი Ring, მანქანის ნასოსების, მტვერსასრუტების, სალონის მოვლის საშუალებების და ყველა საჭირო აქსესუარის დიდი არჩევნით, გამორჩეული ფასითა და განვადების პირობებით ინტერნეტ მაღაზია Isurve.ge-ზე.
Ring საშუალებას აძლევს ყველა ავტომობილის მფლობელს, ტექნიკოსსა და სპეციალისტს, რომელსაც კომერციული ავტომობილები ჰყავს, მიიღოს მანქანისგან უფრო მეტი სიამოვნება.
ბრენდი მუდმივად ცდილობს დანერგოს ინოვაციები საკუთარი პროდუქციის წარმოებაში, რათა უზრუნველყოს მაღალი დონის ტექნოლოგიური მომსახურება როგორც მძღოლებისთვის, ისე - პროფესიონალებისთვის.
Ring მთავარი მიზანია სუკეთესო პროდუქციის მიწოდება საკუთარი მომხმარებლებისთვის. კომპანიაში კარგად ესმით, რომ პროფესიონალებს სჭირდებათ პროდუქტები, რომლებიც აკმაყოფილებენ უმაღლეს სტანდარტებს და შეუძლიათ გაუმკლავდნენ მკაცრ პირობებს.
გარდა ამისა, აწარმოებენ განათებებს, აკუმულატორიან ხელსაწყოებს და კომერციული სატრანსპორტო საშუალებების კომპონენტებს, რომლებსაც ჩაბარებამდე უმაღლეს დონეზე ათვალიერებენ, ტესტავენ და მკაცრად ამოწმებენ, რათა გამართულად იმუშაონ ყველა ვითარებაში.
ჩამოთვლილი პროდუქციის გარდა, Ring-ს წარმოდგენილი აქვს დამტენები, ვიდეო რეგისტრატორები, მანქანის ნათურები, საბურავები და სხვა.
Ring Carnation - აერთიანებს სისტემებს, რომლებიც იმართება ენერგიით, ასევე განათებას და უსაფრთხოების სისტემებს, რათა შეიქმნას უნიკალური სატრანსპორტო პაკეტი. მასში შედის Genisys TM საუკეთესო სისტემა, რომელიც განკუთვნილია სპეციალური ავტომობილებისთვის.
ხარისხის გარანტია
ყველასაგან განსხვავებით, Ring-ში ხარისხი უპირველესი არ არის, რადგან თვლიან, რომ ხარისხს უზრუნველყოფის თავად (QA) პირობები. მათ შეუძლიათ, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილზევე დატესტონ ყველა ხელსაწყო თუ მოწყობილობა. ეს კი ნიშნავს, რომ დარწმუნებულნი არიან თავიანთ პროდუქციაში - დაწყებული ნათურებით, დასრულებული დამტენებით. ყველა მათგანი მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ მომხმარებელს სურს.
Ring-ში საბურავების დატესტვა შემდეგნაირი პრინციპით ხდება: ამოწმებენ საბურავებს სიჩქარეზე და ძლიერი დატვირთვის ქვეშ. გარდა ამისა, აკვირდებიან რამდენად ადვილია მათი გამოყენება, რამდენად კომფორტულად ინახება და საბურგულში რამდენიმე თვიანი შენახვის შემდეგ, იმუშავებს თუ არა ძველებურად.
პროფესიონალებისთვის რთულ პირობებში მუშაობა გადამწყვეტია ამიტომ, თითოეულმა ხელსაწყომ უნდა იმუშაოს სტაბილურად, რთულ პირობებში და შესაძლებელი გახადოს მათი ინტენსიური გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გარკვეული ინფორმაციების შემდეგ, წარმოგიდგენთ ჩვენს საიტზე არსებულ Ring-ის რამდენიმე პროდუქციას. მაგალითად, აკუმულატორის ბატარეების დამტენი Ring RECB206 ძალიან კომპაქტური მოწყობილობაა, რომლის დასამუხტი აკუმულატორის ძაბვაა 6 V და 12 V, ხოლო დასამუხტი ძაბვა 6 ამპ.
ძირითადი მახასიათებლებია ის, რომ დასამუხტი ელემენტების ტიპი ტყვია-მჟავისაა, ხოლო ძაბვა ლოდინის რეჟიმში 0.15 А-ია. სამუშაო ძაბვა 220-240 V-ია, აკუმულატორული ელემენტების მოცულობაა 70 Ah-მდე. აქვს LED ინდიკატორები და კაბელის შესანახი განყოფილება.
კაბელის სიგრძეა 1.3 მ, ზომა შეფუთვით 247 x 273 x 118 მმ-ია, ხოლო წონაა 2.6 კგ.
არის მეორე მოდელიც - RING RECB104, რომელიც ასევე ავტომობილის აკუმულატორის დამტენია. ამ შემთხვევაში, დასამუხტი აკუმულატორის ძაბვაა 12 V, დასამუხტი ძაბვა კი 4A-ია. ძაბვა ლოდინის რეჟიმში 0.1 А-ია.
აკუმულატორული ელემენტების მოცულობაა 20-50 Ah. აქვს LED ინდიკატორები და კაბელის შესანახი განყოფილება. კაბელის სიგრძეა 1.2 მ, წონა კი 1,3 კგ-ია.
საიტზე წარმოდგენილი გვაქვს ასევე კლემების დამაგრძელებელი 6მმ², 2,5მ Ring RBC060, რომელიც თავსებადია 1,6 ლ-იანი ავტომობილებისთვის. მაქსიმალური გამომავალი დენი 150A-ია. აქვს იზოლირებული დამჭერი და ფერადი კოდირება პოლარობის სწორი იდენტიფიკაციისთვის. მასალა PVC, ქრომირებული ლითონისაა. მოწყობილობის ზომაა 6მმ² х 2.5 მ, ხოლო წონა 0.627 კგ.
და ბოლოს, წარმოგიდგენთ ელასტიურ საბუქსირე თოკს - Ring RCT1560, რომელიც უძლევს 2 000 კგ-მდე დატვირთვას. ელასტიური მასალის მქონე თოკის სიგრძე 4 მ-მდეა და აქვს 2 კაუჭი.
პროფესიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვე.ჯი-ზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთვის გამოსადეგი დანადგარი, თუ ხელსაწყო.