სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Prima Germany

ქვაბები Prima Germany-სგან ყველაზე იაფად საქართველოში, მხოლოდ ორიგინალი პროდუქცია და ონლაინ განვადების საუკეთესო პირობები. უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.

გერმანული ქვაბების ნაკრების წამყვანი ბრენდი გრანიტისა და მარმარილოს ნაწარმით, ინტერნეტ მაღაზია isurve.ge-ში.

Prima Germany ქვაბების ნაკრები

ახალი ქვაბების ნაკრები ყველა სამზარეულოს ძალიან უხდება ამიტომ, რეკომენდირებულია მათი შეცვლა ყოველ 10 წელში ერთხელ მაინც.

საუკეთესო ხარისხის სამზარეულოს  ქვაბები, რომლებიც დღეს უნდა წარმოგიდგინოთ, თურქული ბრენდის - Papilla-ს შვილობილი კომპანიის Prima Germany-საა, თუმცა იქამდე მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ ზოგადად ქვაბებთან დაკავშირებით.

ქვაბებისა და ტაფების ნაკრებებს შორის  გამორჩეულია გრანიტის, ბიო გრანიტის, უჟანგავი ფოლადის, კერამიკის, ტეფლონისა და ემალის მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, ხოლო მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით მოთხოვნადია გერმანული, იტალიური და თურქული პროდუქცია.

ზემოთ ჩამოთვლილი მასალების ქვაბებისა და ტაფების ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზეც, სადაც დაგხვდებათ რამდენიმე  წამყვანი ქვეყნის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომლებსაც მოჰყვება შესაბამისი ხარისხის სერთიფიკატიც.

ყველაზე პოპულარული და ყველაზე გამძლე იტალიური  ბრენდის Dessini-ს გრანიტის ქვაბებია, რომელთა ფასებიც  ბაზარზე განსხვავებულია.  შესაძლოა შეგხვდეთ დაბალ ფასად წარმოდგენილი მოდელები და ამ შემთხვევაში, აუცილებლად დააკვირდით რამდენ ფენიანია ქვაბების ნაკრები და რამდენად სქელი ძირი ან კედლები აქვს.

გერმანული ბრენდი Arshia წარმოდგენილია კერამიკის ქვაბების ნაკრებით.  ტეფლონისა და ემალის ქვაბებშიც არჩევანი ძალიან დიდია, თუმცა გირჩევთ ბაზარზე ცნობილი ბრენდების, იმავე Dessini-ს, Arshia-ს, Sofram-ის ან Prima Germany-ს პროდუქცია შეიძინოთ, რომელიც ხარისხითაც საუკეთესოა და ფასითაც.

მარმარილოს ქვაბების ნაკრები Prima Germany PCS-5-Grey 5 ფენიანი ძირისაა, რომლის თავსახურის მასალა მინა მეტალისგანაა დამზადებული.

ქვაბების ნაბორი Prima Germany

პროდუქცია ძალიან ენერგოეფექტურია, რომლის  გამოყენება შესაძლებელია გაზქურაზე, ჰალოგენზე,  ინდუქციურ და ელექტრო გამაცხელებელზე.  სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც მოათავსოთ და გარეცხოთ.

აქვს ანტიბაქტერიული ფენა და  არ წარმოქმნის,  არ შეიცავს ჯანრთელობისთვის საშიშ ტოქსიკურ ელემენტებს. ამასთან, ანაწილებს ზედაპირზე სითბოს თანაბრად და სწრაფად. საჭიროებს მინიმალური ოდენობის ზეთს, რაც  ხელს უწყობს საკვების სიჯანსაღეს. რაც მთავარია არ იკაწრება და არ იკრავს საკვებს.

კომპლექტში შედის: 4.5 და 2 ლიტრიანი ქვაბები, ღრმა ქვაბი 4.5 ლიტრიანი, 24 სმ-იანი დაბალი ტაფა და 3.8 ლიტრიანი ტაფა-ქვაბი.

ქვაბების ნაკრები PRIMA GERMANY 8 PCS  დამზადებულია ბიო-გრანიტის მასალისგან, რომელთა ძირის ფენების რაოდენობა 5-ია. კომპლექტში შედის 2, 3 და 5 ლიტრიანი ქვაბი, პლიუს 24 და 28 სმ-იანი ტაფა, ასევე გრილისა და თევზის ტაფაც.

Prima Germany- გრანიტის ქვაბების ნაკრები 7IN1 Red დამზადებულია 5 ფენიანი ძირისგან, რომლის თავსახურის მასალა მინისა და რბილი პლასტიკისაა.  სახელურიც ასევე რბილი პლასტიკისაა.

სამზარეულოს ქვაბები Prima Germany 7IN1 Red

რაც შეეხება მახასიათებლებს, აქვს ანტიბაქტერიული ფენა, რომელიც არ წარმოქმნის და არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს. ანაწილებს ზედაპირზე სითბოს თანაბრად და სწრაფად. საჭიროებს მინიმალური ოდენობის ზეთს, რაც უწყობს ხელს საკვების სიჯანსაღეს.

არ იკაწრება, არ იკრავს საკვებს და საკმაოდ ენერგოეფექტურიცაა. მასალა ალუმინი / გრანიტისაა, რომელიც თავისუფლად გამოყენება გაზქურაზე, ჰალოგენზე,  ინდუქციურ და ელექტრო გამაცხელებელზე. თავსახურის მასალა მინისაა და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გარეცხვა.