მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-GD692MZPE
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-GD692MZPE
Regular price 779.00 ლარი 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-GD392SZPE
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-GD392SZPE
Regular price 695 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-GD371MZPE
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-GD371MZPE
Regular price 610 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-DF383BZPE
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-DF383BZPE
Regular price 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-CD565BZPE
მიკროტალღური ღუმელი PANASONIC NN-CD565BZPE
Regular price 1,069 ლარი / თვეში 58 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის საკრეჭი PANASONIC ER508H520
თმის საკრეჭი PANASONIC ER508H520
Regular price 141 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ბლენდერი PANASONIC MX-GX1571WTZ
ბლენდერი PANASONIC MX-GX1571WTZ
Regular price 239 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბლენდერი PANASONIC MX-GX1011WTQ
ბლენდერი PANASONIC MX-GX1011WTQ
Regular price 149 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

Panasonic

Panasonic-ის იაპონური ხარისხის ტექნიკა ნებისმიერი გემოვნებისთვის, განვადებით, გარანტიით და უფასო საკურიერო სერვისით მთელ საქართველოში.

Panasonic Corporation იაპონური საინჟინრო კორპორაციაა, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრო პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ კადომაში, ოსაკას პრეფექტურაში (იაპონია).

Panasonic

2018 წელს Forbes Global 2000-ის რეიტინგში „მსოფლიოს უმსხვილესი საზოგადოებრივი კომპანიების“ ჩამონათვალში, Panasonic-მა  231-ე ადგილიდაიკავა, ბრუნვის თვალსაზრისით - 99-ე ადგილი, წმინდა მოგებით - 384-ე, აქტივების თვალსაზრისით 508-ე და საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით 395-ე.

რეიტინგის 92-ე ადგილზე მოხვდა, როგორც საუკეთესო ბრენდი, ხოლო  ყველაზე საპატიო კომპანიების სიაში მე-14 ადგილზეა. შედის 10 საუკეთესო კომპანიას შორის, რომლებიც ლითიუმ-იონურ ბატარეებს აწარმოებენ.  კერძოდ, Panasonic-ი პროდუქციას Tesla-ს ელექტრომობილებისთვის აწარმოებს.

ისტორია

1918 წელს იაპონელმა ბიზნესმენმა Konosuke Matsushita დააარსა Matsushita Electric Factory, რომელმაც დაიწყო ელექტრო გაზების და დანამატების წარმოება. 1927 წელს დაინერგა ეროვნული სავაჭრო ნიშანი, რომლის თანახმად ქარხანამ დაიწყო ველოსიპედის შუქების წარმოება.

1931 წელს პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა, რომელშიც შედიოდა რადიოებისა და მშრალი გალვანური ბატარეების წარმოება. 1933 წელს კადომაში აშენდა ახალი, ბევრად დიდი ქარხანა.

1935 წელს დაიწყო ელექტროძრავების წარმოება. ასევე 1935 წელს ჩამოყალიბდა შვილობილი კომპანია სამრეწველო აღჭურვილობის დასამზადებლად და სხვა ელექტრო  სამუშაოების საწარმოებლად.

საქმიანობა

Panasonic-ს აქვს ქარხნები მალაიზიასა  და ჩეხეთში, ხოლო 2016 წელს, საზღვარგარეთ წარმოების ოპტიმიზაციის დროს, Panasonic-მა გაყიდა თავისი ქარხნები ინდონეზიაში, რომელიც ჩინურ კომპანია Skyworth-ს მიყიდა.

კომპანიის დაყოფა:

საყოფაცხოვრებო მსხვილი ტექნიკა - კონდიციონერები, სარეცხი მანქანები, ჩასაშენებული  ტექნიკა, სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აუდიო და ვიდეო აპარატები, ციფრული და ვიდეოკამერები, ტელეფონები და სამრეწველო სამაცივრე მოწყობილობები. შემოსავლის წილი - 32%.

Panasonic

გარემოსდაცვითი სისტემები - ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიები, მათ შორის - განათების მოწყობილობებისა და მზის პანელების წარმოების ჩათვლით; შემოსავლის წილი - 23%.

საკომუნიკაციო სისტემები - საქმიანობის სხვადასხვა სფერო, მათ შორის საავიაციო, მობილური კავშირგაბმულობა, გასართობი ინდუსტრიის მოწყობილობები და სხვა; შემოსავლის წილი - 13%.

რადგან ამჟამად ძირითად აქცენტს Panasonic-ის ბრენდზე ვაკეთებთ,  აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ მათი პროდუქცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, გაყიდვების მაჩვნებელით, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რადგან პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ ფართო აქვს, ამ ეტაპზე წარმოგიდგენთ ორთქლის უთო Panasonic NI-E610TVTW-ს, ხოლო სხვადასხვა აღწერაში სხვა კონკრეტულ ტექნიკასაც მიმოვიხილავთ.

Panasonic უთო  დიდი პოპულარობით სარგებლოს ქალბატონებში. მოდელი საკმაოდ იაფია, რომელსაც აქვს სწრაფი გათბობის ფუნქცია და  მაღალი სიმძლავრე, რის გამოც კარგად უმკლავდება ნებისმიერი სახის ტანსაცმელს.

ფუნქციებით მდიდარი კომპლექტი ნამდვილად აქვს, რომელშიც ერთიანდება: ვერტიკალური ორთქლი, ავტო გამორთვა, წვეთების საწინააღმდეგო დაცვა და თვითწმენდა. წონა არც თუ დიდია, რის გამოც მოსახერხებელია მისი გამოყენება და მანევრირება. ორთქლის ხვრელების გარშემო ღარები თანაბრად ანაწილებენ მომარაგებულ ორთქლს. აქვს ავტომატური გამორთვა როგორც  ვერტიკალურ, ისე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

Panasonic

და ბოლოს, წარმოგიდგენთ სამზარეულოსთვის განკუთვნილ მოწყობილობას, რომელიც განსაკუთრებით ქალბატონებს გაახარებთ, ეს არის თანამედროვე სტილისა და ფუნქციების PANASONIC პურის საცხობი აპარატი.

ერთ-ერთი პურის აპარატი, რომელსაც არა ერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს და გაყიდვების მაჩვენებლითაც არ დაიკვეხნის - PANASONIC SD-ZB2502BTS-ია.

საცხობის ძირითადი მახასიათებლები შემდეგნაირია:

  • სიმძლავრე 550 ვტ;
  • მაქსიმალური საცხობი წონა 1250 გ;
  • საცხობი ზომების რაოდენობა 750/1000/1250 გ;
  • საცხობი წონის კორექტირება;
  • საცხობი კერძი - პური;
  • სამზარეულო პროგრამები 12;
  • სატესტო პროგრამები 3;
  • პროცესის კონტროლის ფანჯარა;
  • დისპენსერი;
  • უჟანგავი საფარი;
  • სამზარეულო სხვა დამატებითი პროგრამები;
  • სწრაფი გამოცხობის რეჟიმი;
  • შესაძლებელია პიცისა და მაკარონის  ცომის დამზადება;
  • მასალები - უჟანგავი ფოლადი;
  • ფერი - ვერცხლი
  • ზომები - (WxHxD) 256 x 382 x 389 მმ;
  • წონა - 7.6 კგ;
  • გარანტია - 12 თვე.