ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-250A, Italy
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-250A, Italy
Regular price 386.00 ლარი 358 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
შედუღების და კემპის აპარატი (სვარკა და კემპი) MONSTER MS-200MIG
შედუღების და კემპის აპარატი (სვარკა და კემპი) MONSTER MS-200MIG
Regular price 989 ლარი / თვეში 53 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 3 წელი
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-300A, Italy
ინვენტორული შედუღების აპარატი (სვარკა) MONSTER MS-300A, Italy
Regular price 469 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი

Monster

შედუღების იტალიური აპარატები და აქსესუარები Monster-ისგან, განვადება, საუკეთესო ფასი, გამორჩეული საგარანტიო მომსახურება და უფასო ადგილზე მიტანა.

კომპანია Monster Tool Company, რომელიც დაარსდა სამხრეთ კალიფორნიაში, ამჟამად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ხელსაწყოებსა და შედუღების აპარატებს.

Monster

უწყვეტი ინოვაციებისადმი სწრაფვითა  და სრულყოფილების შენარჩუნებით, კომპანიის მისიაა  შექმნას მსოფლიო დონის  პროდუქტიული და ღირებული პროდუქტი, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლის სურვილებს დააკმაყოფილებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისეთ ძირითად წარმოების სექტორებზე ფოკუსირებისას, როგორიცაა: აეროკოსმოსური, საავტომობილო, სამედიცინო, ენერგეტიკა და მძიმე ტექნიკა - Monster-ის ინსტრუმენტები არსებითად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერი სამუშაოების განხოციელებისას.

კომპანია Monster დიდ ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი თანამშრობლების პროფესიული განვითარებისთვის, რისთვისაც, 150-ზე მეტ თანამშრომელს, ხშირად უტარებენ სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და გადამზადებებს.

Monster-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც აღჭურვილია ყველანაირი უახლესი ტექნოლოგიით, გათვალისწინებულია პრაქტიკულად ყველა ოპერაციისთვის, რაც გაამარტივეს მფლობელის სამუშაოებს.

იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალური ტიპის ინსტრუმენტი დაგჭირდებათ, რომელიც ცდება Monster-ის ასორტიმენტის ჩარჩოებს, შესაძლებელია მათი დამზადება კომპანიის სპეციალისტი ინჟინრების მიერ, რომლებიც პერსონალურად თქვენზე მორგებულ  ხელსაწყოებს შექმნიან.

Monster-ში მტკიცედ სწამთ, რომ ინოვაცია და მაღალი ხარისხი ყოველთვის იტყვის თავის დადებით სიტყვას ბაზარზე. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია საუკეთესო თანამშრომლების ნიჭიერების გამოყენებასა და განვითარებაზე, რომლებიც  ყურადღებას ამახვილებენ მომხმარებლების კმაყოფილებასა და მომსახურებაზე.

კომპანიის გარემოსდაცვითი მდგრადობის მხარდაჭერა  ხორციელდება შემდეგი ღონისძიებების საშუალებით: სან-დიეგოს მზის ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი და მომავალი ინჟინერიისა და სამეცნიერო იდეების მხარდაჭერა, რომლებიც ხვალინდელ ტექნოლოგიას ქმნიან.

იმ ადამიანებმა, რომლებსაც შედუღების აპარატებთან უმუშავიათ ნამდვილად იციან, რომ შედურები დანადგარი სანდო და მუსა უნდა იყოს, Monster-ი ზუსტად ამ კატეგორიას მიეკუთვნება, ხელსაწყო რომელიც არასდროს გიღალატებთ!

შემდეგ ეტაპზე, საინტერესოა პროდუქციის წარდგენა. დავიწყოთ ინვენტორული შედუღების აპარატით - MONSTER MS-250A-ით, რომელიც წარმოებულია იტალიაში.  მოწყობილობა განკუთვნილია საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის და ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია 250-იანი გამომავალი ძაბვა, 1,6 MM-დან 4 MM-მდე ელექტროდის დიამეტრი, 140V-დან 260V-მდე მდგრადობა ძაბვის ცვლილებისას, 2,5+2მ სადენი სიგრძე და 2.4 წონა.

Monster

კომპლექტი მოიცავს MONSTER  პლასტმასის საფირმო ქეისს,  ელექტროდის დამჭერ კაბელსა და  დამიწების კაბელს.

ხელმისაწვდომი ფასების გარდა, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე შესაძლებელია როგორც ფასდაკლებები, ისე სასაჩუქრე შეთავაზებების გაკეთება. მაგალითად, შედუღების აპარატი  MONSTER MS-300A შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ  სვარკის ქამელეონი ნიღაბი.

შედუღების აპარატის გამომავალი ძაბვაა  300 (A), რომელის ძირითადად საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის გამოიყენება. ელექტროდის დიამეტრია 1,6 MM-დან 5 MM-მდე, ხოლო მდგრადობა ძაბვის ცვლილებისას 140V-დან 260V-მდეა.

სადენის სიგრძეა 2,5მ+2მ, წონა კი 2,8კგ-ია.  კომპლექტში შედის MONSTER  პლასტმასის საფირმო ქეისი,  ელექტროდის დამჭერი კაბელი და  დამიწების კაბელი.

აღნიშნულ მოწყობილობას, საჩუქარას მოყვება შესადუღებელი ნიღაბი ქამელეონი MONSTER MS-300S, რომელიც ასევე წარმოებულია იტალიაში.

ხედვის ზონაა 92 × 42 მმ, შუქ-ფილტრის - 110 × 90 × 9 მმ, შუქ-ფილტრის ოპტიკური კლასია 1/1/1/2 CE. გამუქების დონე გამორთულ მდგომარეობაში DIN 4-ია. მუქი მდგომარეობა ცვლადი ფერი, 9 ~ 13. გათვალისწინებულია ავტომატური ფერების კონტროლი, ასევე ჩართვა-გამორთვაც  ავტომატურია.

მგრძნობელობის მართვა რეგულირებადია, რომელსაც ულტრაიისფერი/ ინფრაწითელი სხივებისაგან დაცვა 16DIN-ზე აქვს. კვების წყარო კომბინირებულია - მზის ელემენტი + 1 * CR2032 ლითიუმის ბატარეა.

ნათელი მდგომარეობიდან მუქში გადართვის დრო 1/25 000 წმ-ია. სამუშაო ტემპერატურაა -5 ℃ ~ + 55 ℃, ხოლო შედუღების ტიპია: MIG/MAG/TIG/MMA/SMAW.