Mannesmann-ის 215 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები
Mannesmann-ის 215 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები
Regular price 700.00 ლარი 489 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პროფესიონალური ხელსაწყოების ნაკრები 94ც Mannesmann 98410
პროფესიონალური ხელსაწყოების ნაკრები 94ც Mannesmann 98410
Regular price 400.00 ლარი 259 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
Mannesmann-ის 215 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები და საჩუქარი არჩევით
Mannesmann-ის 215 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები და საჩუქარი არჩევით
Regular price 749 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

Mannesmann - მანესმანი

გერმანული Mannesmann-ის (მანესმანი) უმაღლესი ხარისხის ხელსაწყოების ნაკრებები ექსკლუზიურად isurve.ge-ზე. უფასო ადგილზე მიტანით და ონლაინ საბანკო განვადებით.

Mannesmann - გერმანული ხელსაწყოების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ცნობილია მთელი ევროპის მასშტაბით. სანდო და გამძლე ინსტრუმენტები მისაღები გახდა როგორც პროფესიონალი ხელოსნებისთვის, ასევე - არაპროფესიონალებისთვის, რომლებიც სახლის პირობებში იყენებენ ხელსაწყოებს.

Mannesmann - მანესმანი

Mannesmann - გერმანული ხარისხის საუკეთესო ხელსაწყოების ნაკრები ყველაზე ხელსაყრელ ფასად ისურვეზე

ისურვეზე ყველაზე მოთხოვნად ხელსაწყოების ნაკრებ მანესმანს უზარმაზარი ისტორია აქვს.

მოკლედ მოგითხროთ კომპანიის ისტორიას, რომელიც დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ხარისხის ხელსაწყოებს აწარმოებს.

Mannesmann კომპანია თავის ისტორიას იწყებს მე-18 საუკუნეში, როდესაც დამფუძნებელმა იოჰან ჰაინრიხმა  მცირე ქარხანა ინსტრუმენტებისა და ფაილების წარმოებისთვის გახსნა. მრავალი წლის განმავლობაში, კომპანია დარჩა როგორც საოჯახო ბიზნესი. სწორედ ამიტომ, დასაწყისშივე ჩამოყალიბებული ტრადიციები გადავიდა თაობიდან თაობაში და დღემდე შენარჩუნდა. ტრადიციები ემყარება ხარისხს, საიმედოობას და გამძლეობას.

მსოფლიო ისტორიაში, კომპანიამ საკუთარი სახელი ჩაწერა, როგორც ლითონის გადამამუშავებელი ინდუსტრიის ნაწილი. თავის საქმიანობაში მან არაერთხელ მოახდინა ტექნოლოგიური პროგრესი და ხშირად მოქმედებდა,  როგორც ინდუსტრიის ინოვატორი.

მანესმანი - ხარისხი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იხვეწებოდა და მიაღწია მსოფლიო აღიარებას

Mannesman ხელსაწყოების ნაკრები მაღალი ხარისხის მასალით იქმნება.

საბოლოოდ ასეთი ხარისხის მიღებას მრავალი წლის მუშაობის შედეგად მიაღწია მწარმოებელმა.

მრავალი იდეა, იოჰან ჰაინრიხმა,  XIX საუკუნის ბოლოს განახორციელა. ამ იდეებიდან უმეტესობა დღემდე გამოიყენება. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანის გარეშე, გარკვეულ სექტორებში ინდუსტრიული წარმოება შეუძლებელიც კი იქნებოდა.

მეოცე საუკუნეში Mannesmann-ის კომპანია რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გახდა ცნობილი: ბლიდინჰაუზენში დაიწყო საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა და  სასოფლო-სამეურნეო აპარატების წარმოება. 1931 წელს, ძმებმა ალფრედმა და კარლმა დააარსეს ერთობლივი კომპანია  Brüder Mannesmann AG.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 1977 წელი, როდესაც დაიწყო შესანიშნავი Mannesmann ინსტრუმენტების  წარმოება. თავიდან მათი ასორტიმენტი არც თუ ისე დიდი იყო. ამასთან, მომდევნო წლებში იგი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეს  ათასზე მეტ პროდუქტს მოიცავს.

ამჟამად Mannesmann  აწარმოებს ინსტრუმენტების 3 მთავარ ხაზს. საშინაო მოხმარებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებისა და ელექტრო ინსტრუმენტების სრული სპექტრის გარდა, არსებობს პროფესიონალური დონის იარაღებიც. ანუ, ხაზი მოიცავს ხელსაწყოებს ხელოსნების და პროფესიონალებისთვის. მწვანე ხაზი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხელსაწყოების წარმოებას ISO მოთხოვნების შესაბამისად.

Mannesmann - მანესმანი

აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს საიტზე არსებული პროდუქცია Mannesmann-ის  ხელსაწყოების ნაკრები (M98430), რომელიც საუკეთესო ხარისხის, ორიგინალი, გერმანული ხელის 215 ცალიანი ინსტრუმენტებია.

ნაკრები მოიცავს ქანჩის  12 ცალ გასაღებს, რომელთა ზომაა 8-დან  22 მმ-მდე;

თავაკებს (ბიტებს)5/16", რომლებიც მოიცავს:  SL6 დან დაწყებულ  SQ2-ით დამთავრებულ სხვადასხვა ზომის ბიტებს და  პლიუს 74 ცალ ინსტრუმენტს. ასევე იპოვით ექვსწახნაგა ქანჩებს 1.27-დან 5 მმ-მდე,  კომბინირებული ქანჩებს 8-დან 22 მმ-მდე.

გარდა ამისა, ნაკრების კომპლექტში შეგხვდებათ ტორცული თავაკები შემდეგი ზომებით: 4 - 32 მმ, დამატებით თავაკები: 1/4", 3/8",  1/2", Е- ტიპი, ექვსწახნაგა, წაგრძელებული, სარტყმით, სასანთლე 16, სასანთლე 21. ასევე ქანჩი - ტრეშოტი, ბერკეტი, დამაგრძელებელი  და კარდანული შარნირი თავაკებისათვის.

ტორცული თავაკები  დაწყებული 4 მმ-დან, დასრულებული  32 მმ-მდე. გრძელები 4მმ-დან 10 მმ-მდე ზომის. მოკლედ, Mannesmann-ის  ხელსაწყოების ნაკრები  ძალიან მრავალფეროვანია, ხოლო სურვილის შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ჩვენს საიტზეც გაეცნოთ.

წარმოება ექვემდებარება მკაცრი შიდა ხარისხის კონტროლს. ამასთან, ყველა ინსტრუმენტი დამატებით შემოწმებულია დამოუკიდებელი ინსტიტუტების TÜV და VPA მიერ. Mannesmann არის ინსტრუმენტებისა და მასალების სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების წევრი (Forschungsgemeinschaft Werkzeuge und Werkstoffe e.V.). კომპანიაში მოქმედი ხარისხის მართვის სისტემის წყალობით, მიღებული აქვთ მრავალი ჯილდო.

დღეს Mannesmann-ს უამრავი პარტნიორი ჰყავს მთელ მსოფლიოში და კომპანიას აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ევროპის ყველა ქვეყანაში. გარანტიის ხელსაყრელი პირობები, საუკეთესო ფასი და თანმიმდევრული ხარისხი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ხელსაწყოების ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზე, განვადებით, უამრავი ფასდაკლებითა და საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, შენაძენის უფასო მიტანის სერვისით.