სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Makita - მაკიტა საქართველოში
ლეგენდარული Makita ხელსაწყოების, დანადგარების და აქსესუარების ყველაზე დიდი კოლექციით, საუკეთესო ფასად საქართველოში. განვადება სახლიდან გაუსვლელად და უფასო საკურიერო სერვისი ისურვე.ჯი-ზე.
Makita - პროფესიონალი ოსტატების რჩეული ბრენდი
სხვადასხვა სარემონტო ან ავეჯის ასაწყობი სამუშაო უამრავ სპეც. მოწყობილობას საჭიროებს, რომელთაც პროფესიონალები ყველაზე ობიექტურად აფასებენ.
ხელსაწყოების არჩევანი, რომელიც ქართულ ბაზარზეა შემოთავაზებული იმდენად მრავალფეროვანია, რომ შერჩევისას მომხმარებლებმა უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინონ.
უამრავი ბრენდის მოწყობილობები ერთმანეთისაგან ხარისხით, სიმძლავრითა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მახასიათებლით განსხვავდებიან. ამიტომ, იმისათვის, რომ დაგეხმაროთ თქვენთვის ყველაზე საჭირო მოდელის შერჩევაში, წარმოგიდგენთ ცნობილი ბრენდის - მაკიტას პროდუქციას.
Makita სამშენებლო ხელსაწყოები ყველაზე იაფად ისურვეზე
ვიდრე კონკრტული მოდელების აღწერაზე გადავიდოდეთ, მოკლედ მის ასორტიმენტზე მოგახსენებთ, რომელსაც ისურვეზე შეხვდებით.
დრელები, კუთხსახეხები, ლაზერები, ელექტრო ხერხები და სხვადასხვა საჭირო ხელსაწყო ისურვეზე ყველაზე იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ, ასევე გთავაზობთ სხვადასხვა სპეციალურ შემოთავაზებასა და სააქციო ფასს ყველაზე გაყიდვად მოდელებზე.
ონლაინ ბარათით ყიდვისას კი ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებით, ხოლო შენაძენს ყველაზე სწრაფად მოგართმევთ სასურველ მისამართზე სრულიად უფასოდ.
Makita Georgia პროდუქცია ონლაინ განვადების ყველაზე ხელსაყრელი სერვისი
მათ, ვისაც სასურველი ხელსაწყოს შეძენისას ღირებულების ერთიანად გადახდა არ სურს, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ განვადების სერვისით, რომლის შევსებაც სულ რამდენიმეწუთიან პროცედურას გულისხმობს.
უნდა შეარჩიოთ სასურველი ბანკი და განვადების ვადა, რაც საშუალებას მოგცემთ ნივთის ღირებულება ეტაპობრივად გადაიხადოთ და გადაანაწილოთ სასურველი რაოდენობის თვეებზე.
შევსებაში კი ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან, გაგაცნობენ განვადების უმარტივეს პირობებს და შეავსებენ განვადების განაცხადს.
მაკიტა - ბრენდი, რომელმაც დაამტკიცა რომ იმსახურებს ნდობას
პროფესიონალური ხელსაწყოები არ შედის იმ ნივთების სიაში, რომლებიც მალე შეცვლას საჭიროებს, პირიქით, მათი ერთ-ერთი დადებითი თვისება სწორედ დიდი ხნის განმავლობაში პირვანდელი თვისებების შენარჩუნებაში გამოიხატება.
მაკიტა კი ნამდვილად იმსახურებს ნდობას, რადგან მისი მაღალხარისხიანი მასალა მრავალი წელი შეასრულებს რთულ სამუშაოს და გაგიმარტივებთ საქმეს.
მაკიტას მაღაზია ყველაზე მისაღები პირობებით
ონლაინ კომერცია დღითიდღე ვითარდება. ამიტომ მას უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ენდობა, ისურვე კი ქართული ონლაინ კომერციის N1 წარმომადგენელია, რომელიც მაკიტას პროდუქციას ყველაზე ხელსაყრელი პირობებით გთავაზობთ.
ნუ დახარჯავთ ზედმეტ დროსა და ფინანსებს მაღაზიიდან მაღაზიაში გადაადგილებისას საცობებში, რადგან გაქვთ საშუალება, სახლიდან გაუსვლელად, აუჩქარებლად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეარჩიოთ სასურველი ნივთები.
მაკიტას ხელსაწყოები წარმოების მრავალწლიანი გამოცდილებით
Makita-ს ისტორია, ისევე როგორც ბევრი სხვა დიდი კომპანიის ისტორია ამომავალი მზის ქვეყანაში - იაპონიაში იწყება. 1915 წელს, ნაგოიაში, ახალგაზრდა მეწარმემ - მასაბურო მაკიტამ, თანამოაზრე ადამიანებთან და ამხანაგებთან ერთად, დააარსა Makita Electric Works.
თავდაპირველად, კომპანიის ძირითადი საქმიანობა იყო განათების მოწყობილობების შეკეთება და გაყიდვა, ასევე ტრანსფორმატორების და ელექტროძრავების შეკეთება. Makita თავიდან საქმიანობას ავტოფარეხში ეწეოდა, მაგრამ მუდმივი მხარდაჭერით, ტრანსფორმაციით, მეგობრებისა და თანამშრომლების პროფესიონალიზმის გაუმჯობესებით, კომპანიამ შეიმუშავა და გააფართოვა თავისი წარმოება.
საწყის ეტაპზე, Makita-მ თავისი გეოგრაფიული და ტერიტორიული გაფართოება ჯერ იაპონიის ქალაქებში დაიწყო , ხოლო 1920 წლის ბოლოს შევიდა გლობალური ბაზრის ზონაში.
ამ დროის განმავლობაში, გაიზარდა მოთხოვნა ელექტრო მოწყობილობებსა და მათთან დაკავშირებულ ხელსაწყოებზე, რამაც Makita Electric Works-ს საშუალებას მისცა საკუთარი ნიშა დაემკვიდრებინა ბაზარზე. ამ ნაბიჯმა Makita-ს საშუალება მისცა გაეძლიერებინა თავისი წამყვანი პოზიცია იაპონიის ბაზარზე, ჩამოეყალიბებინა წინსვლისთვის განკუთვნილი ინვესტიცია და განევითარებინა წარმოების ყველა გზა.
მას შემდეგ, რაც Makita ცნობილი ბრენდი გახდა, მისი პროდუქტების შეუდარებელმა ხარისხმა და გამძლეობამ, პროფესიონალი მომხმარებლების ნდობა მარტივად მოაპოვებინა. მთელს მსოფლიოში, სამშენებლო სექტორს, Makita საუკეთესო პროდუქციის ელექტრო ხელსაწყოებს აწვდის, რომლებიც გამოირჩევა: ძალით, მინიმალური ვიბრაციით, შესრულებით, კომპაქტურობით, მაღალხარისხიანი მასალებითა და გამძლეობით.
მაკიტას პროდუქციის შეძენით, თქვენ ზუსტად იცით რომ იძენთ საუკეთესოს, შენაძენს რომელიც წლობით ერთგულად გემსახურებათ!
და სწორედ ამის საილუსტრაციოდ, წარმოგიდგენთ თანამედროვე ტიპის ბალგარკას: მძლავრი, 750 ვატიანი ელექტროძრავის და 11 ათასი რევოლუციის წყალობით, ცნობილი იაპონური ბრენდის კომპაქტური ბალგარკა Makita GA 4530, იდეალურად მუშაობს, რომელიც გამოიყენება საჭრელად, გასახეხად, ასევე ლითონის და ქვის გასაპრიალებლად. ხელსაწყოს დიამეტრია 115 მმ, საფქვავის წონა კი 1.8 კგ-ია.
GA 4530-ის ერთ-ერთი უპირატესობა სახელურის გაზრდილი კუთხეა, რომელიც ხელსაწყოს გამოყენებას ბევრად უფრო მოსახერხებელს ხდის. აპარატის მთავარი უპირატესობა მტვრისგან დაცვაა.
უპირატესობები:
- კომპაქტური ზომა და მსუბუქი წონა;
- საიმედოობა;
- მოსახერხებელი დახრის სახელური;
- კარგი დაცვა აბრაზიული მტვრისგან;
- მოსახერხებელია, როდესაც ერთი ხელით მუშაობთ.
ნაკლოვანებები:
- როტაციის სიხშირის რეგულირების ნაკლებობა;
- დამცავი საფარი უზრუნველყოფილია მხოლოდ გასაღებით.
პროდუქციის წარდგენისას, Masaburo Makita-მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ერგონომიკას და ინსტრუმენტის შესრულების ტექნიკურ სიმარტივეს, რომელიც გამორჩეული უნდა ყოფილიყო მაღალი ეფექტურობით. საკუთარი წარმოების ტექნოლოგიების გამოყენებით, MAKITA-მ უდაოდ მოიპოვა აღიარება, როგორც პროფესიონალების, ისე - მოყვარულთა მხრიდან.
Makita DF330DWE მსუბუქი (მხოლოდ 880 გრ) ელექტრო საბურღი იყენებს ბატარეებს 10.8 ვ ოპერაციული ძაბვითა და 1.3 ა*სთ სიმძლავრით. მსუბუქი წონისა და კომპაქტურობის გამო, მოსახერხებელია რთულ ადგილებში სამუშაოდ და გადასატანად.
Makita-ს მოდელებში, ფასის თვალსაზრისით, ეს მოწყობილობა უფრო მაღალფასიანია, მაგრამ ამის მიუხედავად, ნამდვილად მიიღებთ საუკეთესო ხელსაწყოს, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ, თუნდაც რთულ ამოცანებთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, მრავალი მოდელის ჩინეთში წარმოება მნიშვნელოვნად აისახება ხარისხზე. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ ამ მოდელს არა პროფესიონალური პრაქტიკისთვის, არამედ სახლის პირობებში გამოყენებისთვის.
ძირითადი უპირატესობები:
- კომპაქტური და მსუბუქი წონა;
- კარგი ბრუნვის მაჩვენებელი
უარყოფითი:
- ბატარეები საკმაოდ სწრაფად იცლება. ამიტომ, Makita იყენებს ბრენდირებულ ბატარეებს მხოლოდ მცირე რაოდენობის მოდელებში.
MAKITA-ს წარმატება დაფუძნებულია:
მუდმივ ადაპტაციასთან, რომელიც გულისხმობს ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებას;
პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის მაღალ დონეს;
თანამშრომელთა პროფესიული თვისებების გაუმჯობესებასა და მათი კვალიფიკაციის მუდმივ გაუმჯობესებას.
კომპანიის ისტორია ამავე დროს გვიჩვენებს, რომ Makita-ს ელექტრო ხელსაწყოების შემუშავებასთან ერთად, ისინი მუდმივად ზრუნავენ პროდუქციის გასაუმჯობესებლად და მომხმარებლების ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. MAKITA ხელსაწყოების გარდა, კომპანიამ წარმოადგინა DOLMAR და MAKTEC ბრენდები.