კენვუდის ჩოფერი
კენვუდის ჩოფერი - ყველა მოდელი, გარანტია, სუპერ ფასი და ონლაინ საბანკო განვადება. უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
კენვუდის ჩოფერი - თქვენს სამზარეულოში დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა, თა, როგორი - ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას აუცილებელიც კი
პირველ რიგში ბრენდით დავიწყოთ. კენვუდი - ეს ძალიან ცნობილი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაშია წარმოდგენილი და თავისი დარგის ერთ-ერთი ლიდერია, თუ რამ განაპირობა ეს ლიდერობა, ამას უფრო დეტალურად აგიხსნით.
ორგანიზაცია აქცენტირდება მხოლოდ და მხოლოდ სამზარეულოს ელექტროტექნიკის წარმოებაზე, და ამ სფეროში ნამდვილად გამორჩეულია.
მართლა გამორჩეულია. არა იმიტომ რომ ახლა კენვუდის ბრენდის შესახებ გიყვებით, არამედ იმიტომ რომ მათ შეძლეს ზოგადად ნათქვამი ფრაზები „შევუქმნათ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი“ და
„ვიფიქროთ მომხმარებელზე“ რეალობაც ექციად.
თუ ცოტა დაუჯერებლად ჟღერს - მაშინ მარტივ ფაქტს მოგიყვანთ დამადასტურებლად. კომპანიის ტექნიკის დიზაინერმა კენეთ გრანჟმა რაინდის წოდებაც კი მიიღო მომხმარებლების სამზარეულოს კომფროტში შეტანილი წვლილისთვის.
და კიდევ უფრო მეტიც - კომპანიამ უცბად აღიარა რომ მათი ცოდნა ტექნიკის ყველა სფეროს არ სწვდებოდა, და ამიტომ პირდაპირ, შესყიდვით დაიმატეს ყავის აპარატების საუკეთესო ტექნიკის მწარმოებელი - დელონგის ყავის აპარატების შემქნელი კომპანია.
ჩოპერს, იგივე ჩოფერსა თუ სამზარეულოს კომბაინს რაც შეეხება.
ეს მოწყობილობა ძალიან მრავალმხრივი და მულტიფუნქციურია. მას შეუძლია დაჭრა (მაგალითად ვაშლის დაჭრა თქვენთვის სასურველ ზომებად, ან მჟავე კიტრის), დაქუცმაცება (მაგალითად ოლივიეს მოსამზადებლად), ძალიან დაქუცმაცება (მაგალითად მწვანილის ან ხახვის დასაჭრელად), ცომის მოზილვა და სხვა.
თითოს ერთი შეხედვით მარტივი ფუნქციაა, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ, კერძის მომზადებისას ერთ-ერთი ძირითადი დრო სწორედ ამ პროცესზე მიდის.
და მის გამარტივებას, დაჩქარებას, და ასევე ხარისხის გაუმჯობესებას ხშირად აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა კერძის მომზადების დროსა და გემოზე.
განსაკუთრებით თუ ვფიქრობთ კენვუდის დიდი ჩოფერის ყიდვას (რომელსაც უკვე სამზარეულოს კომბაინი ეწოდება) - ეს ყოველისშემძლე მოწყობილობა ხშირად ხორცსაც და ცომსაც კი ამუშავებს.
უზარმაზარი ჩოფერი კომბაინი 11-16 ჭიქის ზომისებია. ნორმად 7-11 ჭიქა ითვლება.
აი მინი ჩოფერი კი, რომელსაც უბრალოდ ჩოპერს ან ჩოფერს უწოდებენ ხოლმე ხშირად 1-5 ჭიქის რეინჯში ტრიალებს და უფრო მარტივი ფუნქციებისთვის გამოიყენება.
მინი ჩოფერიბს შედარებით ნაკლები ტიპაჟის დანები მოყვებათ, და უფრო გამოიყენება ხახვის დაჭრის, მწვანილის დაქუცმაცებისა და სხვა შედარებით მარტივი პროცესებისთვის.
უშუალოდ კენვუდის ჩოფერის ყიდვისას რამდენიმე კომპონენტი უნდა გაითვალისწინოთ:
- სისწრაფე - ჩოფერებს ძირითადად ორი ან სამი რეჟიმი აქვთ ხოლმე - ჩართვა/გამორთვა და პულსი, ან მაღალი და დაბალი სისწრაფის პულსირება. ამაზე მეტი არ გჭირდებათ.
- მულტიფუნქციური აქსესუარები - დახეხვისა და დაჭრის დანები სტანდარტულ ჩოფერებს ძირითადად მოყვებათ, ზოგს კი დამატებით წვენის დაწურვის ფუნქციაც აქვს და სხვა დანებიც კი.
- ცომის დანა - ცომის მოსაზელად.
- თაჩფედით კონტროლი - ადვილი გასაწმენდია და ნამდვილად რეკომენდებულია.
- მაქსიმუმის ზოლი - რომ იწოდეთ სადამდე შეიძლება გაავსოთ ჩოფერი სითხით რომ არ გადმოვიდეს.
- შესანახი კონტეინერები - ეს სავალდებულო არ არის რომ ჰქონდეს, ბევრ ძალიან ძვირიან ჩოპერსაც არ მოჰყვება მსგავსი დანამატები.
მისაწოდებელი მილაკი - განიერი მილაკი კარგი იქნება იმ კუთხით რომ კარტოფილებისა და ვაშლების დაჭრა არ მოგიწევთ მასში ჩასადებად.
თუ ჩოფერით ხართ დაინტერესებული, გირჩევთ, იხილოთ ჩოფერი Bosch, რომელიც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია.