HP
HP-ის მსოფლიოს დონის საოფისე ტექნიკა ოფიციალური გარანტიით. საუკეთესო ფასი, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
Hewlett-Packard (HP) არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია, რომელიც დაარსდა 1939 წელს. კომპანია უზრუნველყოფდა ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის აპარატურის მიწოდებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
2015 წლის 1 ნოემბერს იგი ორ კომპანიად გაიყო: HP Inc. და Hewlett Packard Enterprise.
დაარსდა 1939 წლის 1 იანვარს, როგორც საზომი ხელსაწყოს მწარმოებელი, რომლის დამფუძნებლებად ითვლებიან სტენფორდის უნივერსიტეტის ახალი კურსდამთავრებულები - William Hewlet & David Packard. კომპანიის სახელი შედგებოდა თანადამფუძნებლების სახელებისგან.
საწყისი კაპიტალი მხოლოდ 538 აშშ დოლარს შეადგენდა, კომპანიის პირველი ოფისი კი ჩვეულებრივი ავტოფარეხი იყო პალო ალტოში (კალიფორნიაში).
1966 წელს კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში პირველი (Wired ჟურნალის თანახმად) მინი კომპიუტერი - HP 2116A.
1968 წელს კომპანიამ შექმნა მსოფლიოში პირველი დესკტოპის სამეცნიერო პროგრამირებადი კალკულატორი - HP 9100A . HP 9100A-ს ჰქონდა 16 ნომრის ან 196 ინსტრუქციის მეხსიერება (ინსტრუქციები და მონაცემები იწერებოდა იმავე მეხსიერების არეალში), კათოდური დისპლეი, რომელიც პრინტერთან და მაგნიტური ბარათების წამკითხველთან ერთად, 4900 დოლარი ღირდა.
კალკულატორი იყენებდა ტრანზისტორის ლოგიკას. როდესაც იგი გამორთული იყო ქსელიდან, მეხსიერება არ იშლებოდა. უფრო მეტიც - თუ მოწყობილობა დათვლის დროს, ქსელიდან ითიშებოდა, ჩართვისას დათვლა განახლდებოდა იმ წერტილიდან, საიდანაც იგი შეწყდა.
1972 წელს კომპანიამ გამოუშვა მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ჯიბის კალკულატორი, HP-35 და 1974 წელს მსოფლიოში პირველი პროგრამირებადი მიკრო კალკულატორი HP-65.
1975 წელს კომპანიამ შეიმუშავა ინტერფეისი HP-IB (interface bus), რომელიც მიღებულ იქნა, როგორც საერთაშორისო სტანდარტი, პერიფერიული მოწყობილობების კომპიუტერთან დასაკავშირებლად.
1977 წელს კომპანიამ შემოიტანა HP-01 - კომბინირებული ციფრული მაჯის საათი, კალკულატორი და პირადი კალენდარი. 1984 წელს გამოვიდა დაბალფასიანი ThinkJet პრინტერი და ყველაზე წარმატებული ლაზერული პრინტერი - HP LaserJet.
1988 წელს გამოვიდა პირველი მასობრივი წარმოების DeskJet პრინტერი. 1986 წელს კი დარეგისტრირდა დომენი hp.com, რომელიც ერთ-ერთი ძველი დომენია ინტერნეტში.
1993 წელს გამოვიდა „სუპერპორტატული“ პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც HP OmniBook 300 ბატარეა აქვს. 1994 წელს კომპანიამ შექმნა მსოფლიოში ყველაზე ნათელი განათების დიოდი (LED).
იმისათვის, რათა კომპანიის ისტორია და განვითარება უკეთ დავინახოთ, წარმოგიდგენთ HP ნოუთბუქებს, რომლებიც უკეთ დაგვანახებს მათ ტექნოლოგიურ მახასიათებლებს.
ნოუთბუქი HP Pavilion 4RN97EA
ეკრანის ზომა 15,6' ინჩიანია, რომელსაც გაფართოების დიაპაზონი 1920 x 1080-ზე აქვს. ეკრანის ტიპია SVA, ხოლო ეკრანის ზედაპირი Anti-glare.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პროცესორი, რომელიც Intel Core i7 ტიპისაა. პროცესორის მოდელი 8250U-ია, რომელსაც 4 ბირთვი და ნაკადების 8 სიხშირე აქვს.
მოწყობილობის საერთო სიხშირე 1800 MHz-ია, ხოლო მაქსიმალური სიხშირე 4000 MHz, რაც ცუდი მაჩვენებელი სულაც არ არის.
რაც შეეხება მეხსიერებას, ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება: RAM – 8192, ტიპი - DDR4, სიხშირე - 2400 mhz, მყარი დისკი/SSD, HDD - 1000, HDD rpm – 5400.
ვიდეოდაფა:
- ვიდეო კარტა: NVIDIA;
- გრაფიკული კონტროლერი: Geforce MX150;
- ტიპი: დისკრეტული;
- მეხსიერება: 2048;
- ბიტი: 64;
- ბარათის ტიპი: GDDR5.
დამატებითი მახასიათებლები:
- აქსელერომეტრი(G-sensor): კი;
- ოპერაციული სისტემა: Free Dos;
- კამერა: კი(HP Wide Vision HD);
- დინამიკი: 2;
- მიკროფონი: 2;
- Bang & Olufsen: კი ;
- ინტერფეისი: HDMI; USB 3.1(2); USB Type-C; RJ-45; ყურსასმენების პორტი;Kensington Lock;
- ბარათის წამკითხველი: SD, SDHC, SDXC;
- კავშირი: Bluetooth(4,2); Wi-Fi(802.11 a/b/g/n/ac); Lan Card: (10/100/1000);
- კლავიატურა: Backlighting; Num Lock Pad;
აკუმულატორი მუშაობს 11,30 საათის განმავლობაში, რომელსაც აქვს სწრაფი დამუხტვა: 50% - 45წთ-ში. და ბოლოს, რაც შეეხება ფიზიკური პარამეტრებს, ვერცხლისფერი HP ნოუთბუქის ზომა 361.6 x 17.9 x 245.6 მმ-ია, წონა 1,93 კგ, ხოლო კორპუსის მასალა დამზადებულია პლასტმასისგან.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ HP-ის ლეპტოპების შეძენა ნამდვილად ღირს, გარდა უმაღლესი ხარისხისა HP-ის ნოუთბუქები წლობით ერთგულად მოგემსახურებათ.