უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Hoffner 1HF-8PCS-Elegance
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Hoffner 1HF-8PCS-Elegance
Regular price 150.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

Hoffner

უჟანგავი ფოლადის მასალისგან დამზადებული გერმანული ქვაბების ბრენდი Hoffner ყველაზე იაფად საქართველოში. უფასო საკურიერო სერვისი ყველგან და ონლაინ საბანკო განვადება.

Möbel Höffner  გერმანული მწარმოებელია, რომელსაც ავეჯის 22 ცენტრი აქვს წარმოდგენილი. კომპანიის დევიზი „სადაც ცხოვრება იაფია“ ზუსტად ხსნის საოჯახო, ტრადიციული ბიზნესის წარმატების მთავარ ამოცანას, სადაც ხარისხიანი პროდუქტი დაბალ ფასში ყველასთვის ხელმისაწვდომია.

Hoffner

Möbel Höffner-ის ექვსი ცენტრალური საწყობი ისეა  გადანაწილებული, რომ თითოეული მათგანი უზრუნველყოფს ავეჯის  მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე დროში. კომპანიის თანამედროვე მაღალსართულიან საწყობში, შესაძლებელია დაახლოებით  100 000  რაოდენობის ავეჯის შენახვა, რომელიც განთავსებულია  600 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც კონტროლდება კომპიუტერული ფუნქციებით,  სერვისების  მაქსიმალურად სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის 750 სატვირთო მანქანა ყოველწლიურად 1.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.

კომპანიის ისტორია

კრიგერის ოჯახს, რომელიც Höffner Möbelgesellschaft-ის მფლობელია, დიდი ხნის ისტორია  აქვს ავეჯის  წარმოების ინდუსტრიაში და ამჟამად, მას კრეიგერების  ოჯახის მეოთხე თაობა მართავს.

ყველაფერი 1874 წელს ბერლინში დაიწყო. ცოტახანში Höffner-ის მცირე კომპანიამ სწრაფად დაიწყო ზრდა და 1940-იან წლებში არსებული მცირე საოჯახო ბიზნესი  ავეჯის უმსხვილეს მაღაზიად იქცა, მაგრამ  ბერლინის კედლის მშენებლობამ, Höffner-ის ბიზნესი განადგურების პირას მიიყვანა.

თუმცა, 1967 წლისთვის, Höffner-მა კვლავ დაიწყო აღორძინება. ბრენდის აღდგენით, მეწარმე კურტ კრიგერმა დაიწყო  წარმატების  უნიკალური ისტორიის შექმნა დასავლეთ ბერლინში. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, საოჯახო ბიზნესმა კვლავინდებურად გააგრძელა ზრდა.

დღეს Möbel Höffner  გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი საცალო მოვაჭრეა, რომლის დაქვემდებარებაშია: 22 ავეჯის ცენტრი,  6000 თანამშრომლი, ექვსი ცენტრალური საწყობი და 750-ზე მეტი სატვირთო მანქანა.

Höffner-ის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ, როგორც ავეჯის მწამოებელ წარმატებულ კომპანიაზე, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ბრენდი დაკავებულია არა მხოლოდ ავეჯის, არამედ - სამზარეულოს ჭურჭლის წარმოებითაც.

Hoffner

დღევანდელ აღწერაში ვისაუბრებთ არა კონკრეტულად ავეჯზე, არამედ Höffner-ის ჭურჭლის ნაკრებზე, რომელიც წარმოდგენილია ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე და პოპულარობის თვალსაზრისით, საკმაოდ მოთხოვნადი ბრენდია.

მაგალითისთვის რომ შემოგთავაზოთ, ერთ-ერთია უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები HOFNNER HF-8PCS-Elegance, რომლის ფოლადის სინჯი 18/10-ია. ქვაბების კედლების სისქე 0.8 მმ-ია, რომელსაც 5 ფენიანი ძირი აქვს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასალა უჟანგავი ფოლადისაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ. თავსახურის მასალა მინისაა, ხოლო აქსესუარები - უჟანგავი ფოლადის.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ის, რომ  HOFNNER ქვაბები  ახდენენ ენერგიის ეკონომიას, არ იკრავენ საკვებს და იოლად ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

გამოყენება შესაძლებელია გაზქურაზე, ჰალოგენზე, ინდუქციურსა და ელექტრო პლიტაზე. კომპლექტაციაში შედის დიდი (6.5ლ), პატარა (2.9 ლ), საშუალო (4 ლ) ზომის ქვაბი და ასევე სოუსის ქვაბიც (2.1 ლ).

არის კიდევ ერთი უჟანგავი ფოლადი ქვაბების ნაკრები HOFNNER HF-6-SL, რომელიც წარმოებულია გერმანიაში. ქვაბებს 7 ფენიანი ძირი აქვს, რომელიც უჟანგავი ფოლადის მასალისგანაა დამზადებული.

თავსახური მინისაა, რომელსაც სითბოს რეზისტენტული სახელურები აქვს. გარდა ამისა, ქვაბები ახდენს ენერგიის ეკონომიას, არ იკრავს საკვებს და მარტივად ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც. გამოყენება შესაძლებელია გაზქურაზე, ჰალოგენზე, ინდუქციურსა და ელექტრო პლიტაზე.

კომპლექტაციაში შედის 8; 3.6; 2.7 ლიტრიანი ქვაბები და დამატებით სოუსის ქვაბი, რომელიც 2 ლიტრიანია.

Hoffner

Hoffner ქვაბების ნაკრები საკმაოდ ორიგინალური, პრაქტიკული და მაღალი ხარისხისაა, რომელიც შესანიშნავად მოერგება თქვენი სამზარეულოს ნებისმიერ ინტერიერს.

ნაკრების თითოეული ნივთის ცალ-ცალკე შეძენა  დაგიჯდებათ ბევრად მეტი, მაგრამ ნაკრების  ყიდვით,  დაზოგავთ არა მხოლოდ დროს, არამედ ბიუჯეტსაც. Hoffner ქვაბების ნაკრები ყველა დიასახლისის პრობლემების გადაწყვეტაა, რომელიც  შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ქურისთვის, როგორც - ელექტრო, ისე - გაზის ღუმელებისთვის.

გაამდიდრეთ თქვენი სამზარეულო ისურვეს დახმარებით, გამოიყენეთ ჩვენი ფასდაკლებები, გააკეთეთ განვადება და ისარგებლეთ ჩვენი, მთელი საქართველოს მაშტაბით, შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით.