ჩაიდანი HITT HTE-5002
ჩაიდანი HITT HTE-5002
Regular price 88 ლარი ყველა გაყიდულია
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჩაიდანი HITT HTA-5002
ჩაიდანი HITT HTA-5002
Regular price 88 ლარი ყველა გაყიდულია
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის ბლენდერი HITT HT-5402
ხელის ბლენდერი HITT HT-5402
Regular price 108 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ტოსტერი HITT HT-5304
ტოსტერი HITT HT-5304
Regular price 99 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიქსერი HITT HT-5506
მიქსერი HITT HT-5506
Regular price 89 ლარი ყველა გაყიდულია
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მიქსერი HITT HT-5504
მიქსერი HITT HT-5504
Regular price 84 ლარი ყველა გაყიდულია
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბლენდერი HITT HT-5403
ბლენდერი HITT HT-5403
Regular price 68 ლარი ყველა გაყიდულია
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

Hitt

Hitt-ის წვრილი საოჯახო ტექნიკა. საუკეთესო ფასი, ონლაინ საბანკო განვადება, გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა.

Sokany ელექტრო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდია, რომელსაც რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის Hitt ჰყავს.

Sokany მინი საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სილამაზის საშუალებებს აწარმოებს, რომელიც ექსპორტზე მრავალ ქვეყანაში გადის. ბრენდის პროდუქცია მოიცავს თმის საშრობებს, უთოებს, ელექტრო ჩაიდანებსა და ა.შ.

პროდუქტები წარმატებით შევიდა ევროპის ბაზრებზე. მათ შორის: ამერიკაში, აფრიკაში,  ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ა.შ.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ კომპანიის ტექნიკა მილიონობით ადამიანს აქვს და უამრავ ოჯახს უმარტივებს ცხოვრებას.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბრენდი, რომლის პროდუქციაზე დღეს უფრო ვრცლად უნდა ვისაუბროთ, Sokany-ის შვილობილი - Hitt-ია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ ბაზარზე.

Isurve.ge-ს საიტზე წარმოდგენილი გვაქვს  Hitt-ის  არა ერთი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ ყოვედღიურ საქმიანობაში. გარდა ამისა, თითოეულ მათგანზე მოგცემთ გარკვეულ რეკომენდაციას, თუ რას უნდა მიაქციოთ ყიდვის დროს ყურადღება.

ერთ-ერთი პირველი პროდუქცია, რომლის განხილვითაც უნდა დავიწყოთ ბრენდის გაცნობა,  ელექტრო ჩაიდანი HITT HTE-5002-ია. ელექტრო ტიპის მოდელის სიმძლავრე 1500 w-ია, რომლის მოცულობაა 1.8 ლიტრი.

Hitt

აქვს 360 გრადუსით მბრუნავი სადგამი. წყლის არ არსებობის შემთხვევაში, ავტომატურად გამორთვის ფუნქცია, ასევე გადახურებისაგან დაცვა. გათვალისწინებულია ჩართვა/გამორთვის და წყლის დონის ინდიკატორიც.

გამაცხელებელი ელემენტი მრგვალი დისკია, რაზეც მონტაჟდება უშუალოდ ჩაიდანი. კორპუსის მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. გარდა ამისა, აქვს  სადენის სათავსოც.

ჩაიდანის შერჩევისას,  მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და აუცილებელია  დამატებითი პარამეტრების გათვალისწინება. მაგალითად, ტიპის განსაზღვრა - უჟანგავი ფოლადისაა თუ შუშის, რამდენია წყლის საერთო მოცულობა: კომპაქტური ვარიანტი ბავშვებისთვის - 0,5 ლიტრიდან დაწყებული, ოჯახური მოდელები  5 ლიტრი წყლის მოცულობით და ა.შ.

ყველაზე ხშირად, ელექტრო ჩაიდანი წარმოდგენილია შემდეგი მოცულობით:

  • 1.5 ლიტრი - განკუთვნილია ერთი ან ორი ადამიანისთვის;
  • 1.7-2.5 ლიტრი - განკუთვნილია 4 კაციანი ოჯახისთვის;
  • 2.5 ლიტრზე მეტი - განკუთვნილია ოფისებისთვის.

HITT წვრილი ტექნიკის ხაზიდან, მეორე ეს არის ხელის მიქსერი HITT HT-550, რომლის სიმძლავრეა 120 w, ძაბვა 220-240 V, ხოლო სიხშირე 50-60 Hz. გათვალისწინებულია სიჩქარის 7 რაოდენობა. კომპლექტს მოყვება 2 სადღვები და ცომის 2 საზელი. კორპუსის მასალა პლასტმასისაა.

Hitt

ხელის მიქსერები,  ზოგადად, მსუბუქი და დაბალი სიმძლავრისაა (200-500 ვატი), რომელსაც ორი საქშენი, იგივე თავები მოყვება. შესანიშნავია კვერცხის ასათქვეფად, ნაღების-კარაქის დასამზადებლად, ასევე ნახევრად თხევადი ცომის - ბისკვიტის ან ბლინის მასის გასაკეთებლად.

ფასიც შედარებით დაბალი აქვს და სამზარეულოში დიდ ადგილს არ იკავებს. მარტივია გასაწმენდად, ხოლო საქშენების მოხსნა თავადაც შეგიძლიათ, რომელიც წყლითაც ირეცხება. სამწუხაროდ, მიქსერის სიმძლავრე არ არის საკმარისი მაგარ ცომთან სამუშაოდ, თუმცა არსებობს კიდევ სხვა ტიპები, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ამ საქმეში.

არის ოდნავ განსხვავებული ტიპის ხელის ბლენდერი HITT HT-5402, რომლის კომპლექტში დამატებით აქსესუარებსაც იპოვით.

Hitt

ბლენდერის მაქსიმალური სიმძლავრეა  300 w, რომელსაც მხოლოდ 1 სიჩქარე აქვს. ჩოპერის მოცულობაა 0.6 ლიტრი, ხოლო ჭიქის - 0.5 ლიტრი. კორპუსის მასალა პლასტმასისგანაა დამზადებული, რომელიც ქსელიდან იკვებება.

ტოსტერი HITT HT-5304-ის ძირითადი მახასიათებლებია 650 w სიმძლავრე, დაბრაწვის 6 დონე და ტოსტის 2 რაოდენობა.

ფუნქციურ მახასიათებლებში მოიაზრება გათიშვის ღილაკი, თერმოიზოლირებული კორპუსი და მოხსნადი სათავსო ნამცეცებისათვის.

ტოსტერის ყიდვისას, სასურველია შემდეგ ინდიკატორებზე გაამახვილოთ ყურადღება:

  • ძალა;
  • მოცულობა;
  • ზომები;
  • თერმოსტატის არსებობა;
  • ენერგიის ტიპი;
  • საწარმოო მასალა.

თანამედროვე ტოსტერების სიმძლავრე 500-დან 1500 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო მეტია მოწყობილობის სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად გახდება პურის ნაჭერი  ყავისფერი.

მოწყობილობის ზომა დამოკიდებულია მის ფუნქციურობასა და მოცულობაზე. მცირე საოჯახო ან პირადი სარგებლობისთვის კომპაქტური, 2 სათავსოიანი მოდელი შესაფერისია. მრავალშვილიანი ოჯახისთვის კი უმჯობესია შეიძინოთ მოდელი, რომელშიც განთავსებულია ერთდროულად 4 სათავსო.

თერმოსტატის არსებობა საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ცხობის სასურველი ტემპერატურა. ამ შემთხვევაში, მოწყობილობა ავტომატურად გამორთულია, რაც არ გამოიწვევს ტოსტერის დაწვას.