ეპილატორი PHILIPS BRE640/00
ეპილატორი PHILIPS BRE640/00
Regular price 539.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

სახის ეპილატორი

სახის ეპილატორი, მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები. მხოლოდ ის მოდელები, რომელთა სახეზე გამოყენებაც რეკომენდირებულია. უფასო ადგილზე მიტანა, გარანტია და ონლაინ განვადება ყველა ბანკისგან.

ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, დღეს ყველანაირი პრობლემის აღმოფხვრაა შესაძლებელი. მათ შორის სხეულის ნებისმიერი ზონიდან არასასურველი თმის მოშორება. გამომდინარე იქიდან, რომ ეპილატორებზე ბევრს ვსაუბრობთ, დღეს აქცენტს სახის ეპილატორზე გავაკეთებთ.

ეპილატორებისა თუ ფოტოეპილატორების ფართო არჩევანს ინტენეტ მაღაზიები ხშირად გვთავაზობენ, მაგრამ ეპილატორის ყიდვამდე მნიშვნელოვანია იმ მახასიათებლების გათვალისწინება, რომელიც სახის ეპილატორს ახლავს. შედეგთან ერთად სასურველია, ყველა მოწყობილობამ მაქსიმალურად შეამციროს პროცედურისას ტკივილი და გახადოს შედეგი უფრო ეფექტური.

დღეს სახის ეპილატორებს განვიხილავთ და წარმოგიდგენთ რამოდენიმე ყურადსაღებ რჩევას, რომელიც სასურველია გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ სახის ეპილატორები,  მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სხვა ტიპის მოწყობილობებისგან, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულად ტანისთვის.

სახის ეპილატორი

რადგან  სახის კანი უფრო მგრძნობიარეა, თმის მოშორების პროცესი უფრო ფრთხილად უნდა განხორციელდეს, რადგან მათი არასწორი გამოყენება ან რეკომენდაციების თუ უკუჩვენებების უგულებელყოფა - არასათანადო დაცვა, ხშირად იწვევს ნაწიბურების წარმოქმნას.  სახისთვის ყველაზე გავრცელებული მოდელები წარმოდგენილი აქვს ბრაუნსა და ფილიპსს, რომლის შეძენა ჩვენს ონლაინ მაღაზია ისურვეზეც არის ხელმისაწვდომი

ეპილატორი სახისთვის - საუკეთესო შენაძენი ფულის დასაზოგად!

ეპილატორის შეძენით თქვენ დაზოგავთ დროს და საკმაოდ დიდ თანხმებსაც, რომელსაც რეგულარულად სალონებში ხარჯავთ.

რადგან სახეზე ნებისმიერი ტიპის თმა უფრო შესამჩნევი ხდება, სწორედ ამ მიზეზით გამოიყენება სპეციალური - ფოტო, იგივე ლაზერული ეპილატორი სახისთვის, რომელიც ბოლქვებს ბევრად უფრო ფრთხილად ანადგურებს.

სახის ეპილატორი

ეპილატორის გამოყენება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემდეგი საფრთხეები:

  • ნებისმიერი დერმატოლოგიური დაავადებების არსებობა;
  • ჭრილობები და სხვა დაზიანებები;
  • დიდი ზომის ხალები;
  • ახლად გარუჯული კანი - ეპილაციის პროცესი წარიმართება ძლიერი ტკივილის ფონზე;
  • ორსულობა და ლაქტაცია - უმჯობესია გადადოთ პროცედურა, რათა სხეულმა არ მიიღოს გარკვეული სტრესი;

სახის ეპილატორები მახასიათებლები:

ამ დროისთვის, არსებობს ორი სახის ეპილატორი - ელექტრო და ლაზერული. პირველი განკუთვნილია თმის ბოლქვის განადგურებისთვის, რომელიც მუშაობს ლაზერული სხივის ზემოქმედებით. არასწორი გამოყენების შემთხვევაში, არსებობს დამწვრობის დიდი რისკი. რაც შეეხება ლაზერულ სახის ეპილატორს, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ეფექტურია თმის მოსაშორებლად, სასურველია  შეძენამდე ყურადღება გაამახვილოთ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა:


ელექტროენერგიის მიწოდება - ზოგიერთი ეპილატორი ქსელიდან ჩართვით მუშაობს, ხოლო ზოგიერთი -  დატენვის ფუნქციით. უკაბელო მოდელები ყველაზე პოპულარულია, რადგან მათი  გამოყენება ბევრად მარტივი და მოსახერხებელია. ამავე დროს, მათ შეუძლიათ შეუფერხებლად იმუშაონ 40 წუთის განმავლობაში. ასეთი ეპილატორი იაფად შეგიძლიათ ამუშავოთ სახლის პირობებში.

სიჩქარე - თმის მოცილების დრო დამოკიდებულია ეპილატორის სიმძლავრეზე. ასე რომ, მოდელებს გააჩნიათ შესაძლებლობების ფართო სპექტრი - 1700-დან 7600  ბრუნვა/წუთში. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, უფრო სწრაფად შეძლებთ პროცედურის დასრულებას. მოწყობილობების უმეტესობას ორი სიჩქარის რეჟიმი აქვს. მცირე თმა უნდა მოიცილოთ დაბალ სიჩქარეზე.

საქშენები - მოწყობილობის ღირებულება დამოკიდებულია საქშენების რაოდენობაზე. ბევრ მოდელს, ინდივიდუალური თმების მოსაშორებლად აქვს დამატებითი თავები. სახის ეპილატორების უფრო მოწინავე მოდელებს, აქვთ სპეციალური გამაგრილებელი საქშენები. გარდა ამისა, დამატებითი მოწყობილობა, რომელსაც ნაკლები პინცეტი აქვს საიმისოდ, რათა  პროცედურა ნაკლებად მტკივნეული გახდეს.

დამატებითი ფუნქციების არსებობა - მათ შემადგენლობაში მოიაზრება მცურავი საქშენები, რომელიც  ეფექტურად აშორებს თმას ძნელად მისადგომ ადგილებში. შეიძლება ჯობდეს მაღალფუნქციური ეპილატორის ფასდაკლებით, ან განვადებით შეძენა შედარებით ნაკლებ ფუნქციური ეპილატორის იაფად ყიდვას.

ეპილატორის ნაკრები - უნდა შეიცავდეს  დასუფთავების საგნებსაც. მაგალითად, სტანდარტულ ჯაგრისებსა და ფუნჯებს.

სახის ტრიმერი ჭარბი თმის მოცილების საუკეთესო საშუალებაა

ჭარბი თმა სხეულის ნებისმიერ ზონაზე ძალიან შემაწუხებელია, განსაკუთრებლად არასასიამოვნოდ ის სახეზე გამოიყურება.

ქალბატონები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ეთეტიკურ ცენტს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ჩვენ გთავაზობს უფრო მარტივ და ბიუჯეტურ გზას სახიდან თმის მოსაშორებლად.

ისურვეზე შესაძლებელია სხვადასხვა თავის მოვლის საშუალების შეძენა როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვის.

ისურვე საუკეთესო პირობებით ცდილობს ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია მოხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს უზარმაზარი ასორტიმენტით, მოქნილი განვადების სისტემით, ხარისხის გარანტიითა და უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.