Che-Ral
ძალიან მძლავრი გერმანული ბენზოხერხები Che Ral-ის ბრენდისგან. განვადება ყველა ქართულ ბანკში, ქარხნული გარანტია და მიტანა ყველგან შეკვეთიდან იმავე ან მეორე დღეს.
მგონი, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ბენზოხერხი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ნივთია, რომელიც ქალაქგარეთ სახლში შეიძლება გქონდეთ. დაზოგეთ დრო და ენერგია, რომელიც შეშის დაჩეხვაში გეხარჯებოდათ და შეიძინეთ საუკეთესო ხარისხსის ბენზოხერხები ჩვენთან.
Che-Ral ბაუმას შვილობილი კომპანიაა, რომელიც სასოფლო სამეურნეო ტექნიკის წარმოებითაა დაკავებული.
თუკი ბაუმას ოფიციალურ საიტს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ რამდენიმე სხვადასხვა მოდელის ხელსაწყოები და ტექნიკაა წარმოდგენილი. ამდენად, დღევანდელ აღწერაში მხოლოდ ერთ ბრენდზე არ ვკონცენტრირდებით და მეტი თვალსაჩინოებისთვის, Che-Ral ერთად განვიხილავთ სხვა მოდელებსაც.
თუკი ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე Che-Ral პროდუქციას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ საიტზე წარმოდგენილი გვაქვს გერმანული ბენზოხერხი CHE-RAL - 3.8 KW სიმძლავრის მოტორით.
მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ აქვს 2 მაყუჩი, რომლის ძრავის მოცულობა 63cc-ა. შინის სიგრძე 50 სმ-ია, ხოლო ავზის მოცულობაა 0.55ლ. ხმის დონე 116 dB-მდე ადის. ამ ხერხის შემთხვევაში, ბენზინის და ზეთის თანაფარდობა 25:1-ზეა.
ბენზოხერხი CHE-RAL დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, ისევე როგორც ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში არსებული ყველა სხვა ბრენდისა და მოდელის ბენზო ხერხი.
თუკი ამ საკითხში ახალბედა ხართ და არ იცით როგორ შეარჩიოთ სასურველი მოწყობილობა, მაშინ მცირე გადახვევას გავაკეთებთ ხერხების შეძენასთან დაკავშირებით და უკეთ გაგარკვევთ რას შეიძლება მიაქციოთ არსებითი ყურადღება.
ისევე როგორც CHE-RAL ბენზოხერხის, ასევე სხვა მოდელის ხერხების ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია: ძრავა, ჯაჭვი, საწვავის ავზი და სახელური. მუშაობის სტრუქტურის მიხედვით, ჯაჭვის ბრუნვისთვის გამოიყენება ძრავა, რომელიც მუშაობს ბენზინის ან ზეთის დამსახურებით.
დანიშნულებისა და დატვირთვის მიხედვით, ხერხი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, ნახევრად პროფესიონალი და პროფესიონალი მოდელები.
ხელსაწყო ძალიან მარტივი აგებულებისაა და აღჭურვილია საშუალო სიმძლავრის ძრავით. გამოიყენება ხეებისა და ბუჩქების მოსაჭრელად. ამასთან, იყენებენ შეშის, მორებისა და დაფების დასაჭრელადაც. საყოფაცხოვრებო გამოყენების ხერხები შეზღუდულია გარკვეული სამუშაო რესურსებით, მაგალითად - უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა არ აღემატება 30-40 წუთს. მეორეს მხრივ, საკმაოდ კომპაქტურია და აქვს მცირე წონა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, CHE-RAL -ის გარდა, ვაპირებთ სხვა ბრენდების განხილვას, ამიტომ, შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ცნობილ ბრენდს ROYAL-ს
გერმანული ბენზოხერხი (დრუჟბა) ROYAL OR-BL -ის ძრავის მოცულობააა 63cc , ხოლო სიმძლავრეა 3.8KW. შინის სიგრძეა 50 სმ, ავზის მოცულობა კი - 0.55ლ. ხმის დონე 116 dB-ია.
გარდა აღნიშნული ბრენდისა, CHE-RAL-ის გვერდით, ასევე ხშირად შეხვდებით Hyundai-ის მოდელებსაც. ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო მოდელი, მსუბუქი და საიმედო ხერხი Hyundai X 360 -ია, რომელიც იოლად უმკლავდება დიდი ზომის ძველ ან ქარის შედეგად განადგურებულ ხეებს.
მოწყობილობა აღჭურვილია ბენზინის ძრავით, რომელიც საიმედოა ნებისმიერი ამინდის პირობებში. განსაკუთრებით ძლიერი ყინვების პერიოდში. ძრავის სიმძლავრე და ვიბრაციის საწინააღმდეგო დაცვა ხელს უწყობს ხელსაწყოს გამოყენების სიმარტივეს.
დადებითი მახასიათებლებია: მასისა და სიმძლავრის ოპტიმალური თანაფარდობა და და მუშაობის მაღალი ხარისხი. რაც შეეხება უარყოფითს, ზაფხულიდან ზამთრის რეჟიმზე ხერხის გადასაყვანად, აუცილებელია ძრავის დაშლა. ასევე, შესაძლებელია ხელსაწყო შემთხვევით გაითიშოს მუშაობის დროს.
ზოგადად, CHE-RAL ბენზო ხერხი მრავალფეროვანი დანიშნულებისთვის გამოიყენება: ბაღში მცირე სამუშაოებიდან დაწყებული, მშენებლობისთვის და დიდი მორების მოჭრით დასრულებული.
პატარა ხერხები სრულიად ავტონომიურია, რადგან მუშაობენ საწვავზე. მისი გადაადგილება მარტივად შეიძლება, თუნდაც შორ მანძილზე მთელი დღის განმავლობაში.
ხერხის მუშაობის პრინციპი შიდა წვის ძრავის ფუნქციონირებაა, რისთვისაც სპეციალურად გამოყოფილია მცირე საწვავი ავზი და ზეთის რეზერვუარი. ძრავის ბრუნვა გადაეცემა კოჭს, რომელზეც განთავსებულია ჯაჭვი.
მოწყობილობის წონის დასარეგულირებლად აქვს ორი სახელური. ერთზე არის ღილაკები მუშაობის დასაწყებად და საკეტი შემთხვევითი ჩართვისგან თავის ასაცილებლად.
ძრავის ზომებიდან გამომდინარე, ხელსაწყოს შეუძლია იმუშაოს 2-დან 16 საათამდე. მოდელების უმეტესობა აღჭურვილია ჯაჭვის სამუხრუჭე სისტემით, რომელიც მუშაობას წყვეტს იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე წინააღმდეგობა შეხვდა.