სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ბოშის გამწოვი

ბოშის გამწოვი, გერმანული სამზარეულოს გამწოვები. უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში, საუკეთესო ფასი და ონლაინ საბანკო განვადების სუპერ პირობები.

დღეს უნდა შემოგთავაზოთ, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის "ბოშის" უმნიშვნელოვანესი პროდუქტი-გამწოვი.

ყველა ადამიანს, ვისაც კი ერთხელ მაინც თუნდაც მცირეოდენი შეხება ჰქონია რემონტთან ეცოდინება რომ სამზარეულო სახლის ყველაზე დანახარჯიანი, და ამავე დროს ყველას მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, პირდაპირ საქმეზე რომ გადავიდეთ - კარგ სამზარეულოს ბოშის გამწოვზე უკეთესად არაფერი ამშვენებს.

შორიდან რომ დავიწყოთ:

თქვენ გსმენიათ ბოლოდროინდელი მარკეტინგული და ფსიქოლოგიური აღმოჩენების შესახებ?

მაგალითად მიახლოებით 1950-იანი წლების ბოლოს მოწინავე კომპანიებმა (უცნაურია არა, ჩვენთან რომ ჯერ კიდევ კოლექტივიზაციას ვებრძოდით და ამერიკაში მოწინავე კომპანიები ფსიქო-მარკეტინგულ აღმოჩენებს რო აკეთებენდნენ...) აღმოაჩინეს რომ ადამიანთათვის ორგანიზაციის რაიმე ფერთან ასოცირება მათთვის წარმატების მომტანი იქნებოდა.

ასე მოახერხებდნენ ისინი ადამიანთა ფსიქოლოგიაში ჩაბეჭდვას.

სწორედ ამის შედეგია მუდამ წითელი მაკდონალდსი ყვითელი M ლოგოთი, ან თუნდაც მარტივი კითხვა - რა ფერია კოკაკოლა? წითელი გვადგება ავტომატურად პირზე, მაშინ როდესაც უშუალოდ სასმელი უპირობოდ შავია.

მე-20 საუკუნის ბოლოსკენ ამ მიდგომას ჯერ ერთი სიახლე - მუსიკა დაემატა. It’s a Sony ალბათ ყველას გვეცნობა ეს ფრაზა, რომელიც კონკრეტულ ბრენდთან და კონკრეტულ ხმასთანაც კი ასოცირდება. ან თუნდაც Just Do It!.

აი ყველაზე ბოლო აღმოჩენას რაც შეეხება - ეს უკვე არომატია. დღეს ყველა წამყვანი კომპანია პარფიუმერებთან ერთად მუშაობს რომ შექმნან თავიანთი არომატი, რომლის შეგრძნებისასასც მომხმარებელს ბრენდის ასოციაცია გაუჩნდება.

ხოდა, რატომ მოვყევით ამდენი. ადამიანები კომპანიებზე ადრე მივხვდით რომ სახლში არსებული სუნი და არომატი მის მაცხოვრებლებზე და სტუმრებზე რაღაც ასოციაციებს დაბადებდა. და ფრეშ, ნამწვისა და ბოლისგან თავისუფალი აირი კი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა.

და აი, აქ შემოდის საქმეში ბოშის გაზის გამწოვი. ეს არის სწორედ ის ერთადერთი, რჩეული რომელსაც მარტო, ატლანტივით შეუძლია აიღოს თავზე მთელი ეს წარმოუდგენელი სიმძიმე და სამზარეულოში თუნდაც 20 პერსონისთვის მამა-პაპური სუფრის გაშლის პარალელურად გაგათავისუფლოთ საკვების სუნისგან.

(თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გამწოვებს შეარჩევთ).

ბოშის გამწოვის შერჩევაში, ჩვენ დაგეხმარებით!

როგორ შევარჩიოთ გამწოვი - ამ კითხვაზე გრძელი და მოკლე პასუხი არსებობს. დაგუგლეთ იყიდება გამწოვი, სამზარეულოს გამწოვი ვენტილატორი განვადებით და უამრავ რჩევას ნახავთ ამ საკითხზე.

გრძელი გზა ასეთია:

  • ნახოთ ფასი
  • დამონტაჟების სიადვილე
  • ვიზუალი
  • სიმძლავრე გატანილი აირის კუთხით
  • ხმაურის დონე
  • ფუნქციები და ნათება
  • ზომა
  • ვენტილატორის სიჩქარეები

თუმცა არებობს მარტივი, მოკლე გზა - და ამას ქვია ბოშის გამწოვი. ეს ლეგენდარული კომპანია, რომელსაც საკუთარ სამსახურად ოთხასი ათასი ადამიანი მოიხსენიებს, ნამდვილად სუპერ ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, და იგივე ეხება ჩვენს პატივცემულ გამწოვებსაც.

ამიტომ, ნუ აიტკივებთ თავს, მარტივად - ბოშის გამწოვი!