ჩასაშენებელი ელ. ღუმელი Vox EBB6505
ჩასაშენებელი ელ. ღუმელი Vox EBB6505
Regular price 755.00 ლარი 719 ლარი / თვეში 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი

ბოშის ელექტრო ღუმელი

ბოშის ელექტრო ღუმელი - ყველა მოდელი, საუკეთესო გერმანული ბრენდი ყველაზე იაფად, ონლაინ განვადებით, ოფიციალური გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.

დახვეწილი დიზაინი, თანამედროვე მახასიათებლები, დამატებითი ფუნქციები კომპაქტურობა, მოხერხებულობა - ეს ყველაფერი აერთიანებს ბოშის ელექტრო ღუმელს, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნედ ყველაზე იაფად მხოლო და მხოლოდ ჩვენი საიტის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ.

ბოშის ელექტრო ღუმელი

უდაოა ის აზრი, რომ ბოშის ელექტრო ღუმელი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი აღიარებული და გაყიდვადი პროდუქციაა, რომლესაც საქართველოშიც არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ონლაინ მაღაზია ყოველთვის სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს ბოშის  როგორც მსხვილ, ისე წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

ბოშის ელექტრო ღუმელის ტექნიკური მახასიათებლები და ფუნქციონალურობა, ხშირად ხდება დიასახლისებისთვის გულის მოგების საგანი

ვისთვისაც ბრენდი მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად იცის მრავალფეროვანი ფუნქციების ფასიც. ამიტომ, ფასის პარალელურად,  ბევრი დიასახლისისთვის გადამწყვეტია მაქსიმალურად კომფორტის მიღება. ბოშის ტექნიკით კი ამის მიღწევა  იდეალურადაა შესაძლებელი.

იმისათვის, რათა რიგ საკითხებში უკეთ გავერკვეთ, უმჯობესია ერთი-ერთი თანამედროვე მოდელის მაგალითზე განხილვა. უნდა წარმოგიდგინოთ ჩასამონტაჟებელი ტიპის, LCD ეკრანით აღჭურვილი,  ელექტრო ღუმელი bosch HBJ554YS0R-ი, რომელსაც გათბობის 8 რეჟიმი აქვს. 3D ცხელი ჰაერი, ზედა/ქვედა სიცხე, თერმო-გრილი, პიცის რეჟიმი, დაბალი სიცხე, ყინვაგამძლე, ნაზი/ცხელი ჰაერი და ა.შ. ღუმელის ზომებია (HxWxD): 595 მმ x 594 მმ x 548 მმ, მოცულობა კი 66 ლიტრია, ტემპერატურის დიაპაზონი 50 ° C - 275 ° C. აქვს ეკო თვით დასუფთავების რეჟიმი უკანა კედელზე, ჭერსა და გვერდით კედლებზე.

ბოშის ელექტრო ღუმელი

რაც შეეხება პროგრამებს, აქვს მრავალფუნქციური სისტემა, კომფორტი და ბავშვთა უსაფრთხოება, მრავალფუნქციური მარტივი საათი, ღუმელის კარის ჩამკეტი და ინტერიერის ჰალოგენური განათება. გარდა ამისა, ელექტრო ღუმელის განკარგულებაშია  1 ემალირებული საცხობი უჯრა, კომბინირებული მავთულის თარო და უნივერსალური პანელი.

ელექტრო ღუმელის  დადებითობა გამოიხატება ასევე იმაში, რომ 3D ცხელი ჰაერის ცირკულაცია საშუალებას იძლევა  შესანიშნავად გამოაცხოთ, შეწვათ ნებისმიერი კერძი.  "3D ცხელი ჰაერის" რეჟიმი სითბოს თანაბრად ანაწილებს, ხოლო SoftClose ფუნქცია უზრუნველყოფს კარის ჩუმსა და მარტივ დახურვას.

იმისათვის, რათა ელექტრო ღუმელის ხშირი წმენდა არ დაგჭირდეთ, სწორედ ამისთვის ქურას სპეციალური EcoClean Direct ფუნქცია აქვს, რომლითაც ტექნიკა თავად უზრუნველყოფს მარტივ და სწრაფ თვით წმენდას. EcoClean Direct საფარი ამ თვისებას იქამდე ინარჩუნებს, სანამ ღუმელიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას.  ეს უდაოდ დაზოგავს თქვენს დროსა და ძალისხმევას, რაც კომფორტის თვალსაზრისით, ნამდვილად შესანიშნავია.

მოკლედ, ბოში ის ბრენდია, რომელიც ზედმეტი ქების გარეშეც იმსახურებს დადებით შეფასებას. ვინაიდან, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ბრენდმა თავისი პირველობა სწორედ კმაყოფილი მომხმარებლების დამსახურებით დაამტკიცა, ბოშის ელექტრო ღუმელის ყიდვით კი ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

ისურვე ასევე გთავაზობთ პროფესიონალური ღუმელების დიდ არჩევანს, გირჩევთ ნახოთ საცხობი ფეჩი და საკონდიტრო ღუმელი, რომელიც ყველა პროფესიონალ მცხობელს აუცილებლად სჭირდება.