Berllong - ბერლონგის ქვაბები
გერმანული Berllong-ის ჭურჭელი ყველაზე იაფად, განვადებით და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.
ისურვე.ჯი-ს ჭურჭლის მაღაზიაში ბერლონგის ქვაბების და ტაფების ნაკრები უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს და გერმანულ პროდუქციას შორის ყველაზე დიდი წარმატებით იყიდება.

ამჟამად გთავაზობთ 3 სხვადასხვა ფერის 9 ნაკრებს, რომელთაგან თითეული უმაღლესი ხარისხის ბიო-გრანიტისგან გახლავთ დამზადებული.
ფერებიდან ყველაზე პოპულარული შავი, სტანდარტული გრანიტის ფერი ქვაბებია, თუმცა საკმაოდ მოთხოვნადია ღია და მუქი წითელი ვარიანტებიც, რომლებიც თითო-თითო გახლავთ ჩვენს არჩევანში.
საკმაოდ მრავალფეროვანია საფასო არჩევანიც:
- ყველაზე იაფიანი, 4 ქვაბისგან შემდგარი სეტი 235 ლარი ღირს;
- ყველაზე გაყიდვადი, 5 და 7 ქვაბიანი ვარიანტები შესაბამისად 369 და 397.
- რაც შეეხება ყველაზე ძვირ მოდელს, ის ღია წითელი, 8 ნაჭრიანი ქვაბებისა და ტაფების სუპერ პრემიუმ ნაკრებია, შესაბამისი ფასითაც - 639 ლარი.
რატომ არის ის ლიდერი გრანიტის ქვაბების ნაკრებებს შორის?
ზოგადად, გერმანული ჭურჭელი დიასახლისებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია და მან უკვე გადაასწრო პოპულარობით მაგალითად იტალიურ ანალოგებს, ხოლო ბერლონგი ყველაზე პოპულარული გერმანული გრანიტის ქვაბების ნაკრებია და ამას რამდენიმე სრულიად ობიექტური ახსნა აქვს:
- საუკეთესო შეფასებები და გამოხმაურებები მომხმარებლებისგან;
- 10 წლამდე გარანტია, სტანდარტული მოხმარების პირობებში (მწარმოებლის მიერ ოფიციალურად მოყოლილი რეკომენდაციების დაცვით);
- სხვადასხვა შემადგენლობის და ფასის ნაკრებების დიდი არჩევანი;
- საკმაოდ დაბალი ფასი ამ ხარისხის ქვაბებისთვის და სხვა.
საინტერესოა, რომ მას შემდეგ, ყველა ბრენდის გერმანული ჭურჭლის და ქვაბების ნაკრები ისურვე.ჯი-ზე განთავსდა, Prima Germany-ს ლიდერობა სწორედ Berllong-მა ჩამოართვა და დღეს ის ნომერი 1 ბრენდია isurve-ს შესაბამის განყოფილებაში.
მისი ყველაზე სრულყოფილი კომბინაცია ასე გამოიყურება (459 ლარი ან განვადებით თვეში 25 ლარი):
- 6 ლიტრიანი დიდი ქვაბი, 28 სმ-იანი დიამეტრითა და 13 სმ-მდე სიღრმით;
- 2.5-იანი და 1 ლიტრიანი საშუალო ქვაბები, შესაბამისად 18-იანი და 16-იანი დიამეტრითა და 9-იანი და 7.5-იანი სიღრმით;
- ორი ტაფა - პირველი, ე.წ ტაფა-ქვაბი (დიდი, 28 სმ-იანი), რომლის სიღრმეც თითქმის 7 სანტიმეტრია და ოთხკუთხედი ფორმის შედარებით პატარა, 24 სმ-იანი ტაფა, იგივე სიღრმით;
- ამას დამატებული ღრმა, 8 ლიტრიანი ქვაბი 18-იანი სიღრმით და ე.წ კიდევ ერთი ქვაბი სოუსისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ბერლონგი წლიდან წლამდე ანებივრებს დიასახლისებს ახალი მოდელებით, ელოდეთ სიახლეებს ამ მიმართულებით ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაშიც.