ბუჩქის საკრეჭი (ბენზინზე) HYUNDAI HL.THT245D
ბუჩქის საკრეჭი (ბენზინზე) HYUNDAI HL.THT245D
Regular price 810 ლარი / თვეში 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბუჩქის საკრეჭი (ბენზინზე) HYUNDAI HL.THT240
ბუჩქის საკრეჭი (ბენზინზე) HYUNDAI HL.THT240
Regular price 710 ლარი / თვეში 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბალახის სათიბი 1200W HYUNDAI HZ1200C
ბალახის სათიბი 1200W HYUNDAI HZ1200C
Regular price 350 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბალახის სათიბი 600W HYUNDAI GT-PS3031
ბალახის სათიბი 600W HYUNDAI GT-PS3031
Regular price 285 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ბალახის სათიბი HYUNDAI HET.GTH250A
ბალახის სათიბი HYUNDAI HET.GTH250A
Regular price 135 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

ბალახის სათიბი

ბალახის სათიბი როგორც ბენზინის, ისე ელექტრო ძრავზე და ელემენტზე. განვადება, მსოფლიოში საუკეთესო ბალახის სათიბის ბრენდების ასორტიმენტი და უფასო ადგილზე მიტანა.

ბალახის სათიბი

ისურვეზე განთავსებულია ბალახის სათიბი აპარატების დიდი არჩევანი, რომლებიც გათვლილია როგორც სამოყვარულო ტიპის მომხმარებლებისთვის, ასევე პროფესიონალური საქმიანობისთვის.

იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო ბალახის სათიბი მანქანა, აუცილებელია ფლობდეთ საჭირო ინფორმაციას პროდუქტის მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ჩვენი პატარა მიმოხილვით ვეცდებით დაგეხმაროთ ზუსტად ისეთი ბალახის სათიბი შეარჩიოთ, როგორიც გჭირდებათ.

როგორ შევარჩიოთ ბალახის სათიბი?

  • პირველ რიგში განსაზღვრეთ ძრავის ტიპი, ბენზო სათიბი გნებავთ თუ ელექტრო სათიბი. 
  • შეარჩიეთ სასურველი სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე და ჭრის დიამეტრი.
  • გაითვალისწინეთ თუ რა გაბარიტებისაა სათიბი ტექნიკა.
  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბრენდი - ისურვეზე განთავსებულია AL-KO, Karcher, Ingco, Total, Bauma, Royal, Bosch-ის და სხვა ცნობილი ბრენდის ყველა ტიპის ბალახის სათიბი აპარატები.

თითოეულ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.

ბალახის სათიბი

გაზონის (ბალახის საკრეჭი)

გაზონის და ზოგადად ბალახის სათიბები სამ ძირითად ტიპად იყოფა: ელექტრო, აკუმულატორული და საწვავზე მომუშავე.

  • ელექტრო სათიბებს სჭირდება დენის წყაროს შეერთება, რაც მათ მცირე ეზოებისთვის და გაზონებისთვის იდეალურს ხდის, თუმცა მოძრაობას ზღუდავს. ისინი მსუბუქი, ჩუმი და მარტივი მოსავლელია. 
  • აკუმულატორული სათიბები უზრუნველყოფენ უსადენო მოხერხებულობას, მუშაობენ დატენვად ლითიუმ-იონურ ბატარეებზე და იდეალურია საშუალო ზომის გაზონებისთვის. ისინი ბალანსირებულნი არიან სიმძლავრესა და მობილურობაში, თუმცა საჭიროებენ პერიოდულ დამუხტვას.
  • საწვავზე მომუშავე სათიბები ყველაზე ძლიერია, შესაფერისია დიდი ტერიტორიებისა და რთული მცენარეულობისთვის. ისინი უზრუნველყოფენ ხანგრძლივ მუშაობას, თუმცა საჭიროებენ საწვავის შევსებას და რეგულარულ მოვლას. 

ბოლო წლებში მომხმარებლები მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო ირჩევენ ელექტრო და ელემენტიან სათიბებს და შედარებით მცირდება ბენზო სათიბელების გაყიდვები, რასაც ქვემოთ მოყვანილი 2015-2024 წლის მსოფლიო სტატისტიკაც ადასტურებს:

ბალახის სათიბი

ბალახის სათიბი ბენზინზე

ბენზინზე მომუშავე ბალახის სათიბი ძლიერი და ეფექტური იარაღია დიდი ტერიტორიების ბალახისა და სარეველების მოსაჭრელად.

ის მუშაობს ბენზინზე, რაც უზრუნველყოფს მაღალ მობილურობას ელექტროკაბელების გარეშე. აღჭურვილია 2 ან 4 ტაქტიანი ძრავით, რაც იდეალურია რთული მცენარეულობისთვის.

ამ ტრიმერებს ხშირად აქვთ რეგულირებადი სახელურები, ერგონომიული მოჭიდება და გამძლე საჭრელი ხაზები ან პირები. ისინი ფართოდ გამოიყენება ლანდშაფტის მოვლაში, მებაღეობაში და აგრარულ საქმიანობაში.

რეგულარული მოვლა, მათ შორის საწვავის შევსება, ანთების სანთლის შემოწმება და ჰაერის ფილტრის გაწმენდა, უზრუნველყოფს ოპტიმალურ მუშაობას. საწვავზე მომუშავე ბალახის საკრეჭები იდეალურია პროფესიული გამოყენებისთვის.

ბალახის სათიბი აკუმულატორზე (ელემენტზე)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს აკუმულატორზე მომუშავე ბალახის სათიბები მსუბუქია, მარტივი გამოსაყენებელი და ბევრად ჩუმი, ვიდრე საწვავზე მომუშავე მოდელები.

მათ მინიმალური მოვლა სჭირდებათ, არ საჭიროებენ საწვავის შერევას ან ანთების სანთლების შეცვლას. თუმცა, მათი მუშაობის დრო ბატარეის ტევადობითაა შეზღუდული და საჭიროებს პერიოდულ დატენვას.

ბევრ მოდელს აქვს რეგულირებადი სახელურები, ეფექტური საჭრელი ხაზი და სწრაფი დამუხტვის ფუნქცია. აკუმულატორული ტრიმერები ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს მობილურობას, სიმძლავრეს და მოხერხებულობას შორის.

ელექტრო ცელი გათვლილია სახლის პირობებში ბალახის მოსავლელად, სადაც სამუშაო მოცულობა მცირეა და ამასთან ახლოსაა დენის წყარო. აღსანიშნავია, რომ მისი ძრავი უხმაუროა.

ბენზინზე მომუშავე ბალახის სათიბით უფრო რთული და მოცულობითი სამუშაოს შესრულებაა შესაძლებელი, შესაბამისად მისი გამოყენება პროფესიონალური მიზნებისთვისაც შესაძლებელია. 

ბალახის ელექტრო სათიბი (დენზე)

ელექტრო ბალახის სათიბები განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის ეზოებისთვის.

ისინი მუშაობენ პირდაპირი დენის წყაროს გამოყენებით და საჭიროებენ დამაგრძელებელს მეტი მობილურობისთვის.

ისინი ჩუმი, ეკოლოგიურად სუფთა და მარტივად მოსავლელია საწვავზე მომუშავე მოდელებთან შედარებით, თუმცა, მათი მოქმედების არეალი შეზღუდულია კაბელის სიგრძით, რაც დიდ ტერიტორიებზე ნაკლებად მოსახერხებელს ხდის.

ბევრ მოდელს აქვს რეგულირებადი სახელურები და გამძლე საჭრელი ხაზები, რაც უზრუნველყოფს სიზუსტესა და ეფექტურობას ბაღის მოვლისას.

სათიბი ბენზო-ცელი

სათიბი ბენზო-ცელები რეკომენდირებულია დიდი ზომის ეზოების მოსავლელად, ფერმერული საქმიანობისთვის, ქალაქის გარე გამწვანებისთვის და სხვა სამუშაოებისთვის

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ბენზო ცელი განვადებითაც. ბენზო ცელის ფასი დამოკიდებულია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელზე.

შესასრულებელი სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ ბალახის სათიბის სიმძლავრე, ჭრის დიამეტრი და ბრუნვის სიჩქარე.

ისურვეს ონლაინ მაღაზიაში იყიდება სათიბელა სხვადასხვა ბრენდების წარმოებით. წარმოდგენილია თითქმის ყველა წამყვანი მწარმოებლის ბალახის სათიბი.

სათიბი ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანი ისურვეზე!

ჩვენს ასორტიმენტში არსებულ ყველა პროდუქტზე ვრცელდება ქარხნული გარანტია. თუმცა ბრენდების მიხედვით საგარანტიო პირობები განსხვავებულია.

აღსანისნავია, რომ ისურვე გთავაზობთ ექსკლუზიურ საგარანტიო პირობას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კურიერი წამოიღებს ნივთს, რომელიც შეკეთდება ავტორიზებულ სერვის ცენტრში. საბოლოოდ კი ისევ კურიერი მოგართმევთ პროდუქტს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.

ისურვეს საიტზე შეგიძლიათ პროდუქტის შეძენა მოსახერხებელი ფორმებით - საბანკო ბარათით ვებ გვერდზე ან კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

გარდა ამისა, შესაძლებელია ბალახის სათიბზე სწრაფი ონლაინ საბანკო განვადების გაკეთება

ონლაინ განვადება გამარტივებული პროცედურაა. სწრაფ რეჟიმში იღებთ პასუხს დამტკიცების შესახებ. განვადებაზე ხელმოწერის მომენტიდან კი ჩვენ ვიწყებთ ზრუნვას პროდუქციის მოწოდებაზე.

ყველაფერი ზემოდხსენებულის გათვალისწინებით, ჩვენთან ბალახის სათიბის იაფად და კომფორტულად შეძენა ყველაზე მარტივია.

ისურვეს ცხელი ხაზი მუშაობს აქტიურ რეჟიმში და გამოცდილი ოპერატორები მზად არიან პასუხი გასცენ თქვენს კითხვებს, პროდუქტის ტექნიკურ მახასიათებლებთან თუ ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით.