გრილის ტაფა Berllong Classic Line BBQ-G44
გრილის ტაფა Berllong Classic Line BBQ-G44
Regular price 74 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ტაფა ARDESTO AR1928GRR
ტაფა ARDESTO AR1928GRR
Regular price 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 თვე
ტაფა ARDESTO AR1924GCB
ტაფა ARDESTO AR1924GCB
Regular price 45 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 თვე
ტაფა ARDESTO AR1926GCB
ტაფა ARDESTO AR1926GCB
Regular price 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 თვე
ტაფა ARDESTO AR1924GRR
ტაფა ARDESTO AR1924GRR
Regular price 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 თვე
თუჯის ოვალური ქვაბი Berllong BCI-OC29
თუჯის ოვალური ქვაბი Berllong BCI-OC29
Regular price 419.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის ტაფა 14სმ ლურჯი Dongfang XJ01 (22195)
ალუმინის ტაფა 14სმ ლურჯი Dongfang XJ01 (22195)
Regular price 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ორმაგი გრილის ტაფა Ardesto AR1936GG
ორმაგი გრილის ტაფა Ardesto AR1936GG
Regular price 94 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ტაფა Korkmaz A2996
ტაფა Korkmaz A2996
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ტაფა korkmaz A1274 frypan 35x25 სმ 3.2 ლ
ტაფა korkmaz A1274 frypan 35x25 სმ 3.2 ლ
Regular price 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
გრანიტის ორმაგი ტაფა Royalty Line RL-DF32M
გრანიტის ორმაგი ტაფა Royalty Line RL-DF32M
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

ტაფა

ტაფა თურმე ყველაზე ხშირად არის ხოლმე პირველი ნივთი, რომელსაც ადამიანები ყიდულობენ ახალ სახლში გადასვლისას. თუმცა მისი საჭიროება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალმოსახლეებით არ შემოიფარგლება. გამძლეობის კუთხით კარგი ხარისხის ტაფამ კი მრავალი წელი უნდა გაგიძლოთ, მაგრამ უკეთესი ტექნოლოგიებით დამუშავებული, უფრო გემრიელი კერძების მისაღებად განკუთვნილი ტაფები მუდმივად იპყრობს მომხმარებელთა ინტერესებს.

ტაფა სამზარეულოს, შეიძლება ითქვას, უმთავრესი ატრიბუტია

ტაფა არსებობს სხვადასხვა ზომის, მასალის, ფერისა და ხარისხის და მისი არჩევისას ყურადღების გამახვილება ბევრ მნიშვნელოვან წვრილმან დეტალზეა აუცილებელი.

ვისთვისაც ხარისხი არსებითად მნიშვნელოვანია, ყოველთვის ცდილობს საუკეთესოზე შეაჩეროს არჩევანი.  გამონაკლისი არც სამზარეულო ჭურჭელია, რომელიც რამოდენიმე სხვადასხვა ნივთს მოიცავს. თუმცა დღევანდელ აღწერაში, აქცენტს ტაფაზე გავაკეთებთ და წარმოგიდგენთ განსხვავებული დიზაინის, მოდელისა და დანიშნულების ტაფებს.

აქვე ავღნიშნავთ რომ ტაფისა თუ სხვა სამზარეულო ნივთის შესაძენად თქვენ საუკეთესო საიტი შეარჩიეთ, გადახედეთ ჩვენს კატალოგს და რმწუნდებით, რომ ისურვეზე ყველანაირი დანადგარის ყველაზე იაფად შეძენაა შესაძლებელი.

აღწერას ყველასათვის კარგად ნაცნობი ბრენდის Tefal-ის ტაფით დავიწყებთ, რომელიც ხარისხის მაჩვენებლით ერთ-ერთი წამყვანია ბაზარზე.

ტაფა

Tefal Minute - ეს არის უნივერსალური ტაფა, რომელიც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ძირითადად განკუთვნილია გაზქურებთან სამუშაოდ, რომლის წარმოებაში გამოყენებულია ალუმინის მასალა.

კომპლექტში შედის 4 ტაფა, რომელთა დიამეტრია 22-დან 28 სმ-მდე. ასე, რომ მარტივად შეგიძლიათ რამდენიმე კერძის ერთდროულად მომზადება.

დადებითი:

  • ქვედა ზედაპირი თბება სწრაფად, მაგრამ თანაბრად;
  • მოძრავი სახელური საშუალებას გაძლევთ შეამციროთ ტაფაზე დატვირთვა, მაგრამ ისედაც არ არის მძიმე წონის და ამ მხრივ, საკმაოდ მოსახერხებელია;
  • წებოვანი საფარი იცავს ზედმეტი დაზიანებისგან, მათ შორის - ნაკაწრებისგან;
  • უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში განსათავსებლად;
  • აქვს ორწლიანი გარანტია;
  • ტაფების ღირებულება განსხვავებულია მათი ზომებიდან გამომდინარე.

მინუსები:

  • გაითვალისწინეთ, არ არის განკუთვნილი ინდუქციურ ღუმელებთან სამუშაოდ.

KitchenAid KCI10GPOB - სპეციალური გრილის ტაფა, რომელიც აღჭურვილია სითბოს მდგრადი სილიკონის სახელურით და უძლებს მაღალ ტემპერატურასაც. იდეალურია ხორცის შესაწვავად, რომელზეც ზეთი ქვემოთ რჩება და ხორციც უფრო გემრიელი გამოდის. ამასთან, მისი ზედაპირი, სტანდარტული ტაფებისაგან ძალიან განსხვავებულია.

ტაფა

დადებითი:

  • ხელმისაწვდომია სამ ფერში: შავში, წითელსა და თეთრში; 
  • აქვს ძალიან გამძლე მიმანქრის საფარი;
  • შესაფერისია ნებისმიერი ელექტო ღუმელისა თუ გაზქურისთვის;
  • შეგიძლიათ მოათავსოთ ღუმელში, რომლის ტემპერატურა არ აღემატება +260 გრადუსს.

 

მინუსები:

  • მძიმეა;
  • მაღალი ღირებულება.

კიდევ ერთი განსხვავებული დანიშნულების - ბლინის ტაფა უნდა შემოგთავაზოთ, რომელიც ძალიან თხელი ზედაპირითა და კედლებით გამოირჩევა.

FISSMAN 4108 - შესანიშნავია თხელი ბლინების მოსამზადებლად, რომლის დიამეტრი 25 სმ-ია. დამზადებულია თუჯის მასალისგან, რომელსაც რაიმე სახის დამცავი საფარი არ აქვს.

დადებითი:

  • აქვს თხელი ზედაპირი, რომელიც ერთნაირად თბება;
  • მოსახერხებელი სახელური;
  • მაღალხარისხიანი ტაფა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვედა ზედაპირი ძალიან გლუვია;
  • კომპაქტური ზომების გამო, მოსახერხებელია შესანახად;
  • ბლინების მოსამზადებლად ტაფის სიმაღლე მხოლოდ 1 სმ-ია.

მინუსები:

  • გაითვალისწინეთ, მომზადების პროცესში სახელური შესაძლოა ძალიან გაცხელდეს.

Tefal illico - ეს არის 28 სმ დიამეტრის მქონე ტაფა, რომელიც განკუთვნილია ელექტრო ქურებთან სამუშაოდ. უნდა აღინიშნოს, რომ Tefal-ის სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელია, რომელიც დამზადებულია მბზინავი, უჟანგავი ფოლადისგან და იდეალურად გამოიყენება ელექტრო ღუმელებთან.

ტაფა

შიდა კედელი, რომელიც შეიცავს ტიტანის მასალას, კარგად უძლევს სხვადასხვა დაზიანებას, მათ შორის ნაკაწრებს, ხოლო სახელურზე სილიკონის დამატება, უზრუნველყოფს მის დამატებით თერმოიზოლაციას.

დადებითი:

  • თბება საკმაოდ სწრაფად;
  • მაღალ ტემპერატურაზე ტაფის ზედაპირი არ დეფორმირდება;
  • მაღალი კედლები ხელს უშლის ცხიმის გადმოღვრას;
  • წებოვანი საფარი კარგად იტანს დაზიანებებს;
  • ტაფის მოთავსება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც.

მინუსები:

  • ტაფის ზომის გამო, წონაც საკმაოდ დიდი აქვს.

და ბოლოს, კიდევ ერთი, ძალიან კარგი ტაფა ბლინებისთვის ეს არის - Tefal Tempo 04171522, რომლის ღირებულებაც, სხვათაშორის, სულაც არ არის მაღალი.

ტაფა

მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ტაფის ზედაპირი არ დეფორმირდება, რადგან საკმაოდ მდგრადი მასალისგანაა დამზადებული. ალუმინის ტაფის დიამეტრი 22 სმ-ია, რომელზეც საშუალო ზომის ბლინების გამოცხობა შეიძლება.

დადებითი:

  • ტაფა თბება ძალიან მალე და ამასთან, სწრაფადვე აცხობს ბლინებს;
  • ტაფის მოთავსება შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში;
  • აქვს 2 წლიანი გარანტია;
  • და ხელმისაწვდომი ღირებულება.