სელფი ლაითი და სელფის ჯოხი 2-1 ში OEM Q07
სელფი ლაითი და სელფის ჯოხი 2-1 ში OEM Q07
Regular price 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

სელფი ლაითი

სელფი ლაითი - ყველა ზომის და დანიშნულების მოდელები ყველაზე იაფად ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

უფასო მიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით და გადახდის ყველაზე მოსახერხებელი პირობები.

სელფი ლაითი

სასარგებლო ინფორმაცია და რეკომენდაციები ონლაინ გამომწერებისთვის, რომლებიც ყველაზე პოპულარული პროდუქტის, სელფი ლაითის შეძენით არიან დაინტერესებულნი!

როგორ მუშაობს სელფი ლაითი და რისთვის გამოიყენება იგი?

თუ სელფის ჯოხი გვეხმარება საუკეთესო რაკურსით ფოტო-ვიდეოს გადაღებაში, სელფი ლაითი დაგეხმარებათ საუკეთესო განათების მიღებაში. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს გადაღების დროს განათებას.  

სელფი ლაითი

პროფესიონალი ფოტოგრაფები მუდმივად ეძებენ საუკეთესო განათებას თავიანთი კადრებისთვის. საგნის ირგვლივ, LED განათების საშუალებით,  სელფი ლაითი ავრცელებს სინათლეს, რაც აძლიერებს სუბიექტის კანის ბუნებრივ ფერს და გამორიცხავს მკვეთრ. ის ზრდის სუბიექტის მიმზიდველობას და იქცევს მაყურებლის ყურადღებას

სელფი ლაითის განათება გააუმჯობესებს ვიდეო ზარების, ვლოგების, ინტერვიუების, Zoom შეხვედრებისა და სელფების ხარისხს! მან სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება და სარგებლის მოტანა ადამიანებისთვის. 

სელფი ლაითი შეუცვლელი ნივთია TikTok -ერებისთვის! ასევე, იდეალურია მაკიაჟის სილამაზის გასაზიარებლად. მისი შუქი, საკმარისად კაშკაშაა სახის გასანათებლად, რაც დიდი უპირატესობაა.

სელფი ლაითი არის ძალიან მსუბუქი და მარტივად თავსდება ჯიბეში, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ სრულყოფილი სელფი ყველგან, სადაც მოისურვებთ.  მეტიც, მას აქვს ჩაშენებული ბატარეა, რაც უზრუნველყოფს  4-7 საათის განმავლობაში მის შეუფერხებლად მუშაობას.

მოქმედებს თუ არა სელფი ლაითის განათება თქვენს თვალებზე?

სელფი ლაითის შუქი კაშკაშაა, მაგრამ თვალს არ მოგჭრით. არსებობდა გავრცელებული აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა სელფი ლაითის სისტემატურ გამოყენებას ბადურის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოეწვია.

ესპანეთში ჩატარდა ხანგრძლივი კვლევები, რომელიც გასულ წელს დასრულდა და რამაც აჩვენა, რომ  LED გამოსხივებას, რომელსაც იყენებს სელფი ლაითი, არ შეუძლია ბადურის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.

სელფი ლაითი

ამასთან, არსებობს რეკომენდაციები, რომელიც გაავრცელა საფრანგეთის სურსათის, გარემოს დაცვისა და შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სააგენტომ და იგი თავის ანგარიშში თინეიჯერებს აფრთხილებს, ცისფერი შუქის "ფოტოტოქსიკური ეფექტების" რისკის შესახებ.

როგორ  იტენება სელფი ლაითი?

სელფი ლაითის დატენვა შესაძლებელია ნებისმიერ ლეპტოპზე. შეაერთეთ იგი მიკრო USB დამტენით ბატარეის დატენვის პორტთან. დატენვის დროს უნდა ანათებდეს მხოლოდ წითელი შუქი. ხოლო, სრულად დატენილად ბატარეა ითვლება მაშინ, როდესაც  შუქი ანათებს მწვანედ.