საბავშვო საწოლის თაღი HAPE E0023
საბავშვო საწოლის თაღი HAPE E0023
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო HAPE E0619
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო HAPE E0619
Regular price 90.00 ლარი 79 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია

საკვები სკამ-მაგიდა

საკვები სკამ-მაგიდა საბავშვო ეტლთან, საწოლთან და მანეჟთან ერთად პატარების აუცილებელ ატრიბუტიკას განეკუთვნება.

5-6 თვის ასაკში ბავშვი უფრო აქტიური ხდება, ნელ-ნელა იცვლება მისი ცხოვრების  წესი და კვების რეჟიმიც. ახალი კერძების დასაგემოვნებლად, საჭიროა პატარა კომფორტულად იჯდეს მაგიდასთან, ამიტომ უმჯობესია თუკი მშობლები საუკეთესო საკვებს სკამ-მაგიდას შეარჩევენ თავიანთი პატარებისთვის.

საკვები სკამ-მაგიდა

სანამ უშუალოდ ყიდვას გადაწყვეტთ, მოგაწვდით მცირე ინფორმაციას, თუ რას შეიძლება მიაქციოთ ყურადღება საკვები სკამ-მაგიდის შერჩევისას.

პირველ რიგში, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობა დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან. შემდეგ ეტაპზე ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოებას, ანუ,  რამდენად  სტაბილურია სკამი. სასურველია, რომ  წინა ფეხებს შორის სპეციალური დასაკავშირებელი ჰქონდეს, მაგრამ თუ მოდელი აღჭურვილია ბორბლებით, დარწმუნდით, რომ აქვს ჩამკეტი სისტემა.

გარდა ამისა, სასურველია საბავშვო სკამ-მაგიდას ჰქონდეს საზურგის რეგულირება. ვინაიდან, ასეთი ფუნქცია მოსახერხებელია მათთვის, ვინც გეგმავს მაღალ სავარძელში  ჩვილის არა მარტო გამოკვებას,  არამედ - სათამაშოდ ან დასასვენებლად დატოვებას.

ჩვეულებრივ, სკამებს უკანა მხარეს აქვთ რეგულირების სამიდან ხუთი დონე, რაც საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ იგი თითქმის ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე.

დასაკეცი მექანიზმის არსებობა აუცილებელია იმ შემთხვევეში, თუ დაგეგმილია  ბავშვის სკამ-მაგიდის ტრანსპორტირება ან სახლში არ არის საკმარისი სივრცე. როდესაც იკეცება მოწყობილობა, შესაძლებელია მათი მოთავსება იზოლირებულ კუთხეში, რომელიც დაგიზოგავთ საჭირო სივრცეს. გაითვალისწინეთ, რომ მექანიზმი მუშაობს სწრაფად და მარტივად.

Mima Moon 2G

ეს სავარძელი ევროპელი დიზაინერების იდეაა, რომლებმაც  იპოვეს ახალი მიდგომა ბავშვთა პროდუქციის შესაქმნელად და ამით მშობლების ყურადღებაც შესანიშნავად მიიპყრეს. ორიგინალური დიზაინი, გამძლეობა, გამოყენებადობა და ფუნქციონალობა - ეს ყველაფერი თავმოყრილია  Mima Moon 2G  სავარძელში.

საკვები სკამ-მაგიდა

სკამის  გამოყენება შეიძლება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან. მაქსიმალური დატვირთვა, რომელსაც იგი უძლებს - 45 კგ-ია. სავარძელი რეგულირდება ძალიან დახრილ პოზიციაზეც და აღწევს ჰორიზონტალურ მდგომარეობასაც. სკამი დამზადებულია ელასტიური პოლიმერისგან, ხოლო ეკო ტყავის ბალიში  ჩასმული შიგნითვე.

უპირატესობები:

  • არაჩვეულებრივი დიზაინი;
  • დაბადების პირველივე დღიდან გამოყენების შესაძლებლობა;
  • გლუვი რეგულირება;
  • ღვედების არსებობა;
  • მდგრადი დიზაინი.

Sweet Baby Modern

საკვები სკამ-მაგიდა  აღჭურვილია სავარძლების შემცირების სისტემით, ამიტომ მისი გამოყენება მაგიდის გარეშე შეიძლება უკვე იმ დროს, როდესაც ბავშვი წამოიზრდება. მაგალითად, შეგიძლიათ ოჯახის მაგიდასთან განათავსოთ საბავშვო სკამი, ხოლო სიმაღლის რეგულირება საშუალებას მისცემს ბავშვს, სადილი ოჯახის წევრებთან ერთად მიირთვას.

სკამის გამოყენება შეიძლება დაბადების პირველივე დღიდან, რადგან  აქვს 5 დონის უკანა კორექტირება. მაღალხარისხიანი ეკო-ტყავის ბალიში საშუალებას მისცემს პატარას კომფორტულად გრძნობდეს თავს.

უპირატესობები:

  • რბილი ბალიშები;
  • ფეხების ანატომიური ჩანართის არსებობა;
  • ხარისხიანი მასალები;
  • სიმაღლის რეგულირების 5 დონე.

მოდელი შესანიშნავია ნებისმიერი ოჯახისთვის, თუ არ გაითვალისწინებთ მის ზომას. სკამი დამზადებულია ძალიან მაღალი ხარისხის მასალით, საიმედოა და ასრულებს ყველა თავის ფუნქციას

Oribel Cocoon -  საუკეთესო  საბავშვო სკამ-მაგიდა

ეს ახალი პროდუქტი მოსახერხებელია იმით, რომ არ აქვს ზედმეტი დეტალები და ფუნქციები, რომლისთვისაც უნდა გადაიხადოთ დამატებითი თანხა. სკამი  მარტივი გამოსაყენებელია. შესაძლებელია მაგიდის დამატებითი უჯრის  ამოღება, ხოლო ბავშვის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სამმაგი ქამრით.

საკვები სკამ-მაგიდა

შეგიძლიათ დაარეგულიროთ სავარძლის სიმაღლე, საზურგე, ასევე სკამის პოზიცია. მოხერხებელი სავარძლის  წყალობით,  შესაძლებელია ყველაზე პატარა ბავშვის დატოვება მასში, რათა სადილის  შემდეგ შესძლოს დასვენება.

უპირატესობები:

  • არ აქვს ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება ჭუჭყი დაგროვდეს და ჩაიყაროს;
  • გასარეცხად მარტივია;
  • აქვს კომპაქტური ზომა;
  • გამოყენების შესაძლებლობა დაბადებიდან;
  • მისაღები ფასი.

ნაკლოვანებები:

  • სავარძელი უხეშია;
  • ფერების ცუდი არჩევანი.

ეს სკამი შესაფერისია კონსერვატიული მშობლებისთვის, რომლებსაც არ მოსწონთ ზედმეტი აღჭურვილობები და გამოუყენებელი ფუნქციები.

ყველაზე ფართო და მდიდარი არჩევანი საბავშვო აქსესუარებზე, ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში, შეიძინეთ ბარათით და მიიღეთ ფასდაკლება, ან გააკეთეთ თქვენზე მოსარგები განვადება!