სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
საბურღი
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ საბურღის, იგივე ბურღის ან დრელის საუკეთესო შემოთავაზებები.
იყიდეთ მაღალი ხარისხის საბურღი ისურვეზე და ისარგებლეთ სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული პირობებით.
საბურღი ის ხელსაწყოა, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ როგორც კედელზე, ისე ხეზე შესასრულებელ სამუშაოებს
ხშირ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლები ცდილობენ ელექტრო ბურღის ყიდვას, ბაზარზე აწყდებიან დიდ არჩევანს, რომელიც მათ დაბნეულობას იწვევს. იმისათვის, რათა სწორად შეარჩიოთ საბურღი მოწყობილობა, ამისათვის მნიშვნელოვანია გარკვეული მახასიათებლების ცოდნა.
სწორედ ამიტომაც, წარმოგიდგენთ რამოდენიმე წამყვანი ბრენდის ელექტრო დრელები, რომელთა მაგალითზეც გაგიმარტივებთ არჩევანის შესაძლებლობას.
BOSCH GSR 120-LI 1.5Ah x2
აღნიშნული მოდელის ბოშის დრელი კარგია როგორც აღჭურვილობის, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით. ხარისხი შეესაბამება იმ პროფესიონალ Bosch სერიას, რასაც ბრენდისგან უდაოდ მოელით.
10 მილიმეტრის მქონე ხრახნი საყრდენზე უსაფრთხოდ ბრუნავს, ხოლო 30 ნიუტონიანი ბრუნვის სიმძლავრე უფრო მეტია, ვიდრე ბევრი ჩვეულებრივის ხრახნიანის სიმძლავრე.
ძირითადი უპირატესობები:
- სიმყარე და საიმედოობა;
- ორსაფეხურიანი კოლოფი;
- ბატარეის სწრაფი დატენვა
უარყოფითი:
- დიდი მოწყობილობის ხელში დაჭერა არც თუ ისე კომფორტულია.
BOSCH EasyDrill 1200 1.5Ah x1 Case (Li-Ion ბატარეა; 1.50 აჰ; 12 ვტ)
მწვანე Bosch დრელი მახასიათებლებით ძალიან ჰგავს ლურჯს საბურღებს, რომელიც იყენებს იგივე ბატარეებს, მაგრამ ძრავა ნაკლებად ძლიერია. აქედან გამომდინარე, პირველი სიჩქარით ბრუნვის მაჩვენებელი 20ნ/მ-ზე ნაკლებია, მაგრამ ბატარეის ხანგრძლივობა უფრო მაღალია ერთი დატენვით.
ბურღი აღჭურვილია სამ მილიმეტრიანი LED განათებით, რომელიც სიკაშკაშით ნაკლებად გამოირჩევა. კომპაქტური უსადენო დრელი გამოიყენება ძნელად მისაწვდომსა და არც თუ ისე მსუბუქ ადგილებში სამუშაოდ.
ძირითადი უპირატესობები:
- კომფორტული საყრდენები;
- მსუბუქი წონა
უარყოფითი:
- დაბალი შუქის ეფექტურობა
Makita DF330DWE
მსუბუქი (მხოლოდ 880 გრ) ელექტრო ბურღი იყენებს ბატარეებს 10.8 ვ ოპერაციული ძაბვითა და 1.3 ა*სთ სიმძლავრით. მსუბუქი წონისა და კომპაქტურობის გამო, მოსახერხებელია რთულ ადგილებში სამუშაოდ.
პირველი სიჩქარით, ბრუნვის სიჩქარე ლურჯი ფერის ბოშის ბურღზე ნაკლებია, მაგრამ უფრო მეტია ვიდრე - მწვანე მოდელებში. თუმცა, აღვნიშნავთ იმას, რომ Makita-ს მოდელებში, ფასის თვალსაზრისით, ეს ხელის ბურღი უფრო ძვირია, ვიდრე ორივე (მწვანე, ლურჯი ბოში), მაგრამ ხარისხის თვალსაზრისით, ძნელია Bosch-სთან კამათი!
სამწუხაროდ, მრავალი მოდელის ჩინეთში წარმოება მნიშვნელოვნად აისახება ხარისხზე. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ ამ მოდელს არა პროფესიონალური პრაქტიკისთვის, არამედ სახლის პირობებში გამოყენებისთვის.
ძირითადი უპირატესობები:
- კომპაქტური და მსუბუქი წონა;
- კარგი ბრუნვის მაჩვენებელი
უარყოფითი:
- ბატარეები საკმაოდ სწრაფად ჯდება. ამიტომ, Makita იყენებს ბრენდირებულ ბატარეებს მხოლოდ მცირე რაოდენობის მოდელებში.
დარწმუნდით, რომ არჩეულ მოდელში გამოყენებული ბატარეების შეძენა შესაძლებელია ცალკეც. თუ არ არის შესაძლებელი იგივე კომპანიისგან საბურღის ბატარეების ყიდვა, მაშინ შეეცადეთ ზომით მსგავსი მოდელები იპოვოთ, რათა საბურღის გამართულ მუშაობას ხელი არ შეუშალოთ.
შეგახსენებთ, რომ იქნება ეს ხელის ბურღი თუ სხვა ნებისმიერ რამ, რის შეძენასაც თქვენ ისურვეზე გადაწყვეტთ, ყველაფერზე მოქმდებს განვადების მოქნილი სისტემა და უფასო მიტანის სერვისი.