პორტატული დამტენი (Powerbank)
პორტატული დამტენი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფოვერბანკი ყველა ტიპის ტელეფონისთვის. ყველა სიმძლავრის მოდელი. უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და მობილური მოწყობილობების ყოველდღიური მოხმარება გვაიძულებს, მუდმივად გვქონდეს წვდომა ელექტროენერგიაზე.
თუმცა, სმარტფონები, ტაბლეტები, უკაბელო ყურსასმენები და სხვა გაჯეტები ხშირად დღის განმავლობაში იტენება, რის გამოც პორტატული დამტენი იდეალური გამოსავალია.
რა არის პორტატული დამტენი და როგორ მუშაობს?
პორტატული დამტენი არის კომპაქტური, მრავალჯერადი გამოყენების ბატარეა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მობილური მოწყობილობები დამუხტოთ დენის წყაროსთან წვდომის გარეშე.
ფოვერბანკი ძირითადად შედგება მაღალი ტევადობის ლითიუმ-იონური ან ლითიუმ-პოლიმერული ბატარეისგან, რომელიც ინახავს ენერგიას და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს მას სხვა მოწყობილობებს USB ან უკაბელო დატენვის საშუალებით.
უნივერსალური პორტატული დამტენები თავსებადია თითქმის ყველა მოწყობილობასთან, რომელიც USB, USB-C ან უსადენო დატენვის ტექნოლოგიას იყენებს.
ფოვერბანკების სიმძლავრე
პორტატული დამტენების ძირითადი მახასიათებელი მათი ტევადობაა, რომელიც მილიამპერ-საათებში (mAh) იზომება:
5000-10000 mAh – კომპაქტური და მსუბუქი ვარიანტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, ერთხელ ან ორჯერ დამუხტოთ სმარტფონი.
10000-20000 mAh – საშუალო ტევადობის მოდელები, რომლებიც სმარტფონს 3-5-ჯერ ტენიან.
20000 mAh+ – მაღალი ტევადობის პაუერბანკები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობას ემსახურებიან და იდეალურია.
არსებობს 30000, 40000 და 50000 mAh-იანი მძლავრი ფოვერბანკებიც.
აიფონის და სამსუნგის პორტატული დამტენის ყიდვა
იყო დრო, როცა აიფონის და სამსუნგის პორტატული დამტენები განსხვავდებოდა. ძველ მოდელებზე ეს სხვაობა შენარჩუნებულია, თუმცა თანამედროვე მოდელებისთვის ფოვერბანკი სულერთია და როგორც წესი, უნივერსალურია.
ისურვეზე ყველა ფოვერბანკს მითითებული აქვს შესაბამისი სიმძლავრე და ზუსტი მახასიათებლები, რაც ამარტივებს ყიდვის დროს არჩევნის გაკეთებას.