მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1116
Regular price 305.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1105
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1105
Regular price 439.00 ლარი 379 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1124
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1124
Regular price 349.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1158
Regular price 529.00 ლარი 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1242
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1242
Regular price 459 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1241
მიკროტალღური ღუმელი FRANKO FMO-1241
Regular price 389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი

მიკროტალღური ღუმელი Franko

მიკროტალღური ღუმელი Franko ამ ტიპის მოწყობილობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. Frankos მიკროტალღურები გამოირჩევა სანდოობით, და ამასთანავე ხელმისაწვდომობით რაც მათ საუკეთესო შეთავაზებად აქცევს.

მიკროტალღური ღუმელი Franko ქართველი დიასახლისების ფავორიტი დამხმარეა სამზარეულოში

სამზარეულოს გერმანული ტექნიკა მრავალფუნქციურობითა და ხარისხით ყოველთვის გვაოცებს. Franko-ს ფირმის ტექნიკა სანდოობით ნამდვილად გამოირჩევა.

ფირმა ფრანკო მიკროტალღური ღუმელების გაყიდვებით ისურვეზე მოწინავე პოზიციებს იკავებს, რაც ამ ბრენდის მიმართ ჩვენი მომხმარებლების ნდობას ყველაზე ნათლად აჩვენებს.

გადავწყვიტეთ სულ ცოტა მიკროტალღური ღუმელის დაარსებაზეც მოგითხროთ.

მიკროტალღური ღუმელი Franko

მიკროტალღური ღუმელი არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი სამზარეულოში, რომლის  ასაკი 70 წელსაც კი არ აღწევს. ამ პროდუქციის წარმოებისთვის პატენტი იქნა მიღებული 1945 წელს, პერსი სპენსერის შესანიშნავი გამოგონების შემდეგ.

თუმცა ამ 70 წელიწადში მიკროტალღურ ღუმელმა დედამიწის ყველა ქვეყანაში შეაღწია და ახლა მილიონობით სამზარეულშია და უამრავ ადამიანს უმარტივებს ცხოვრებას.

დღეისათვის, ქართულ ტექნიკის ბაზარზე, საკმაოდ მოთხოვნადია მიკროტალღური ღუმელი ფრანკო, რომელიც ფასის თვალსაზისითაც, საკმაოდ ხელმისაწვდომია. იქამდე, სანამ კონკრეტულ მოდელებს წარმოგიდგენთ, გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ზოგადად მოწყობილობის შესახებ.

როგორ შევარჩიოთ მიკროტალღური?

თანამედროვე მიკროტალღური ღუმელი არ არის მხოლოდ მოსახერხებელი და დროის დაზოგვის პროდუქტი, არამედ - ადამიანის ჯანმრთელობის დამცველი. ვინაიდან, მიკროტალღურ ნაწარმში პროდუქტების მომზადებისას, მაქსიმალურად ხდება  ყველა სასარგებლო თვისებისა და ვიტამინების შენარჩუნება. რაც არ შეიძლება ითქვას სტანდარტულ ღუმელზე მომზადებული საკვების შემთხვევაში.

გამოყენების მახასიათებლები მიკროტალღური ღუმელის არჩევის წინ:
თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რისთვის გამოიყენებთ მას. თუ  მხოლოდ საკვების გათბობა გსურთ, მაშინ  საკმარისია იაფიანი ღუმელები. ეს იქნება ყველაზე ეკონომიური და შესაფერისი ვარიანტი.

მიკროტალღური ღუმელი Franko

მიკროტალღური ღუმელის მთავარი ფუნქციებია:   საკვების გალღობა, საჭმლის გაცხელება, სხვადასხვა კერძის მომზადების შესაძლებლობა, მათ შორის, ორთქლის კერძების ჩათვლით და გრილის არსებობა.

შეარჩიეთ მიკროტალღური, რომელიც შეესაბამება თქვენს ფინანსურ საჭიროებებს. თანამედროვე ოპტიმალური მოწყობილობების ფასების დიაპაზონი კარგი შესაძლებლობების სიმრავლით იწყება. ასე, რომ არჩევანის შესაძლებლობა ძალიან ბევრია.

ძირითადი მახასიათებლების  შემდეგ, გაეცანით სხვადასხვა მოდელის მთავარ მახასიათებლებს. ეს მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებს:

კამერის მოცულობა - ეს მაჩვენებელი არჩევის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტია, რადგან ასე დაადგენთ  რამდენი საკვები შეიძლება მომზადდეს ან  გაცხელდეს ერთდროულად. არჩევანი მარტივია.

ერთი ადამიანისთვის საჭმლის გასათბობად საკმარისია 12-14 ლიტრიანი მოცულობა. ორი ადამიანისთვის უნდა შეიძინოთ უფრო დიდი მოწყობილობა -  17-20 ლიტრიანი მოცულობით. მრავალშვილიანი ოჯახისთვის უპირატესობა ენიჭება პროდუქტებს, რომელთა მოცულობა მინიმუმ 30 ლიტრია.

ძალა - სიჩქარე, რომლითაც ღუმელი შეასრულებს თავის მიზანს, პირდაპირ დამოკიდებულია მასზე. რაც უფრო მეტია ძალა, მით უფრო სწრაფად ხდება საჭმლის მომზადება ან გათბობა. ყველაზე მცირე სიმძლავრე 450 ვატია, ხოლო მაღალი ხარისხის ძვირადღირებული მიკროტალღურები  1680 ვატს აღწევს.

მასალა - რომელიც გამოიყენება შიდა ზედაპირის დასამზადებლად. ეს არის საფარი, რომელიც გავლენას ახდენს პროდუქტის ხანგრძლივობაზე და კამერის სისუფთავეზე. არსებობს სამი სახის საიზოლაციო ფორმა:

მინანქარი - ეს არის სითბოს მდგრადი საფარი. ასევე, მინანქარი საკმაოდ კარგად უძლებს ტემპერატურის უეცარ ცვლილებებს. მაგრამ გაითვალისწინეთ,  ძალიან მაღალი ტემპერატურა მისთვის სტრესული გახდება, ამიტომ მფლობელებს არა უმეტეს 7 წლის განმავლობაში მოემსახურება მხოლოდ.

უჟანგავი ფოლადი - ფოლადი ყველაზე გამძლე მასალაა. ასეთი საფარის მფლობელებს არ ეშინიათ ტემპერატურის ცვლილებების. მიუხედავად ამისა, ასეთ საფარსაც კი აქვს თავისი ნაკლი - ძალიან სწრაფად ბინძურდება და მოვლა რთულია.

ბიოკერამიკური ზედაპირი - ახალი განვითარების მაგალითია, რომელიც იდეალურად აერთიანებს მინანქრის და უჟანგავი ფოლადის თვისებებს. ნაკაწრების წინააღმდეგობა, მოვლის სიმარტივე, ტემპერატურის მოულოდნელი რყევების ტოლერანტობა - ეს უპირატესობები მიკროტალღურ ღუმელს უკეთესსა და ხანგრძლივად გამოყენებადს აქცევს.

რაც შეეხება მიკროტალღური ღუმელი ფრანკოს ზოგიერთ მოდელს, გთავაზობთ მათი მახასიათებლების განხილვას.

Franko FMO-1105

კომპაქტური ზომის მიკროტალღური, რომლის განთავსებაც შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილზე.  მართვის ტიპის მიხედვით ელექტრონულ-სენსორულია და მაქსიმალური სიმძლავრე 800 W-ია. მოცულობა 23 ლ, რომლის ზომაც საკმარისია როგორც წყვილისთვის, ასევე ოჯახისთვის.

მიკროტალღური ღუმელი Franko

როგორც აღვნიშნეთ, განთავსება შესაძლებელია ყველგან. მუშაობს დენის ქსელიდან და აქვს გრილის ფუნქცია, ასევე პიცის და პოპკორნის მომზადების შესაძლებლობა. კარის გაღება ხდება სახელურით.  რაც შეეხება ფერს, წარმოდგენილია მხოლოდ შავ ფერში.

FRANKO FMO-1158 - ის  ძირითადი მახასიათებლებია:  მექანიკური მართვის ტიპი და 700/800 w-იანი სიმძლავრე. მოცულობა 23 ლიტრია, გარდა ამისა აქვს შემდეგი ფუნქციები: ტაიმერი, დისპლეი, გალღვობა და გრილი.