ბლინის საცხობი ელექტრო ტაფა
საუკეთესო ხარისხის ბლინის საცხობი ელექტრო ტაფა - დიდი არჩევანი და ონლაინ განვადება, სუპერ ფასთან ერთად.
გემრიელი და ნოყიერი საუზმე - მთელი დღის მანძილე კარგი ხასიათისა და ენერგიის გარანტიაა. ბლინები კი ბავშვებისა და უფროსებისთვისაც ზუსტად ასეთ გემრიელ კერძებს განეკუთვნება, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ მათში უამრავი სხვადასხვა სახის შიგთავსი შეიძლება მოთავსდეს. ხაჭო, ხორცი, ხიზილალა, კენკროვანი ხილი, ან უბრალოდ სიროფები და ჯემებიც კი მშვენივრად მიესადაგება მას. თუმცა არსებობს ალტერნატიული მხარეც - ბლინების ცხობა ნამდვილად საკმაო ჯაფას მოითხოვს, ზუსტად ამიტომაც შეიქმნა ბლინის ტაფა - ბლინის საცხობი რომელიც ბევრად ამარტივებს ზემოხსენებულ პროცესს.
ჩვენ კი ვამარტივებთ შენაძენის მიტანის სერვისს ამიტომ ისურვეზე ნაყიდი ყველანაირი ნივთის, სახლში მიტანა, მთელი საქართველოს მაშტაბით, სრულიად უფასოა.
ბლინის ტაფის რა ტიპები არსებობენ?
დღეს მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის საკმაოდ დიდი არჩევანია წარმოდგენილი, რომლებშიც ბლინის ელექტრო ტაფის რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია ვნახოთ:
- კლასიკური ბლინების ელექტრო ტაფა - მეტალის საფუძველზე არსებულ კორპუსში არის ერთი ან რამდენიმე ჩაღრმავება. მიწვის საწინააღმდეგო დაფარვის გამო შესაძლებელია მალე და მარტივად ერთი ან რამდენიმე ბლინის მომზადება.
- სირღმული ბლინის საცხობი - ბლინის აპარატი - გარეგნულად სტანდარტულ ტაფას წააგავს, გრძელი სახელურით. გამაცხელებლი ელემენტი ამ ტიპის ნაკეთობებს მრგვალ საფუძველში გააჩნიათ. ზედაპირზე გამოზნექილი რკინის ფენა არის წარმოდგენილი. თუმცა ასეთი ტიპის ბლინჩიკების ტაფის მუშაობის პრინციპი არასტანდარტულია. აცხელებენ მას, ჩაყოფენ შემდეგ ბლინის ცომით სავსე ავზში რამდენიმე წამით და შემდეგ გადაატრიალებენ და ბლინიც იწვება. მეორე მხრის მოსამზადებლად გადატრიალება აუცილებელია. ეს ვარიანტი ძალიან კარგია რადგან თხელი და აკურატული ბლინები გამოდის, თუმცა საკმაო დრო სჭირდება.
ელექტრო ტაფა გაყიდვაში დამატებითაა წარმოდგენილია, ასევე ბლინების საცხობი ელექტრო ტაფა სახურავით
ასეთების შემთხვევაში დამატებით გადატრიალების საჭიროება არ დგას და ორივე მხრიდან თანაბრად იწვება. ამ ტიპის ბლინების ელექტრო ტაფაში ვაფლის მომზადებაც კია შესაძლებელი. ზოგ მოდელში ასევე შეხვდებით არასტანდარტულ ფორმებსაც ვარკვლავის, გულის, რომბებისა და სხვა ვარიაციებით. ასევე შეგვიძლია სემოგთავაზოთ ბლინის ტაფა Franko, რომელიც გამოირჩევა თავისი ხარისხითა და გამძლეობით.
პროფესიონალური მოდელები შესაწვავი პოზიციების სიმრავლითა და სიმძლავრით გამოირჩევა, რაც მათ უფრო მეტ წარმადობის საშუალებას აძლევს, რა თქმა უნდა შესაბამისად მეტ ფასად.
ბლინის საცხობის შერჩევა შემდეგი კრიტერიუმებით სეიძლება:
ბაზარზე არსებული ასორტიმენტში დიდი არჩევანი მომხმარებლისთვის სასურველი ბლინის საცხობის შერჩევის საქმეს ბევრად აადვილებს.
- 2-3 პერსონიანი ოჯახისთვის მშვენიერი ალტრენატივაა ბლინის აპარატი რომელიც ერთ ჯერზე რამდენიმე ბლინს წვავს. უფრო დიდი ოჯახისთვის კი მინიმუმ 4 პოზიციიანი დანადგარია სასურველი.
- ბლინების ელექტრო ტაფის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პრობლემა არ გახდეს თქვენს სამზარეულოში მოთავსებით კუთხით.
- გამაცხელებლის სიმძლავრე რეკომენდებულია რომ 1-1.3 კილოვატის ფარგლებში მერყეობდეს.
- დამატებით პლუსად ჩაითვლება რამდენიმე განსხვავებული ზომის მქონე სამუშაო ზედაპირის არსებობა, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ანაცვლებდეს
- ტაიმერი უნდა უთითებდეს როდის არის ბლინის აპარატი მზად ცომის მისაღებად, და ასევე როდის დასრულდა მისი მომზადება.
- სასურველია ბლინის საცხობი ტაფა კომპლექტში მოიცავდეს ჩამჩისმაგვარ კოვზებს ცომის მოსასხმელად (მითითებული საზომებით), და ასევე T-ს ფორმის ნიჩბის მსგავსი კოვზი ბლინის ზედაპირის გასასწორებლად. დამატებით ასევე სასურველია თუ იქნება პლასტმასის ან ხის კოვზის მაგვარი ნიჩბები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მარტივად გადაატრიალოთ ერთ მხარეს მომზადებული ბლინები.
ბლინის საცხობი გემრიელი საუზმის სწრაფად მოსამზადებლად
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბლინებს, როგორც წესი, დილით მიირთმევენ.
დილა კი ხშირად იმდენად დატვირთულია, რომ დიასალისები ნოყიერი საუზმის მომზადებას დიდ დროს ანდომებენ, რათა ოჯახის წევრები სამსახურსა თუ სკოლა-ბაღში გემრიელი საუზმით გააცილონ.
სხვათა-შორის ბლინებს არა მხოლოდ საუზმეზე, არამედ სადილსა და ვახშამზეც სიამოვნებით მივირთმევთ სხვადასხვა გემრიელობასთან ერთად.
გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რაოდენობით თხელი და ფაფუკი ბლინების მომზადებას საკმაო დრო სჭირდება, ბლინის საცხობი საუკეთესო საშუალებაა, რათა დაზოგოთ დრო და ენერგია.
ბლინის საცხობი ტაფა საუკეთესო მწარმოებლებისგან ისურვეზე
შეიძლება ითქვას, რომ დიასახლისების საყვარელი ონლაინ მაღაზია ისურვეა, რადგან მაღაზიაში წარმოდგენილი ელექტრო და წვრილმანი ნივთები საოჯახო მოხმარებისთვის იმდენად პრაქტიკულია, რომ დიასახლისები აქ მათთვის საჭირო პრაქტიკულ ნივთებს ხშირად პოულობენ.
ფასები კი ჩვენთან ყველაზე ხელმისაწვდომია და მომსახურება ძალიან კომფოტული.
ბლინის ელექტრო ტაფა იმ მოთხოვნადი ნივთების სათავეს იკავებს, რომელთაც ყველაზე ხშირად ყიდულობენ ქალბატონები, რადგან წარმოდგენილი ასორტიმენტი სხვადასხვა ზომის, ფორმის, სიმძლავრისა და ბრენდის პროდუქციას შეიცავს.
ბლინების საცხობი უმარტივესი გამოსაყენებელი და ძალიან კომფორტულია
თხელი ბლინების ცხობა ტაფის აქეთ-იქით ტრიალთან აღარ ასოცირდება, რადგან ბლინის საცხობი საშუალებას გაძლევთ თანაბარი სისქისა და ზომის ბლინები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოამზადოთ.
მის შენახვას რაც შეეხება, არ სჭირდება ბევრი რეცხვა, რადგან ზედაპირი არ იკრავს ცომს, ადვილად ირეცხება და სულ რამდენიმე წუთში ცივდება, ამიტომ ზედმეტი აურზაური და ბევრი გასარეცხი ჭურჭელი არ დაგიგროვდებათ გემრიელი ბლინების მომზადების შემდეგ.