ბავშვის აბაზანა
ბავშვის აბაზანა თქვენი პატარის ჰიგიენისთვის შრომას ბევრად გაგიმარტივებთ.
საუკეთესო ბრენდების ბავშვის აბაზანა ისურვეზე - უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში.
როდესაც ბავშვი იბადება, მშობლებს სურთ, რომ შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო შეიძინონ, მაგრამ ყოველთვის რთულია იმის გაგება, თუ რა არის პატარასთვის საუკეთესო. თუკი ოცდაათი წლის წინ შეზღუდული იქნებოდით არჩევანში, დღეს უკვე ყველაფერი პირიქითაა, რადგან ბავშვთა თანამედროვე ნივთებისა და აქსესუარების არჩევანი საკმაოდ ფართოა.
ბავშვის ყოველდღიური დაბანა აუცილებელია, რადგან ბანაობის შემდეგ ბავშვი უფრო მშვიდი და მხიარული ხდება, უკეთესად ჭამს და სწრაფადაც იძინებს. და მაინც - ეს არის ერთ-ერთი პატარა რიტუალი, რომელიც მშობელსა და შვილს აერთიანებს.
რადგან ბანაობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ხაზი უნდა გავუსვათ ბავშვის აბაზანის არსებობას, რომლის უამრავი ვარიანტი არსებობს და თქვენი, მშობლის ამოცანაა, მხოლოდ ერთი საუკეთესო აირჩიოთ.
ხოლო ამ არჩევანის გაკეთებაში ჩვენ დაგეხმარებით, ვედებით გამოვყოთ საუკეთესო მოდელები, მათი კარგი და ცუდი მხარეები.
ბავშვის აბაზანის ტიპები:
ნებისმიერი საბავშვო აბაზანა, რომლის შეძენასაც აპირებთ, პირველ რიგში, თავად ბავშვისთვის, უნდა იყოს კომფორტული და ფართო.
არსებობს აბაზანის შვიდი ტიპი, რომელთა მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
კლასიკური მოდელი - აქვს ოვალური ფორმა და ძალიან ფართოა, რომლის შერჩევა დაზოგავს თქვენს ფინანსებს. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფერი.
თუკი წინასწარ გაზომავთ დიდი აბაზანის/ვანის ზომას, შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი საბავშვო აბაზანა, რომლის მოთავსებასაც ვანის კიდეებზე მარტივად შესძლებთ. გაითვალისწინეთ, ფერები შეიძლება შეიცვალოს ხშირი გამოყენების შედეგად. გარდა ამისა, ამ მოდელთან ერთად, თქვენ მოგიწევთ ცალკე შეიძინოთ ბევრი აქსესუარი.
მრავალფუნქციური მოდელი - ეს არის მაგიდის ან უჯრის შემცვლელი აბაზანა, რომლის ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ უჯრაში შეგიძლიათ შეინახოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ: პირსახოცი, საფენები, სუფთა ტანსაცმელი ბავშვისთვის და ა.შ.
ამ ძვირადღირებულსა და დიდი ზომის მრავალფუნქციურ მოდელს აქვს ბორბლები თავისი საკეტით. გარდა ამისა, შეგიძლიათ აბაზანა გამოიყენოთ იქ, სადაც უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის ბავშვის დაბანა.
ანატომიური აბაზანა - მოდელის აგებულება მთლიანად იმეორებს ბავშვის სხეულის ფორმას. დაბანის პროცესში თქვენ არ გჭირდებათ ბავშვის დაჭერა, რადგან აბაზანა ყველაფერს აკეთებს თქვენს მაგივრად.
პედიატრების უმეტესობა, სწორედ ასეთ აბანოებს უწევენ რეკომენდაციას. უბრალოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბავშვების ზრდასთან ერთად, მოგიწევთ კიდევ ერთი აბაზანის შეძენა.
პორტატული აბაზანა - ეს მოდელი იკეცება, ამიტომ არ მოგიწევთ იმაზე დარდი, თუ სად უნდა მოათავსოთ ბავშვის აბაზანა გამოყენების შემდეგ. მწარმოებლები ასეთ მოდელებზე ოთხწლიან გარანტიას იძლევიან. აბაზანას აქვს სპეციალური ზედაპირი ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ანტიბაქტერიული აბაზანა - მოდელის დასამზადებლად გამოყენებულია სპეციალური მასალა მიკრობანი, იგივე ანტიბაქტერიული დაცვა, რომლის დახმარებითაც, აღარ გჭირდებათ წყლის სპეციალური დეზინფექცია.
თუკი თქვენი ბავშვი ალერგიულია, ან მისი კანი ჰიპერმგრძნობიარეა - ეს მოდელი ნამდვილად თქვენთვისაა შექმნილი.
გასაბერი აბაზანა - მართალია, ძალიან მარტივად გამოსაყენებილი საბავშვო აბაზანაა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა მწარმოებელი არ იყენებს ბუნებრივ მასალას მათი პროდუქციისთვის.
თასი - ეს შედარებით ახალი მოდელი დედების მუცლის ფორმას წააგავს. ითვლება, რომ ასეთ აბაზანაში ბავშვი უფრო მოდუნებული და მშვიდია. მიუხედავად ყველა რეკომენდაციისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთი გამოყენებას შესძლებთ არა უმეტეს ორი თვის განმავლობაში.
მიუხედავად მოდელების მრავალფეროვნებისა, არსებობს კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი აბაზანის შეძენისას. თითოეული მათგანი უნდა იყოს კომფორტული, მაღალი ხარისხის და უსაფრთხო.
სასურველია გაითვალისწინოთ რამოდენიმე მახასიათებელი, მათ შორის:
მაქსიმალური წონა - თითოეულ მოდელს შეუძლია ბავშვს მხოლოდ გარკვეულ წონამდე მოემსახუროს. ამიტომ, სასურველია შეარჩიოთ შედარებით დიდი მოდელი, რომელიც ბევრად მეტხანს მოგემსახურებათ.
უსაფრთხოება - ეს პუნქტი მოიაზრებს დამზადებული მასალის ხარისხს. გარდა ამისა, სანამ საბავშვო აბაზანას შეიძენთ, შეამოწმეთ რაიმე სახის ხარვეზები ხომ არ არის ზედაპირზე.