ხელსაწყოები
ყველა ბრენდის ხელსაწყოები და ინსტრუმენტები, ერთად ერთ სივრცეში. იყიდეთ განვადებით ან ფასდაკლებით და მიიღეთ ნივთები მთელ საქართველოში უფასოდ.
სახლის პირობებში სამუშაოდ თუ ავტოფარეხში მუშაობისას, ყველა ხელოსანს აუცილებლად სჭირდება ისეთი ხელსაწყოები, რომელიც მუშაობის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.
სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელსაწყოები სხვადასხვა დანიშნულებისთის გამოიყენება, რომელთა მათგანი შეიძლება ელექტრო იყოს და მუშაობდეს ელექტრო ენერგიის წყაროსთან მიერთებით, მის გარეშე ან ბატარეებით.
დღევანდელ აღწერაში რამოდენიმე ელექტრო ხელსაწყოზე ვისაუბრებთ, რომელთა გამოყენება ნებისმიერი საქმის შესრულებისას, დიდ დახმარებას გაგიწევთ.
თითქმნის ყველა მამაკაცმა ძალიან კარგად იცის, თუ რა დანიშნულება აქვს დრელებს, რომელია წამყვანი ბრენდი, რომელს რატომ ენიჭება უპირატესობა და ა.შ. Hitachi DS10DAL ეს არის მაღალხარისხიანი აკუმულატორიანი დრელი, რომელსაც ყველა ის დადებითი მახასიათებელი აქვს, რაც გჭირდებათ სამუშაოების უპრობლემოდ შესასრულებლად. ერთადერთი მინუსი ელემენტების არჩევანია.
ერთის მხრივ, დრელს აქვს შედარებით დაბალი ძაბვა (10.8 ვტზე) და მცირე სიმძლავრე (2 A * სთ). მეორეს მხრივ, უფრო ძლიერი ბატარეების არსებობის შემთხვევაში, იზრდება ინსტრუმენტის ფასიც.
მიუხედავად იმისა, რომ დრელის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, აღჭურვილობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება მაღალფასიან მოდელებს. აქვს საკმაოდ მოსახერხებელი სახელური და აღჭურვილია საკეტით, რომელიც იაფიან მოდელებში იშვიათია.
ძირითადი უპირატესობები:
- კარგი ბრუნვის სიჩქარე;
- სიჩქარის შეცვლის ფუნქციები;
უარყოფითი:
- ძრავის სიმძლავრე სუსტია.
- მოდელი გამოსადეგია სახლის პირობებში და არ არის განკუთვნილი პროფესიონალური სამუშაოებისთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ელექტრო დრელები სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებულია. ასეთია ერთ-ერთი ბურღი-სახრახნისი, რომელსაც სამუშაოდ განსხვავებული თავები აქვს.
BOSCH GSR ეს კომპაქტური ბურღი-სახრახნისი, მცირე ზომითა და წონით. განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთ ადგილებში გამოსაყენებლად, სადაც სივიწროვეა და სამუშაო ფართის ნაკლებობაა. თუმცა, მისი მცირე ზომა და წონა განაპირობებს ბატარეის სიმცირესაც.
აუცილებლობის შემთხვევაში, ორ სიჩქარიანი ძრავა საშუალებას გაძლევთ ბურღვის მაჩვენებელი წუთში 1300-მდე აიყვანოთ, ხოლო შედარებით ნელი მუშაობის დროს, 30 N მეტრამდე შეამციროთ. ბატარეის მცირე სიმძლავრე მათ სწრაფ ტენვას უწყობს ხელს.
ძირითადი უპირატესობები:
- კომპაქტური, მსუბუქი წონა
- მონაცვლეობების ელექტრონული მექანიზმი.
უარყობითი:
- მცირე მოცულობის ბატარეა.
რადგან ხელსაწყოებში სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტებს მოვიაზრებდეთ, დრელების გარდა შესაძლოა განვიხილოთ პირობითად, ლობზიკებიც და მისი მონათესავე დანადგარები.
Makita 4350 FCT ეს არის პროფესიონალი ლობზიკი. ხერხი გამოსადეგია მრავალი საათის განმავლობაში ყოველდღიური მუშაობისთვის. მოწყობილობის მაღალი სიმძლავრის გამო (720 ვტ), ჭრის სიგრძე 26 მმ-ია, რაც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ სქელ დაფებსა და სხვა მასალებზე.
ლობზიკს აქვს განსაკუთრებით მყარი სახელური, რომელიც აღჭურვილია რეზინისგან დაფარული დანაყოფებით. მოსახერხებელი სახელურის წყალობით, ოპერატორს შეუძლია ორივე ხელით მარტივად მუშაობა.
დადებითი მახასიათებლები:
- ძლიერი ალუმინის კოპრუსი მაღალხარისხიანი სამაგრებით;
- დაწყების ღილაკის დაფიქსირება;
- დამხმარე როლიკები, რათა არ მოხდეს ლობზიკის გამორთვა ძლიერი წნევის შემთხვევაში;
- სიმძალავრე - 720 ვატი;
- მოდელს შეუძლია ლითონის 10 მმ-მდე ჭრა, ხოლო ხის - 135 მმ-მდე;
- რევოლუციები რეგულირდება ელექტრონულად;
- ცუდად განათებულ ადგილებში შესაძლებელია განათების სისტემით მუშაობა;
- ხელსაწყოს დატვირთვისას შესაძლებელია სიჩქარის მითითება;
- მოსახერხებელი ტრანსპორტირებისთვის;
უარყოფითი:
- მაღალი ღირებულება;
- წონა 2.5 კგ;
- არ აქვსს ლაზერი, რომლითაც შესაძლებელია სწორი ხაზის დაცვა და ჭრის სიზუსტის გაკონტროლება;
- მუშაობს ძალიან ხმამაღლა.
პროფესიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანი ისრუვე.ჯი-ზე. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აარჩიეთ თქვენთვის გამოსადეგი დანადგარი, თუ ხელსაწყო.