ხელოვნური ნაძვის ხე
ხელოვნური ნაძვის ხე XXI საუკუნეში, გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. დიდი ხანია დროა უარი ვთქვათ ხეების ჭრასა და დასახიჩრებაზე და შევიძინოთ ხელოვნური ანალოგები.
ამაში კი ჩვენ მოგეხმარებით, ჩვენთან ხომ შეგიძლიათ იყიდოთ ნაძვის ხეები საბითუმო ფასში, ან მოქნილი ონლაინ განვადებით და უფასო მიწოდების პირობით.
ხელოვნურ ნაძვის ხეს თუ შეიძენთ, თქვენ ამით ბუნებაზე ზრუნავთ!
ბოლო წლებში ხელოვნური საახალწლო ნაძვის ხეები უფრო პოპულარული გახდა. ცოცხალისგან განსხვავებით, ისინი საახალწლო დღესასწაულზე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად დადგებიან თქვენს გვერდით. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ დათოვლილი ნაძვის ხე, რომელიც საოცარ სილამაზეს შემოიტანს თქვენს სახლში, გარდა ამისა, ამ ფორმით აქაც გაუფრთხილდებით ბუნებასაც.
ხელოვნური ნაძვის ხის მოდელების ასორტიმენტი ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანია. ამიტომ, ნაძვის ხეს ყიდვა ადვილი პროცესი არაა, რადგან დროს შესაძლოა თვალიც კი მოგჭრათ რამდენიმე სხვადასხვა მოდელმა. თუ დაგაინტერესებთ რა კონკრეტულ პარამეტრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვის დროს, მაშინ აუცილებლად გაეცანით აღწერას.
როგორ შევარჩიოთ ხელოვნური ნაძვისხე
ძირითადი პარამეტრები:
- წიწვების მასალა და მისი ფერი;
- ხის სილუეტი და დამაგრების ტიპი;
- ნაძვის ხის სიმაღლე და ქვედა დონის დიამეტრი;
- თოვლის ეფექტის არსებობა;
- დეკორაციის არსებობა.
რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა ხელობნულ ნაძვის ხეს?
- უფრო მოსახერხებელია - ის სპეციალურ სადგამზე დგას, რაც მინიმუმამდე ამცირებს მისი გადახრის შანსს. გარდა ამისა, უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, შეგიძლიათ აირჩიოთ განათებიანი ხე, რომ მისმა მონტაჟმა ბევრი დრო არ წაგართვათ.
2. უკეთესი ფასი - შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ხელოვნური ნაძვის ხე ნამდვილზე ძვირი გიჯდებათ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში გამოიყენებთ.
3. თქვენი გემოვნების შესაბამისი - ცოცხალი ნაძვის ხეების ზომა, ფორმა და ფერი ლიმიტირებულია, ხოლო ხელოვნურის შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ, იმ ფერის, ფორმის, ზომისა და სტილის, რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება.
4. ნაკლები დახარჯული ენერგია - ცოცხალი ხისგან განსხვავებით, ხელოვნურს მორწყვა არ სჭირდება. ასევე, მას წიწვები არ სცვივა და იატაკის გასასუფთავებლად დროის ხარჯვა არ მოგიწევთ.
5. უსაფრთხო - ბუნებრივ ნაძვის ხეებს ხშირად აქვს გამოშრობის პრობლემა, საახალწლო განათება სითბოს გამოჰყოფს, რაც ცეცხლის გაჩენის რისკს ზრდის.
6. ჰიპოალერგიული - თუ ოჯახის წევრებს ან სტუმრებს რაიმე სახის ალერგია გააჩნიათ, არჩევანი აუცილებლად ხელოვნურ საახალწლო ნაძვის ხეებზე უნდა გააკეთოთ, ის ბუნებრივისგან განსხვავებით მტვერს და ობს ნაკლებად ავრცელებს.
ხელოვნური ნაძვის ხე 183 სმ
რბილი წიწვებისგან დამზადებული ხელოვნური ნაძვის ხე "Poly Snowy Everest” შესანიშნავი ვარიანტია თქვენი სახლის საახალწლო ინტერიერის გაფორმებისთვის. ასეთი ხეები აბსოლუტურად უსაფრთხოა ყველაზე მოუსვენარი ბავშვებისთვისაც კი. ადვილად იკრიბება და შენახვის დროს დიდ ადგილს არ იკავებს.
ნაძვი შედგება ასაწყობი საყრდენისგან, ღარებში ჩასმული ტოტებისგან და ლითონის დასადგამისგან. იწყობა ძალიან სწრაფად და მარტივად და აქვს სრულიად ბუნებრივი გარეგნობა. ხე გაფორმებულია ნათელი LED ნათურებით.
პოლიმერული მასალები, რომლისგანაც ისინი მზადდება, არატოქსიკური და წვის საწინააღმდეგოა.
Washington Promo
ხელოვნური ნაძვი "Washington Promo" მშვენიერი დეკორაციაა დღესასწაულების დროს. ფუმფულა ტოტები დამზადებულია რბილი PVC მასალისაგან, ამიტომ ხე ისე გამოიყურება, როგორც ნამდვილი. კომპანია აწარმოებს ნაძვის ხეებს სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის (NEN EN 71-2) შესაბამისად, შიდა ინსტალაციისთვის ხანძრის რისკის გარეშე.
პროდუქტის მაღალი ხარისხი ხელს უწყობს ხანგრძლივ მომსახურებას - 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ნაძვი მტკიცედ არის დაფიქსირებული ფოლადის სადგამზე, ხოლო შეკრების პროცესი დიდ დროს არ მოითხოვს. ფართო ყუთის წყალობით, შეიძლება მოხერხებულად შეფუთოთ და მოხერხებულადვე შეინახოთ მთელი წლის განმავლობაში.
ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვა ისურვეზე გაგილამაზებთ სახლს საახალწლოდ და შესაძლებლობას მოგცემთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ბუნებაზე ზრუნვაში, ამასთან ერად, თქვენ ასევე იზრუნებთ თქვენს საფულეზეც რადგან ისურვეზე ყველაზე დაბალი ფასები და საუკეთესო განვადების სისტემაა!