სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ჭურჭლის ნაკრები

საუკეთესო ხარისხის ჭურჭლის ნაკრები, ფასდაკლებით ან მოქნილი ონლაინ განვადებით და უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

იმდენად სასიამოვნოა ლამაზი ჭიქებით ჩაის დალევა, რომ დადებით განწყობას თავისთავად გიქმნით. როდესაც სახლში მოულოდნელად სტუმრები გეწვევათ, ჭურჭლის ნაკრები შეუცვლელი ასისტენტი გახდება, განსაკუთრებით კი - ჩაის და ყავის სერვიზი.

თეფშების ნაკრები დახვეწილი დიზაინითა და კარგი ხარისხით ყველა დიასახლისისს სურს

ყოველდღიურ ოჯახურ ვახშამსა თუ სტუმრების გამასპინძლებას უფრო ხალისიანსა და სასიამოვნოს გახდის ლამაზად გაფორმებული ან სადა დიზაინის თეფშების ნაკრები, რომელიც დიასახლისებისათვის სამზარეულში უმთავრესი ატრიბუტია.

მაღალხარისხიან ჭურჭლის კომპლექტს შეუძლია წლების განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი გარეგნობა და ფუნქციონირება. ამასთან, ყველა ჭურჭელი არ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას.

ჩვენთან კი საუკეთესო ჭურჭლის ნაკრებების პოვნა და შეძენაა შესაძლებელი, ახლა კი ვეცდებით, ჩვენი პატარა მიმოხილვით, დაგტეხმაროთ მათ არჩევაში.

როგორ შევარჩიოთ ლამაზი და ნამდვილად გამძლე ნაკრები, მაშინ, როდესაც გარშემო ასეთი მრავალფეროვანი მოდელებია? სპეციალურად თქვენთვის, ჩვენ შევადგინეთ ჩაის და ყავის სერვიზის რეიტინგი. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ საუკეთესო ნაკრები თქვენთვის ან ახლობლებისთვის.

Luminarc Trianon 220 მლ E8845

ზემოქმედებისგან მდგრადი მინა, რომელიც შედგება ჩაის  ექვსი წყვილი ჭიქისგან, კლასიკური დიზაინი აქვს. ერთი ჭიქის მოცულობა 220 მლ-ია. ფორმით მრგვალია, აქვს ხვეული ზედაპირი და წარმოდგენილია თეთრ ფერში.

ჭურჭლის ნაკრები

ჭურჭლის ნაკრები Luminarc ლაკონურად და ელეგანტურად გამოიყურება, რომელსაც შეუძლია მარტივად დაამშვენოს თქვენი სახლი ან ოფისი. ასევე შესაფერისის სხვადასხვა დღესასწაულისთვის და ყოველდღიური წვეულებისთვის. ჭურჭლის კომპლექტი იყიდება მოსახერხებელ ბრენდულ შეფუთვაში.

ჭიქების კედლის სისქე 3 მმ-ია. მასალა კი მდგრადია ტემპერატურის ცვლილებებისა და მექანიკური დაზიანების მიმართ.

ჭიქები უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის და მიკროტალღური ღუმელისთვის. კომპლექტს აქვს დაბალი ფასი და კარგი ხარისხი, ასევე შესაშური გამძლეობა მინის წყალობით.

მეგობრებისა და ახლობლების სტუმრობისას, ძალიან სასიამოვნოა ყავის ან ჩაის დალევა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხარისხიანი და სასიმოვნო დიზაინის ჭურჭლის ნაკრების ყიდვა. აღნიშნული პროდუქცია ki უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, სადაც წარმოდგენილი გვაქვს გერმანული ჭურჭლის ნაკრები და ჩაის და ყავის ჭიქები ტორტის თეფშით.

Elan gallery

ფაიფურის სერვისი ოთხი ადამიანისთვის, რომელიც მინიმალისტური სტილისაა. ნაკრები შეიცავს ოთხ 260 მლ ჭიქას და 950 მლ დიდ ჩაიდს. ეს ყველაფერი კი მოთავსებულია ლამაზ ბამბუკის სახელურებიან უჯრაში, რომელიც ასევე მოყვება კომპლექტს.

ჭურჭლის ნაკრები

ნაკრებში შეიძლება შედიოდეს შაქრის თასი კოვზით და თაფლის ქილა სპეციალური ჯოხით, მაგრამ ასეთი ნაკრების ყიდვა ცოტა მეტი ჯდება.

ჭურჭელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და არ ცვლის ჩაის გემოს. ასეთი ელეგანტური ჭურჭლის კომპლექტი ადვილად მოერგება ნებისმიერ ინტერიერს. მომხმარებელთა შეფასებით, ფაიფურის ჭიქები გამძლე და ლამაზია.

Millimi

ჩაის ჭიქები ნაკრები 6 ადამიანისთვის. ჭიქები და თეფშები თეთრი და ლურჯი ფერისაა, რომელსაც ღია ცისფერი და ოქროსფერი ნიმუშები აქვს. სასიამოვნო დიზაინის წყალობით, კომპლექტი შესანიშნავად ჯდება სამზარეულოს ინტერიერში.

ჭურჭლის ნაკრები

ჭიქების მოცულობა 220 მლ-ია, რომლებიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. ფაიფური გამჭვირვალეა, რადგან შეიცავს მინისებურ მასალას, რომელიც ასევე ზრდის ჭურჭლის სიძლიერეს, გამძლეობას და სითბოს წინააღმდეგობას. ასეთ ჭიქებში სასმელი დიდხანს რჩება ცხელი და არ ცვლის გემოს.

თითოელი ჭურჭელი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, რომელიც ნამდვილად გახდება სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ჩაის წვეულების დროს.