ჭადრაკი
ჭადრაკი ის თამაშია, რომელშიც გაერთიანებულია სპორტისა და ინტელექტის ის ელემენტები, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას, გონების განვითარებასა და აზროვნებას უწყობენ ხელს.
ჭადრაკი ყიდვა სახლიდან გაუსვლელად ხელსაყრელი შემოთავაზებაა
ჭადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს და არა ერთი ლეგენდა არსებობს მის შესახებ.
ინდოეთში მოგონილ თამაშს ჩატურანგა ერქვა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათთვის ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს. არაბების მიერ შეტანილმა შანტრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი.
ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში. პირველად მოხსენიებულია ბასილი დიდის თხზულებაში „ექუსთა დღეთა“ რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწემ გიორგი ათონელმა გადმოაქართულა. სავარაუდოა, რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში, იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველი კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო, რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.
ფაქტია, რომ ჭადრაკის კარგად მოთამაშე საზოგადოებაში დიდ უპირატესობას ფლობს, რადგან მათ კარგად იციან ხელსაყრელი მომენტის სწორად გამოყენება, უმარტივდებათ ლოგიკური აზროვნება და მოკლე დროში სწორი გადაწყვეტილების მიღება.
ჭადრაკის თამაშის კარგი მცოდნეები არ ზოგავენ ფინანსებს საუკეთესო ხარისხის ჭადრაკის დაფისა და ფიგურების შეძენისას, ხოლო განსხვავებული ჭადრაკის დაფა მათთვის ნამდვილად კარგი საჩუქარია.
ჭადრაკის ონლაინ ყიდვისას შეკვეთის ჩაბარება საქართველოს ნებისმიერ მისამართზე შეგიძლიათ მოითხოვოთ და ამ მომსახურებას თქვენ უფასოდ მიიღებთ.
გაითვალისწინეთ, რომ შენაძენის ღირებულების კურიერთან გადახდაც შეგიძლიათ, წინასწარ თანხის ჩარიცხვის გარეშე.
ჭადრაკის დაფები სხვადასხვა დიზაინით არის წარმოდგენილი ისურვეს ონლაინ გვერდზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი თითოეული პროდუქტის ზომა, ფერები, დიზაინი და მასალა. ფოტო-ვიდეო მასალის საშუალებით კი შეგიძლიათ ზუსტად გაეცნოთ ჭადრაკის დაფას და თავისუფლად მიიღოთ გადაწყვეტილება და შეუკვეთოთ თქვენი რჩეული მოდელი.